22 ივნისს 13:00 საათზე 2014 წლის მოწვევის საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის ორგანიზებით ეწყობა საჯარო დისკუსია თემაზე - "ნარკომანია - ჯანდაცვის პრობლემა თუ დანაშაული?"
20 ივნისს 18:00 საათზე თბილისის მედიათეკაში გაიმართება კონფერენცია-გამოფენა სახელწოდებით - "სამართალი აფხაზეთს", სადაც წარმოდგენილი იქნება აფხაზეთში განხორციელებული ეთნოწმენდისა და მშვიდობიანი მოსახლეობის მასობრივი წამებისა და გაუგონარი სისასტიკით ხოცვა - ჟლეტვის ამსახველი მასალები.
20 ივნისს 17:00 საათზე თსუ-ს ბიბლიოთეკასთან არსებული შემეცნებითი კლუბის ეგიდით გაიმართება ,,შემეცნებითი ვიქტორინა", სადაც მონაწილეობას მიიღებს უნივერსიტეტის სტუდენტების მიერ შედგენილი 10 გუნდი (თითო გუნდში 5 სტუდენტი).