საინტერესო აქცია ვაკის პარკში
19 იანვარი, 2014
საინტერესო აქცია ვაკის პარკში ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
მოძრაობის "პარტიზანული მებაღეობა თბილისში" მიერ ორგანიზებული აქციები ვაკის პარკის დასაცავად გრძელდება.

ამჯერად მოსახლეობა და აქციის ორგანიზატორები ვაკის პარკში შეიკრიბნენ და საკუთარი პროტესტი საინტერესოდ გამოხატეს. აქცია სახელწოდებით "დავიკავოთ ვაკის პარკი" დღის ორი საათისთვის დაიწყო და გვიანობამდე გაგრძელდა. აქციის ორგანიზატორებმა წინა დღეებში განაცხადეს, რომ შეხვედრის ადგილზე სურვილისამებრ ყველას უნდა მიეტანა ქსოვილზე დაწერილი წარწერა "მე ვიცავ ვაკის პარკს" და ხელის მოწერა. მიტანილი ქსოვილებით გრძელი გირლიანდი დაამზადეს და ხეებზე ჩამოკიდეს.

აქციის ერთ–ერთმა ორგანიზატორმა ნატა ფერაძემ განაცხადა: "ჩვენ აქციაზე წამომსვლელებს წინა დღეებში მოვუწოდეთ, რომ წამოეღოთ ბადმინტონები, ფრისბი, წიგნები, წამოეყვანათ ბავშვები და ძაღლები და გაგვეტარებინა ერთი სასიამოვნო დღე პარკში. ესეც პროტესტის ფორმაა. რუპორებისა და ყელში ამოსული საპროტესტო აქციების ალტერნატიული, სასიამოვნო ფორმა. ჩვენ ვდარაჯობთ ვაკის პარკს".

აქციის მიმდინარეობას ხელს უწყობდა ამინდიც: შეკრების ადგილზე მოსახლეობას მოწყობილი ჰქონდა პიკნიკი, იყვნენ შვილებთან ერთად, მიიტანეს სხვადასხვა გასართობი საშუალება, უკრავდნენ და მღეროდნენ მთელი დღის განმავლობაში. აქციაზე კარატის მასწავლებლიც მივიდა, რომელიც შაოლინის (კატის სტილი) ილეთებს ასწავლიდა ადგილზე მისულთ.

"ჩემს შვილებთან ვარ აქ მოსული, ჩემი ქსოვილი გირლიანდს უკვე დაემატა, ძალიან კმაყოფილი ვარ, ბევრი ხალხია მოსული და მეც და ჩემი შვილებიც ვერთობით. მომწონს პროტესტის მსგავსი სახით გამოხატვა და ვფიქრობ, განსხვავებული და საინტერესოა" – აღნიშნა ჩვენთან საუბრისას მსახიობმა ეკა დემეტრაძემ.

პარტიზანი მებაღეების განცხადებით, მომავალ მასშტაბურ აქციას 25 იანვარს დააანონსებენ.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary