გარიგებაში მთავარი მომქმედი გმირია „მაჭანკალი“ ან მისი შემცვლელი ახლო ნათესავი. „მაჭანკალი“ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში სხვადასხვა მოტივით მოქმედებს. ზოგან ის უბრალოდ ახლო ნათესავი ან კეთილმოსურნეა და ამიტომ მისთვის გასამრჯელოს ან საჩუქრის შეთავაზება დიდ შეურაცხყოფად მიიჩნევა. ზოგან ის საჩუქარს იღებს. ადრე კი გასამრჯელოსთვის ირჯებოდნენ. ამასთან, ამ შემთხვევაში გასამრჯელოს ოდენობა მზითვის ოდენობის პროპორციულად იზრდებოდა.
თანამედროვე ადამიანი თავისუფალი და დამოუკიდებელია, შესაბამისად, როდესაც ის იღებს ისეთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას, როგორიც დაქორწინებაა, უმთავრესად, საკუთარ აზრსა და გრძნობებს ეყრდნობა. სიყვარულით ქორწინება წარსულში ერთგვარი ფუფუნება იყო, მაგრამ ახლა - ოჯახის შექმნის უპირველესი მიზეზია...
21 წლის ფიქრია ფიჩხაძე იხსენებს პერიოდს, როდესაც მისი ახლობელი 15 წლის გოგო გაათხოვეს გარიგებით. გოგო სადედამთილოს მოეწონა და ბევრი ფიქრიც არ დაუწყია გადაწყვეტილების მიღებისას: ,,მახსოვს ერთი შემთხვევა 15 წლის გოგო გათხოვდა გარიგებით. სადედამთილომ ,,შეათვალიერა", მოეწონა, იაქტიურა და ისე მოხდა, რომ თავისზე 14 თუ 15 წლით დიდ ბიჭზე გათხოვდა. 15 წლის გათხოვდა და რამდენიმე თვის მერე ქორწილიც რომ ჰქონდა, გახდა 16 წლის. თვითონ კი ამბობდა, რომ სიყვარულით გათხოვდა და არავინ არ ჩარეულა მის გადაწყვეტილებაში’’ - ამბობს ფიქრია, მაგრამ ის მიიჩნევს, რომ ასეთი შემთხვევა გაუმართლებელია. ,,გამორჩეული მოსწავლე იყო, შანსი ჰქონდა, ესწავლა და კარგი კარიერა ჰქონოდა. თან ვფიქრობ, რაც უნდა განვითარებული და ჭკვიანი იყოს ადამიანი, 15 წლის ასაკში ასეთ სერიოზულ გადაწყვეტილებას მარტო თვითონ ვერ მიიღებს’’ - აღნიშნავს ის.
გარიგება რეალურია და ამაზე ახალგაზრდების შეხედულება სხვადასხვანაირია. მიიჩნევენ, რომ პრობლემა არაა, როდესას ვიღაც ბიჭს გაცნობენ და ცდილობენ, ერთმანეთს დაგაახლოვონ, მთავარია, ამას ძალდატანების სახე არ მიეცეს: ,,რა პრობლემაა ვერ ვხვდები, გაგაცნონ ბიჭი და გითხრან: "ეს კარგი ბიჭია და მგონი, გაუგებთ ერთმანეთს" - ეს არ ნიშნავს, რომ გაძალებენ, უბრალოდ, ამ მიზნით ადამიანების გაცნობა არაა ცუდი... დაძალება უკვე ცუდია!’’ - აღნიშნავს 23 წლის მარიამ მამალაძე.
ფსიქოლოგი გიორგი კალანდარიშვილი გარიგებით შექმნილი ოჯახების ფსიქოლოგიურ ასპექტებზე საუბრობს. იმ შემთხვევაში, როდესაც ოჯახი სხვისი ძალდატანებითა და ჩარევით იქმნება, დიდია შანსი, რომ წყვილი არ შედგეს და ოჯახი დაინგრეს. მისი თქმით, როდესაც ორი ადამიანის შეუღლებაზე ვსაუბრობთ, მნიშვნელოვანია, გავითვალისწინოთ, რომ პიროვნება უნდა იყოს საკმაოდ ჩამოყალიბებული და მომწიფებული, იმისთვის, რომ უპრობლემოდ დაამყაროს ახლო კავშირი და ცხოვრების თანამგზავრად გაიხადოს მეორე პიროვნება, წინააღმდეგ შემთხვევაში, არის პრობლემების გაჩენის ალბათობა. მაგალითად, თუ ადამიანმა ზუსტად არ იცის, რა სახის ურთიერთობა ან როგორი პარტნიორი სურს მის გვერდით, ამ შემთხვევაში ჩნდება ბზარი, გაურკვევლობა. ,,დაძალებული ქორწინება, როდესაც დედა, მამა ან რომელიმე სხვა ნათესავი გადაწყვეტს "გაათხოვოს" ან "ცოლი მოაყვანინოს" ახალგაზრდას. ასეთ შემთხვევაში გადაწყვეტილებას ღებულობს არა თვითონ პიროვნება, არამედ მის მაგივრად სხვა ადამიანი. ამის გამო ხშირია შემთხვევები, რომ შერჩეული სარძლო ან სასიძო ვერ ეწყობა და საერთოს ვერ პოულობს თავის მეორე ნახევართან. ასეთ სიტუაციაში, ბუნებრივია, მატულობს ღალატის ალბათობაც - ადამიანი, რომელიც თავის მეუღლისგან ვერ ღებულობს იმას, რაც სურს, ვერ ურთიერთობს მასთან გახსნილად, ვერ ეწყობა, დროთა განმავლობაში იწყებს თავისთვის სასურველი პარტნიორის ძებნას’’ - აღნიშნავს ფსიქოლოგი.
იმავე პრობლემის წარმოშობის ალბათობაზე საუბრობს ფსიქოლოგი, როდესაც საქმე დაგვიანებულ ქორწინებას ეხება, რაც, თავის მხრივ, გარკვეული პრობლემების ფონზე ხდება: ,,დიდია ოჯახის დანგრევის მცდელობა, როდესაც ოჯახი შექმნილია უკვე დიდ ასაკში ისევ მშობლების ან ნათესავების ჩარევით. როგორც წესი, მოგვიანებითი ქორწინება გამოწვეულია ხოლმე იმით, რომ მშობელი შვილს არ აძლევს საკმარის თავისუფლებას, რათა მან თავისთვის სასურველი არჩევანი გააკეთოს. გასათხოვარი ქალბატონი ან დასაქორწინებელი მამაკაცი ხშირად თავისი მშობლების ცხოვრებით ცხოვრობს ხოლმე და "დრო არ აქვს" პირადი ცხოვრების მოსაწყობად’’ - ამბობს ის.
რა სახის დარღვევასთან გვაქვს კავშირი გარიგებით ქორწინების დროს და ყველაზე მეტად ვისი უფლება ირღვევა, ამის შესახებ გენდერის მკვლევარი და ფემინისტი აქტივისტი ნათია გვინიაშვილი საუბრობს: ,,ასეთ შემთხვევებში ირღვევა როგორც კაცის, ასევე ქალის უფლებებიც. თუმცა, ქალის უფრო მეტად იმიტომ, რომ საკითხი დაყენებული არის ისე, რომ კაცმა უნდა აირჩიოს: შეესაბამება თუ არა ქალი მის კრიტერიუმებს და ქალს დიდად არ ეკითხებიან. ანუ კაცს უფრო შეუძლია უარი თქვას, ვიდრე ქალს. შესაბამისად, ქალი რჩება ნივთად, რომლის ბედიც კაცის ხელშია და სადაც უნდა იქ მოიფრიალებს’’ - ამბობს ნათია. მისივე თქმით, ნებისმიერ ადამიანს უნდა ჰქონდეს საშუალება, ნებაყოფლობით მოიწყოს პირადი ცხოვრება და არ უხდებოდეს მთელი ცხოვრება სექსუალური ძალადობის ატანა არასასურველი ქმრისგან, რომელსაც ასე "მიათხოვეს".