07 ოქტომბერი, 2013
8 ოქტომბერს, 10:45-ზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი და ლიტვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში იონას პასლაუსკასი ლიტვის რესპუბლიკის სეიმის წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ლიტვური ენის შემსწავლელ კულტურულ ცენტრს დაათვალიერებენ.
06 სექტემბერი, 2013
6 სექტემბერს, 12 საათზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე თბილისის სახელმწიფო და კერძო უმაღლესი სასწავლო დაწესებულებათა 200 სტუდენტს შეხვდება და უმაღლესი განათლების მიმართულებით განხორციელებულ და დაგეგმილ სიახლეების გააცნობს.
მისამართი: უზნაძის 52
19 ივლისი, 2013
19 ივლისს, 13:00 საათზე, თსუ-ს რექტორობის კანდიდატი, პროფესორი ცირა ბარამიძე უნივერსიტეტში სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალთან გამართავს შეხვედრას.
მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, უნივერსიტეტის პირველი კორპუსი,115-ე აუდიტორია
19 ივლისი, 2013
19 ივლისს, 13:00 საათზე, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ახალგაზრდულ ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამმართველოს ინიციატივით შექმნილი პროგრამის - ახალგაზრდულ ორგანიზაციათა ერთიანი ელექტრონული ბაზისა და ახალგაზრდული ორგანიზაციების მხარდამჭერი პროგრამების პრეზენტაცია გაიმართება.
სამინისტროში ახალგაზრდულ ორგანიზაციებთან შეხვედრას ლევან ყიფიანი დაესწრება.
19 ივლისი, 2013
19 ივლისს, 19:00 საათზე, "ლიბერალიზმის სასწავლო ცენტრში" გაიმართება ეკა აღდგომელაშვილის საჯარო ლექცია - "სქესი, გენდერი, მედია".
18 ივლისი, 2013
19 ივლისს, 21:00-ზე. სამხატვრო აკადემიის სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით იმართება კინოჩვენება სამხატვრო აკადემიის ეზოში.