სამსახურის ძებნის პროცესში, ნანამ ახლობლის რჩევით ორგანიზაცია “SOSბავშვთა სოფელს” მიაკითხა, იმ იმედით, რომ პერსპექტივა გამოჩნდებოდა. სამსახური ვერა, მაგრამ ბავშვთა სოფელმა კურსების გავლა უფასოდ შესთავაზა, რათა საკუთარი ცოდნა კიდევ უფრო გაეღრმავებინა. როდესაც ორგანიზაციაში ნანას უნარები და აქტიურობა შეამჩნიეს, მისთვის სამსახურის ძებნადაიწყეს, თუმცა აქაც უშედეგოდ. საბოლოოდ, ის თავისივე ინიციატივით დასაქმების ფორუმზე მივიდა, სადაც განაცხადი შეავსო და ერთ-ერთი დიდი სააფთიაქო ქსელიდან დაუკავშირდნენ. ადგილზე მისვლის შემდეგ, გაირკვა, რომ ნანას სერთიფიკატები არც მათ აინტერესებდათ და დასაქმებამდე, კვლავ კომპანიის მიერ დაგეგმილი ტრენინგ-კურსები უნდა გაევლო. 3 თვიანი გადამზადებისშემდეგ, მრავალი წლის ნანატრი სამსახურიც დაიწყო.
ამჟამად,საკუთარი სამსახურით კმაყოფილია, თუმცა თვლის, რომ სხვადასხვა კურსებით, ადამიანების დაბნევას არ უნდა ცდილობდნენ და თუ ჰქვია ზრდასრულთა განათლება, მის სერთიფიკატს მეტი ძალა და აღიარება უნდა ჰქონდეს, რადგან ამ კურსების სანაცვლოდ ადამიანები თანხას იხდიან და არ უნდა აღმოჩნდნენ მოტყუებულნი. თუკი დამსაქმებელს მსგავსი კურები სასაცილოდ არ ჰყოფნის, მაშინ რა საჭიროა მისი გავლა და დროის კარგვა?!
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში დამსაქმებელთა უმრავლესობა უმაღლეს განათლებამიღებულ და კვალიფიციურ კადრებს, პირობითად, ანიჭებს უპირატესობას, მათთვის სერთიფიკატების რაოდენობა მაინც უმნიშვნელოა.
გიორგი თვალაძე საქართველოში ზრდასრულთა არაფორმალური განათლების ერთ-ერთი პროვაიდერია. მან რამდენიმე წლის წინ დააარსა ბლოგი “ ინტელექტიკა”, სადაც მკითხველს საკუთარ იდეებსა და შეხედულებებს უზიარებდა. ამჟამად, მისი ბლოგისმკითხველების, ხელმომწერებისადასოციალურიქსელისმომხმარებლების რაოდენობამ 100 ათასს მიაღწია. ადამიანთა ამგვარმა დაინტერესებამ გადააწყვეტინა, რომ გაეკეთებინა პროექტები და მომხმარებლისთვის ტრენინგ-კურსები შეეთავაზებინა. “ჩვენი მიმართულებაა საწყის ეტაპზე დავეხმაროთ ადამიანებს პერსონალურ განვითარებაში და შემდეგ მცირე და საშუალო ბიზნესის მქონე ადამიანებს, ან აბსოლუტური ნულიდან თავიანთი პროექტების შექმნაში ან არსებული პროექტების მასშტაბირებაში.გვყავს კლიენტები, რომლებიც 60 წელს მიახლოებული არიან. სანამ ცოცხალი ვარ მე ვვითარდები. ნებისმიერი ადამიანი შემეცნებისკენ, განვითარებისთვის უნდა ისწრაფოდეს, ამას ასაკი არ აქვს. სიტყვები, რომ რაღა დროს ჩემი განვითარებაა, ჩემმა მატარებელმა უკვე ჩაიარა, პასუხისმგებლობისგან გაქცევაა. მე ასე ვფიქრობ. ბევრად უფრო მეტი ჩვენს კლიენტთა ბაზაში ზრდასრულია. ამასაც თავისი მომენტები აქვს, იმიტომ , რომ თავიდან ჩვენ ბაზარზე შემოვედით მხოლოდ პერსონალური განვითარების პოზიციონირებით. ეს ნაკლებად ინტერესს წარმოადგენდა ფართო აუდიტორიისთვის, განსაკუთრებით ახალგაზრდობისთვის. ზრდასრულებს აქვთ ამის სურვილი მეტწილად , მაგრამ აქაც არის გარკვეული ფსიქოლოგიური მომენტები. ინტერესი და სურვილი არის“.
ტრადიციული განათლების მიმართ გიორგის განსხვავებული მიდგომა აქვს. ფიქრობს, რომ ამის გარეშეც შესაძლებელია წარმატების მიღწევა და დასტურად საკუთარ ისტორიას გვიყვება: “არ ვიცი, საზოგადოებისთვის რამდენად მოსაწონი იქნება, ახლა რასაც მე ვიტყვი, მაგრამ იმ პერიოდში როდესაც მე უნდა მესწავლა, საქართველოში ისეთი სიტუაცია და არეულობა იყო, რომ პირდაპირ ვიტყვი, ეს არ გამოვიდა. ფორმალური და ტრადიციული განათლება ჩემთვის იყო უფრო თანმდევი, თან არასერიოზული. სიღრმისეული განათლება არ მიმიღია, როგორც ასეთი, რის გამოც გარკვეული პერიოდის განმავლობაში საკმაოდ სერიოზული შინაგანი ფსიქოლოგიური პრობლემები მქონდა. მეგონა, რომ საზოგადოება არ მიმიღებდა, იმიტომ, რომ მოგეხსენებათ დამკვიდრებულია ასეთი პარადიგმა, რომ უნდა გქონდეს დიპლომი. სერიოზული კომპლექსებიც კი გამიჩნდა.დავიწყე პერსონალური განვითარება. წავიკითხე რამდენიმე წიგნი, ფსიქოლოგია მაინტერესებდა. რაც უფრო ვუღრმავდებოდი თემატურ ლიტერატურას, ვხედავდი, რომ იყო ისეთი ფაქტებიც მსოფლიო მასშტაბით, რომ აბსოლუტურად გაუნათლებელ ადამიანებსაც კი, და მეტწილ შემთხვევაში უფრო დიდი წარმატებისთვისაც ჰქონდათ მიღწეული. ვიფიქრე, რატომაც არა, მოდი ვცადოთ.ნელ-ნელა გამიჩნდა თავდაჯერება, რომ შესაძლებელია ისედაც, ინდივიდუალურად რაღაც შეიცვალოს.მაშინინტერნეტი უკვე შემოსული იყო და ინტერნეტის მეშვეობით გავეცანი ერთ-ერთ რესურსს, სადაც დისტანციური სწავლება იყო, - ბრიტანული კოლეჯი “ISIF”. დავიწყე სწავლა. გვასწავლიდნენ ისეთი ტიტულოვანი და წარმატებულიბიზნესმენები, თან პრაქტიკოსები, როგორიცაა რობინ შარმა, რობერტ კიოსაკი. ამ ყველაფრის შემდეგ აღმოვაჩინე, რომ თითოეულ ჩვენგანს შიგნით გვაქვს რაღაც ფარულირესურსი, რომლის გამოთავისუფლების , სწორად მიმართვის შემთხვევაში, დიპლომები და სერთიფიკატები განსაკუთრებულ ფონს არ ქმნის”.
გიორგის ვკითხეთ,თუ რატომ არ რისკავენ ან უჭირთ ადამიანებს საკუთარი რესურსებით მიიღონ განათლება და დაიწყონ საკუთარი საქმე, რაზეც მან გვიპასუხა, რომ ადამიანებს ურჩევნიათ მათი განათლების საქმეში, პასუხისმგებლობა სხვას დაეკისროს და რისკებს გაექცნენ, რადგან ეს დიდ დროს მოითხოვს. მისი თქმით, მათ განუსაზღვრელობა აშინებთ.
რადგან დღეს საქართველოში ადამიანთა დიდი ნაწილი დამოკიდებულიაფორმალურ განათლებაზე, ეს პასუხისმგებლობა საგანმანათლებლო დაწესებულებებს ეკისრებათ.მათ უნდა შექმნან უნივერსალური პროგრამები ზრდასრულთათვის, როგორც ფორმალური, ისე არაფორმალური განათლების მიმართულებით. თუმცა, ის რომ მათი პროგრამებით დაინტერესებული ადამიანები დასაქმდებიან, ამის გარანტია არ არსებობს. როგორც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის უფროსის მოადგილემ ქეთი ცინცაძემ გვითხრა, მსნელების მხრიდან პროფესიული გადამზადების კურსებით დაინტერესება კერძო კომპანიებიდან უფრო მეტია, ვიდრე ჩვეულებრივი მოქალაქეების მხრიდან, რადგან კომპანიებს სურთ საკუთარი კადრების გადამზადება, ინდივიდუალურად კი ეს ფინანსებთან არის დაკავშირებული.აკადემიური განვითარებისა და უწყვეტი განათლების ცენტრი თსუ-ში 2009 წელსშეიქმნა. ამ ტიპის ცენტრების შექმნის ძირითადი მიზეზი ქართულ უნივერსიტეტებში არის ის, რომ საქართველო მიუერთდა ბოლონიის პროცესს. სხვა ბევრ საკითხთან ერთად, ბოლონიის პროცესი გულისხმობს, უწყვეტი განათლების განვითარების ხელშეწყობას უნივერსიტეტებში, შესაბამისად ეს პირველ რიგში, განპირობებული იყო იმით, რომ თსუც, ისევე, როგორც ბევრი სხვა ქართული უნივერსიტეტი იყო ბოლონიის პროცესის მონაწილე. გარდა ამისა, ეს განაპირობა უნივერსიტეტების სოციალურმა როლმა და მისიამაც.
“უნივერსიტეტსსაზოგადოების წინაშესოციალური ვალდებულებები აქვს აღებული და აცნობიერებს, რომ მისი რესურსები და გამოცდილება უფრო ფართო საზოგადოებას უნდა ხმარდებოდეს და ემსახურებოდეს და სწორედ ამისათვის 2009 წელს თსუ-ში დაარსდა აკადემიური განვითარებისა და უწყვეტი განათლების ცენტრი, რომლის საშუალებითაც თსუ-ს წვდომა აქვს არა მხოლოდ სტუდენტებზე, ბაკალავრებზე, მაგისტრანტებზე, დოქტორანტებზე, არამედ უფრო ფართო აუდიტორიაზე. ცენტრის ყველა კურსი ნებისმიერი მსურველისთვის ღიაა. ნებისმიერ მსურველს შეუძლია მოვიდეს და გაიაროს პროფესიული გადამზადების კურსები, ახალი უნარები შეიძინოს. ჩვენ ადამიანებს შესაძლებლობას ვთავაზობთ, სწავლის მიმართულებით არსებული ყველა ინტერესი დაიკმაყოფილონ ნებისმიერ ასაკში. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ცენტრის დაარსების მიზეზი უნივერსიტეტებს შორის გაზრდილი კონკურენციაც იყო, მსგავსი პროგრამების არსებობა უფრო კონკურენტუნარიანს გვხდის“.
საუნივერსიტეტო უწყვეტი განათლების ცენტრებს საქართველოში ტემპუსის პროგრამა აერთიანებს. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად, მისი მონაწილეა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტიც. აქსაუნივერსიტეტო უწყვეტი განათლების სამსახური 2011 წლიდან ფუნქციონირებს.
ცენტრის ხელმძღვანელი თამარ ჩახნაშვილი ამბობს, რომ საქართველოში დანერგილი პრაქტიკიდან გამომდინარე, კვალიფიკაციის ამაღლებაზე და გადამზადებაზე ძირითადად არასამთავრობო ორგანიზაციები ზრუნავენ. საუნივერსიტეტო უწყვეტი განათლების სამსახურის ფუნქცია კი ის არის, რომ უფრო მაღალი დონის პროფესიული გადამზადება და ახალი პროფესიების ათვისება შესთავაზოს ზრდასრულებს.
„თსუსთან ერთად აქტიურად ვმონაწილეობდით ტემპუსის პროექტის შემუშავებაში. ამ პროექტში ჩართულნი არიანარასამთავრობო ორგანიზაციებიც. ესენი არიან Dvv International, ეს არის გერმანული ორგანიზაცია, სახალხო უნივერსიტეტების განათლებისთვის და ასევე არის ზრდასრულთა განათლების ასოციაცია. ჩვენი პროექტი რეგიონული პროექტია , რაც იმას გულისხმობს, რომ გარდა საქართველოსი, მონაწილეები არიან სასომხეთი, აზერბაიჯანი, გერმანიიდან ჰამბურგის უნივერსიტეტი, ავსტრიიდან -გრაციის, ესტონეთიდან ტალინის უნივერსიტეტი. ამ პარტნიორების შერჩევა შემთხვევით არ მომხდარა, მათ ძალიან დიდი გამოცდილება აქვთ საუნივერსიტეტო უწყვეტ განათლებაში. უკვე ერთი წელი მიიწურა. საკმაოდ ბევრი გვაქვს გაკეთებული, ერთი წელი კიდევ დაგვრჩა, მაგრამ ეს არ გულისხმობს, რომ ჩვენი საქმიანობა სწორედ ამ პროექტით მთავრდება.პირიქით, ეს არის სასტარტო ეტაპი“.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა რამდენიმე კურსი უკვე განახორციელა და აღსანიშნავია, რომ მაგალითად, საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯმენტის კურსის მსმენელი სტუდენტებთან ერთად, ორი 50 წელს გადაცილებული ქალბატონი იყო. უწყვეტი განათლების ცენტრის ხელმძღვანელი, თამარ ჩახნაშვილი ამბობს, რომ ამ შემთხვევაშიერთმანეთს ავსებდა ახალგაზრდული კრეატიული მიდგომა და ცხოვრებისეულ გამოცდილებაზე დაფუძნებული ხედვა. მისი თქმით, უნივერსიტეტში ასეთი სამსახურის არსებობის მთავარი დანიშნულება ქვეყანაში დასაქმების ხელშეწყობაა. დასაქმება კი გარკვეული ასაკობრივი ჯგუფებისთვის დღეს პრობლემას წარმოადგენს. თამარ ჩახნაშვილი მიიჩნევს, რომ ზრდასრულთა განათლება რამდენად იქნება ქვეყნისთვის პრიორიტეტული სხვადასხვა ფაქტორზეა დამოკიდებული. „მაგალითად, გერმანიაში და ავსტრიაშიც პენსიონერთა რიცხვი უფრო მაღალია , ვიდრე მომავალი თაობის და გასათვალისწინებელია ის, რომ თუ საპენსიო ასაკი არ გაიზარდა, შესაბამისად ძალიან ცოტა იქნება ახალგაზრდა, რომელმაც უნდა იმუშავოს ძალიან ბევრი, რომ დაფაროს საპენსიო ფონდი. აქედან გამომდინარე, პენსიონერებიც ცდილობენ, რომ საკუთარი თავის რეალიზაცია მოახდინონ ახლებურად და მათ ეძლევათ შანსი, რომ ახალი პროფესიის ათვისებით კიდევ დასაქმდნენ და საზოგადოებას მეტი სარგებელი მოუტანონ. ეს ჩვენთვისაც დამაფიქრებელი და საყურადღებოა. არ უნდა იყოს ასაკობრივი დამღა, რომ ადამიანმა თავისი პროფესიული ცხოვრება დაასრულა პენსიის ასაკის მოსვლასთან ერთად, როცა მას გააჩნია საკმაოდ დიდი პროფესიული გამოცდილება, რაც ჩვენში ძალიან დიდ დეფიციტს წარმოადგენს.“ - აღნიშნავს ის.
თამარ ჩახნაშვილის თქმით:“ როცა საუნივერსიტეტო უწყვეტი განათლების კუთხით გადიხართ რაიმე კურსს, აუცილებელია, რომ გამოცდით ჩაბარდეს კურსის დასრულება, შეფასდეს კურსის გავლით დაგროვილი ცოდნა, ეს ხელს შეუწყობს იმას, რომ დამსაქმებლისათვის კიდევ უფრო გამჭვირვალე და ნათელი იყოს თქვენ მიერ მიღწეული შედეგები. საუნივერსიტეტო უწყვეტი განათლების კურსები გულისხმობს, რომ შინაარსობრივად ისინი უნდა შეესაბამებოდნენ იმ პროგრამებს, რასაც ჩვენ ვახორციელებთ და რაზეც მოთხოვნაა. ეს არ უნდა იყოს მხოლოდ მოკლევადიანი ტრენინგი. ეს უნდა იყოს მთლიანად სასწავლო კურსი, რომლის ადაპტირება შეიძლება მოხდეს აკადემიურ პროგრამასთან . შესაბამისად, მოხდება მისი კრედიტ-ქულებში გადაყვანა და აღიარება სათანადო შემთხვევაში, დამსაქმებლის მხრიდან.”
საქართველოში ზრდასრულთა განათლების მიმართულებით განვითარების შემაფერხებელ ფაქტორად ილიას უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი თამარ ბრეგვაძე სასწავლო პროგრამების დაგეგმვისა და განხორციელების საქმეში სწორედ დამსაქმებელთა პასიურობას ასახელებს. ექსპერტი ამბობს, რომ უნდა ამოქმედდეს არაფორმალური განათლების აღიარების მექანიზმი.
„ზრდასრულთა განათლების მხრივ საქართველოში შესაძლებლობები შეზღუდულია. ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში ამ მიმართულების განვითარება ძალიან მნიშვნელოვანი პრიორიტეტია და, სავარაუდოდ, ახლო მომავალშიმნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგმება.ზრდასრულთა განათლება არის ქვეყანაში ადამიანური კაპიტალის განვითარების უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტი, რაც განსაკუთრებით აქტუალურია ისეთი ქვეყნებისთვის, როგორიც საქართველოა, სადაც მატერიალური რესურსების ნაკლებობის გამო ადამიანური კაპიტალი ყველაზე მნიშვნელოვან რესურს წარმოადგენს. ჩემი აზრით, მომავალში ამ მიმართულებით გაცილებით უფრო მეტად უნდა გააქტიურდნენ უმაღლესი საგანმანათლებლოდა პროფესიული სასწავლებლები.
ყველაზე მნიშვნელოვან შემაფერხებელ ფაქტორად მიმაჩნია არაფორმალური განათლების აღიარების მექანიზმების არარსებობა ქვეყანაში, ასევე დამსაქმებლის ნაკლები ჩართულობა სასწავლო პროგრამების დაგეგმვისა და განხორციელების საქმეში.“ - აღნიშნავს თამარ ბრეგვაძე.
არაფორმალური განათლების აღიარების მექანიზმის საჭიროებაზე საუბრობენ საუნივერსიტეტო უწყვეტი განათლების ცენტრების წარმომადგენლები.
თამარ ჩახნაშვილის თქმით:“ ამ კუთხით საქართველოში საკანონმდებლო ხარვეზია. მხოლოდ აკრედიტირებული აკადემიური პროგრამების აღიარება ხდება. ზრდასრულთა განათლება გულისხმობს როგორც არაფორმალურ განათლებას უნივერსიტეტების გარეთ, ასევე საუნივერსიტეტო უწყვეტი განათლების ფარგლებში და სავარაუდოდ, ალბათ ჩვენც მოგვიწევს არაფორმალური განათლების საკანონმდებლო ბაზის დახვეწა, რადგან ჩვენ ვალდებულება გაგვაჩნია. ვალდებულება იმ მხრივაც არსებობს, რომ ჩვენს განათლების კანონშიც შევიდეს შესაბამისი ცვლილებები არაფორმალური განათლების აღიარების ან მისთვის მაღალი ხარისხის მინიჭების კუთხით.“
ქეთი ცინცაძე მიიჩნევს, რომ აღნიშნული ცვლილებები სხვადასხვა კურსების მიმართ ზრდასრულთა დაინტერესებას გაზრდიდა: „სამწუხაროდ ჩვენთან ჯერ ვერ დაინერგა ევროპული პრაქტიკა, რომელიც უწყვეტი განათლების ფარგლებში მიღებული განათლების აღიარების მექანიზმების არსებობას გულისხმობს. მსგავსი საკანონმდებლო ბაზის არსებობა ადამიანებს უფრო მეტად უბიძგებდა უწყვეტი განათლებისაკენ, რადგან მათ გარანტირებულად ეცოდინებოდათ, რომ უწყვეტი განათლების ფარგლებში გავლილი სასერტიფიკატო კურსების შედეგად მიღებული ცოდნა უღიარდებათ და მათ სერტიფიკატებსაც ძალა ექნება დასაქმების ან შემდგომი სწავლის გაგრძელების მიმართულებით.“
ქეთი ცინცაძის თქმით, ზრდასრულები უფრო მეტად იმ კურსებით არიან დაინტერესებული, რაშიც მათ დაფინანსების მხრივ, სახელმწიფო ხელშეწყობა აქვთ:“ცენტრიახორციელებდა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების კურსებსაც, რომლებზე ძირითადი დატვირთვა მოდიოდა 2009- 2010 წლებში, როდესაც სახელმწიფო ვაუჩერებით უფინანსებდა სკოლის პედაგოგებს პროფესიული განვითარების კურსებში მონაწილეობას. ამ პერიოდში საკმაოდ ბევრი მსურველი მოდიოდა ჩვენთან და ეს გასაგებიცაა, რადგან სკოლის მასწავლებლებს სამწუხაროდ არ აქვთ იმხელა შემოსავლები, რომ თვითდაფინანსებით ჩაერთონ მსგავს კურსებში”.
ექსპერტი თამარ ბრეგვაძე ფიქრობს, რომ ამგვარი სქემებით სახელმწიფომ მონაწილეთა წახალისება უნდა უზრუნველჰყოს:“ ვფიქრობ,სახელმწიფოს მხრიდან გარკვეულ მისთვის პრიორიტეტულ დარგებში უნდა მოქმედებდეს წახალისების მექანიზმები - მაგალითად დაფინანსების სქემები, რაც გარკვეულ პროგრამებს უფასოს გახდიდა მონაწილეთათვის ან შესაძლებელი იქნებოდა სახელმწიფოს მხრიდან თანადაფინანსება. (ასეთი სქემა, მაგალითად, მოქმედებს მასწავლებლებისათვის). ამ მექანიზმების არსებობის შემთხვევაში, უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლები, ყოველგვარი დავალდებულების გარეშე შექმნიდნენ და აამოქმედებდნენ ამ პროგრამებს, მოთხოვნაზე საპასუხოდ. განათლების სამინისტროს განვითარების ათწლიან სტრატეგიაში აღნიშნულია მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლის უზრუნველყოფა, როგორც მნიშვნელოვანი პრიორიტეტი. ამ კონტექსტში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პროექტს ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოზე მუშაობა წარმოადგენს, ასევე პროფესიული განათლების მოდულური სისტემის ამოქმედება, ისევე როგორც ფორმალური განათლების საფეხურებს შორის ჩიხების აღმოფხვრა წარმოადგენს. დღევანდელი კანონმდებლობა არ ზღუდავს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს მოკლევადიანი და გრძელვადიანი არააკადემიური სასწავლო პროგრამების შექმნაში, თუმცა ამ მხრივ ინიციატივა ჯერჯერობით მცირეა, რაც სავარაუდოდ მოთხოვნის ნაკლებობით არის განპირობებული.“
მივმართეთ რამდენიმე პროფესიული სასწავლებლის წარმომადგენელს. მათ, ვინც კონტაქტზე გამოვიდა, აღნიშნეს, რომ ზრდასრულთა განათლების მიმართულებით პროგრამები არ აქვთ შემუშავებული:
“კოლეჯიზრდასრულთაგანათლებისხელშეწყობისთვისშესაბამისპროგრამასარანხორციელებს, პროფესიულიგანათლებისშესახებსაქართველოსკანონი რაიმესახისვალდებულებას არ გვაკისრებს, სახელმწიფოსმხრიდანარცერთისახისდახმარებაარგვქონიადაარცგვაქვს.“ - გვიპასუხა საზოგადოებრივი კოლეჯის „ორიენტირი“ წარმომადგენელმა.
განათლების სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის წარმომადგენელი, პოლიტიკის სამმართველოს უფროსი თამარ სამხარაძე აღნიშნავს, რომ სახელმწიფო ხელშეწყობა მხოლოდ სსიპ-ებზე ვრცელდება:“ პროფესიული განათლება სახელმწიფოს მხრიდან უკვე სრულად არის დაფინანსებული. თუმცა ეს ეხება მხოლოდ სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ სასწავლებლებს.“
პროფესიული განათლების შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, არაფორმალური განათლების სახელმწიფო აღიარება ატესტაციის გავლის შედეგად ხდება, ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფო არაფორმალურ განათლებას სახელობო განათლების დონეზე აღიარებს. თამარ სამხარაძე ამბობს, რომ პროფესიული განათლების შესახებ ახალი კანონპროექტი არაფორმალური განათლების აღიარების თვალსაზრისით მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.
„როგორც ევროპული და საერთაშორისო პრაქტიკა გვკარნახობს, თუ პირი ფლობს კვალიფიკაციას და მასზე გაიცემა დიპლომი, მნიშვნელობა არ აქვს სად მიიღო მან ეს განათლება - ფორმალურ თუ არაფორმალურ გარემოში (შემდგომში აღიარებით), ეს დიპლომები იქნება ერთმანეთის ტოლფასი და სახელმწიფოს მხრიდან აღიარებული. ჩვენთან პირველი ნაბიჯები უკვე გადადგმულია, თუმცა არა იმ სახით როგორც ზოგადად, არაფორმალური განათლების აღიარება უნდა არსებობდეს ქვეყანაში. პირველი ნაბიჯები გულისხმობს შემდეგს: როდესაც პირი მიდის საგანმანათლებლო დაწესებულებში და ამბობს რომ ის უკვე გარკვეულ ცოდნას ფლობს, ხდება მისი შემოწმება და აღირება ხდება იმისთვის რომ ეს ყველაფერი ხელმეორედ აღარ ისწავლოს. ევროპის განათლების ფონდმა შეისწავლა საქართველოს არსებული სიტუაცია, ასევე ის ნაბიჯები, რაც უკვე გადაიდგა სახელმწიფოს მხრიდან და შემუშავდა კონცეფცია, სადაც დასახულია კონკრეტული გზები თუ როგორ უნდა მოხდეს საქართველოში არაფორმალური განათლების აღიარება. ახლა ჩვენ ვმუშაობთ პროფესიული განათლების შესახებ ახალ კანონპროექტზე და ვფიქრობთ, რომ ეს კანონპროექტი რეფორმის განხორციელების მხრივ, ბევრი მიმართულებით გახსნის გზას. ერთ - ერთი მნიშვნელოვანი საკითხი იქნება არაფორმალური განათლების აღიარება. არაფორმალური განათლების აღიარება არის საკმაოდ მნიშვნელოვანი, ამასთან, აღიარების მექანიზმები უნდა იყოს მოქნილი და გამჭვირვალე. ვფიქრობთ, რომ აღიარების უფლება მიენიჭოს თავად საგანმანათლებლო დაწესებულებას, რომელიც შესაბამის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებს. ასევე, ევროპული პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ მხოლოდ საგანმანათლებლო დაწესებულებები არ არიან პასუხისმგებელნი არაფორმალური განათლების აღიარებაზე და და სხვადასხვა ორგანიზაციები არიან ჩართულები ამ პროცესში. მაგალითად, პროფესიული ასოციაციები, რომლებსაც ამ საქმეში უკვე დიდი აქვთ გამოცდილება, სხვადასხვა ტრენინგ-პროვაიდერები, რომლებიც გადიან შესაბამის აკრედიტაციას. გასათვალისწინებელია, რომ არაფორმალური განათლების აღიარება ყოველთვის ,,სრულ აღირებას“ არ ნიშნავს. შესაძლოა დადგინდეს, რომ პირი მხოლოდ ნაწილობრივ ფლობს შესაბამის ცოდნასა და კომპეტენციებს მაგრამ გარკვეული კომპონენტები აქვს დასაძლევი. ამ შემთხვევაში, მას უნდა გაუკეთდეს შეთავაზება, რომ თუნდაც ფორმალური განათლების სივრცეში მიიღოს კვალიფიკაციის მისანიჭებლად აუცილებელი ცოდნა და უნარები.“
თამარ სამხარაძე ამბობს, რომ იგეგმება უნივერსალური პროგრამების შექმნა, რომელიც მხოლოდ ზრდასრულთა განათლების საჭიროებებზე იქნება მორგებული და სამომავლოდ, ერთმანეთისგან გაიმიჯნება მოზარდებისა და ზრდასრულთა განათლების საკითხები:“ ის საგანმანათლებლო პროგრამები, რომელსაც დღეს პროფესიული განათლების სისტემა სთავაზობს მომხმარებელს, ასაკობრივი ჯგუფების საჭიროებებზე სრულად არ არის მორგებული. სასწავლო ჯგუფებში შესაძლოა შეხვედეთ 17 წლის მოზარდსა და 60 წლამდე პირს. ეს კანონმდებლობითაც არ არის დარეგულირებული. პროფესიული განათლების შესახებ კანონში არ არსებობს პროფესიული გადამზადების ცნება. სამომავლოდ, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები გაითვალისწინებს, როგორც მოზარდების, ასევე ზრდასრულთა განათლების საჭიროებებს, ასევე გაიმიჯნება პროფესიული მომზადებისა და გადამზადების პროგრამები. ამ მიმართულებით ქმედითი ნაბიჯები უკვე გადადგმულია და შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები მყარ საფუძველს შეუქმნის კიდევ უფრო მოქნილი და მიმზიდველი სისტემის ჩამოყალიბებას“- აღნიშნავს თამარ სამხარაძე.
ჩვენი რესპონდენტის, ნანას კითხვაზე კი, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გაცემული სერთიფიკატების აღიარებას ეხება, სამინისტროს წარმომადგენელს შემდეგი განმარტება აქვს:“ ჩვენ ერთმანეთისგან უნდა გავმიჯნოთ საგანმანათლებლო დაწესებულების მხრიდან გაცემული დიპლომი და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შეთავაზებული ტრენინგ-კურსის დამადასტურებელი სერთიფიკატი, რაც სწორედ არაფორმალური განათლების ნაწილია. კონკრეტული დამსაქმებელი აღიარებს თუ არა ამ ტრენინგ - კურსის სერთიფიკატს ამაზე განათლების სამინისტრო ვერ აგებს პასუხს. დამსაქმებლები თავად წყვეტენ რა ტიპის დოკუმენტს მიანიჭებენ უპირატესობას.“