25 ივლისს 11:00 საათზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე გიორგი შარვაშიძე და მინისტრის მრჩეველი ოთარ აბესაძე მოსახლეობის საყოველთაო აღწერის პროექტში სტუდენტების დასაქმებაზე ბრიფინგს გამართავენ.
24 ივლისს 15:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჟურნალ "ქართველოლოგისა" და "საერთაშორისო ქართველოლოგიური საზაფხულო სკოლის" პრეზენტაცია გაიმართება.
22 ივლისს 10:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნება საერთაშორისო სამხრეთ კავკასიის სიმპოზიუმი და ტრენინგი მედია სამმართალში „მედიის კანონი“.
21 ივლისს 16:00 საათზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში განვითარების სამსახური ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორებსა და მკვლევრებს გააცნობს ევროკომისიის პროგრამის Horizon 2020 მიმდინარე საკონკურსო პროგრამებს.
21 ივლისს 19:00 საათზე კავკასიის უნივერსიტეტში "კავკასიის უნივერსიტეტის, კავკასიის სამართლის სკოლის კურსდამთავრებულთა ასოციაციის" პრეზენტაცია გაიმართება.