ანონსი
ადელინ ბროს საჯარო ლექცია
05 მარტი, 2014
5 მარტს 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106-ე აუდიტორიაში საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი და ანატოლიის კვლევების ფრანგული ინსტიტუტი გიწვევთ ადელინ ბროს საჯარო ლექციაზე - ,,სამხრეთ კავკასია, თურქეთი, რუსეთი: საიმიგრაციო სივრცის მრავალჯერადი ფორმირება".
დისკუსია ღია ცის ქვეშ
04 მარტი, 2014
4 მარტს 17:00 საათზე რიყის პარკში გაეროს განვითარების პროგრამა გიწვევთ გენდერული თანასწორობის შესახებ დისკუსიაზე.
ახალგაზრდა სოციალისტების კონფერენცია გენდერულ კვოტირებაზე
04 მარტი, 2014
4 მარტს 13:00 საათზე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება ახალგაზრდა სოციალისტების დასკვნითი კონფერენცია საკითხზე: "გენდერული კვოტირება საქართველოში".
გამოფენა თსუ-ში
04 მარტი, 2014
4 მარტს 13.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მუზეუმის გალერეაში გაიმართება თსუ-ს პედაგოგებისა და მხატვარ ქალთა საერთაშორისო ორგანიზაცია "ფემინ არტის" საქართველოს ფილიალის წევრების ნამუშევრების გამოფენა.
ტემპუსის პროექტის SSRULLI პირველი საერთაშორისო სამუშო შეხვედრა
03 მარტი, 2014
3 მარტს 14:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება ტემპუსის პროექტის SSRULLI (Strengthening the Specific Role of Universities as Lifelong Learning Institutions /  უნივერსიტეტების, როგორც უწყვეტი განათლების ინსტიტუციების როლის გაძლიერება) პირველი საერთაშორისო სამუშო შეხვედრა.
თეიმურაზ კურცხალიას საჯარო ლექცია
28 თებერვალი, 2014
28 თებერვალს 15:00 საათზე დიღმის საუნივერსიტეტო კამპუსში ცნობილი ქართველი მეცნიერი თეიმურაზ კურცხალია წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: "კრიპტობიოზი - ორგანიზმის მდგომარეობა ცოცხალსა და მკვდარს შორის".






Carpet Cleaning Calgary