სტუდენტების მიერ გადაღებული ფილმების ჩვენება თეატრალურის კინოკლუბში
20 იანვარი, 2014
საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კინოკლუბში კინო-ტელე ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტების მიერ გადაღებული მოკლემეტრაჟიანი ფილმების ჩვენება გაიმართა.

ფილმები წარმოადგენდა სტუდენტების საკურსო ნამუშევარს. მაყურებელმა სულ ექვსი ფილმი ნახა.

მარია სიჩანინი, სალომე ვეფხვაძე, ალექსანდრე გურჯიძე, გიორგი მუხაძე, გურამ ბაქრაძე, ვახო ჯაჯანიძე და მისი რამდენიმე მეგობარი - ეს ის სტუდენტები არიან, რომელთა ნამუშევრების ჩვენებაც შედგა.

განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა ვახო ჯაჯანიძისა და მისი მეგობრების დოკუმენტურმა ფილმმა "თბილისი გათენებიდან დაღამებამდე", რომელიც თბილისის სხვადასხვა სოციალური ფენის ყოველდღიურობას ასახავდა. ფილმი შეიქმნა ქართულ-პოლონური პროექტის ფარგლებში.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary