სწორედ ამ წინააღმდეგობების გამო მიაჩნია, რომ მამაკაცს კარიერული წინსვლისათვის ბევრად მეტი შანსი აქვს. ამ მოსაზრებას ეთანხმება უფლებადამცველი ანა არგანაშვილი, ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ წარმომადგენელი და ამბობს, რომ საზოგადოება ქალისგან რამდენიმე სოციალური როლის შესრულებას მოითხოვს, ხშირად კი, მას ამ როლებს შორის არჩევანის გაკეთებას აიძულებს, მაგალითად, ის ირჩევს ან ოჯახს, ან აქტიურ საზოგადოებრივ მოღვაწეობას, რაც მისი პიროვნებისთვის დამთრგუნველია.
ანა არგანაშვილი ახალგაზრდა დედების პრობლემებს სახელმწიფოს მხრიდან საკითხისადმი ნაკლებ ინტერესს უკავშირებს და ამბობს, რომ თუკი ქალს აქვს ვალდებულება, მოთხოვნა და მოლოდინი საზოგადოებისაგან, იყოს კარგი დედა და პარალელურად რეალიზაციაც შეძლოს, ამისათვის სახელმწიფომ მას უნდა შეუწყოს კიდეც ხელი, რადგან საკმარისი აღარაა მხოლოდ კანონით განსაზღვრული თანაბარი უფლებები. მისი თქმით, სრულიად შესაძლებელია, უნივერსიტეტი იქნება ეს, თუ ნებისმიერი სხვა დაწესებულება, იყოს გენდერულად სენსიტიური და შესაბამისადაც, ააგოს თავისი მოთხოვნები: თუკი საბავშვო ბაღები 6 საათამდეა და სამუშაო დღეც 6-ზე სრულდება, სახელმწიფოცა და დამსაქმებელიც უნდა ითვალისწინებდნენ ამას. მაგალითად, დაწესებულებები სამუშაო/სასწავლო დროს ან ბაღების მუშაობის გრაფიკს უნდა გეგმავდნენ ისე, რომ ქალს, არჩევანის გაკეთება არ უნდა უწევდეს ბავშვსა და სამსახურს, ან სწავლას შორის.
თიკო ნატროშვილი, 30 წლის, მედიისა და კომუნიკაციის მენეჯერი: „განათლებიდან გამომდინარე, დასაქმებულიც მედიასფეროში ვარ. პარალელურ რეჟიმში, შეხება მაქვს სამოდელო სფეროსთან – ჩვენება, ფოტოსესიები და ა.შ. მყავს ორი პატარა ანგელოზი, მათე – 3 წლის და კახი – 9 თვის. არც თუ დატვირთული გრაფიკი მაქვს. ამ ეტაპზე ისე გადავანაწილე ჩემი ცხოვრების გრაფიკი, რომ არცერთი მხარე არ დაზიანდეს. „წინააღმდეგობა“ დროებითი მოვლენაა ჩემს ცხოვრებაში და არ განვიხილავ როგორც პრობლემას. თუმცა, მათე, ჩემი უფროსი შვილი, უფრო მძაფრად აღიქვამს უჩემობას. სულ მის გვერდით ყოფნას მთხოვს. ვცდილობ, ურთიერთობა დავალაგოთ. მან იცის, რომ სანამ დედა მუშაობს, ის ბაღში უნდა იყოს. კახი ჯერ პატარაა და კარგად ვერ აცნობიერებს, თუმცა, სახლში დაბრუნებულს ემოციებით მხვდება. ეს უკვე დედაშვილური ურთიერთობაა და თუ სწორად წარმართავ ამ ურთიერთობას, ქალს ნაკლებად მოუწევს არჩევანის გაკეთება კარიერასა და ოჯახს შორის“.
ურთიერთობის სწორად წარმართვას დედასა და შვილს შორის განსაკუთრებული მნშვნელობა აქვს. ანა არგანაშვილს მიაჩნია, რომ სახელმწიფოსაგან პოზიტიური ჩარევა განაპირობებს კიდეც ისეთი მტკივნეული საკითხების თავიდან აცილებას, როგორიცაა მშობლისაგან მოკლებული სითბო და მზრუნველობა: „თუკი სახელმწიფო კანონის საფუძველზე არც კრძალავს, მაგრამ ამავე დროს, არც ხელს უწყობს ქალის სრულფასოვან რეალიზებას საზოგადოებაში, ეს გამოდის კიდეც არაპირდაპირი აკრძალვა, რადგან ასეთ გარემოში საშუალებები იზღუდება“. მისი თქმით, გენდერული თანასწორობა მხოლოდ იდეალისტური ცნება არ უნდა იყოს. თანასწორობის დაცვა მნიშვნელოვანია ყოველდღიურ სიტუაციებში და რადგანაც, ქალის როლი საკმაოდ მაღალია საზოგადოების ფუნქციონირებაში, სახელმწიფოსაგან საჭიროა გენდერულად სენსიტიური პოლიტიკის გატარება.
ლია ტურიაშვილი, 22 წლის, თსუ-ს ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციების მიმართულების სტუდენტი: „ერთი წლის მარიტა მყავს. ვმუშაობ და ვსწავლობ. სასწავლო გრაფიკი დატვირთული, ცხრილები კი ქაოტურია. სამუშაო გრაფიკი მსუბუქია - კვირაში ორი დღე, ისიც საღამოს საათებში, რაც მისაღებია, რამდენადაც ბავშვს ოჯახის წევრებთან ვტოვებ. თუმცა, პრობლემაა სხვა გაცილებით დატვირთული გრაფიკით მუშაობას ვერ შევძლებ. ბავშვს ხან დედას ვუტოვებ, ხან დედამთილს, მაგრამ ესეც პრობლემაა, რადგან ყოველდღე მათაც ვერ სთხოვ სამსახურის გაცდენას, ამიტომ შეზღუდვას საკუთარ თავს მე თვითონ ვუწესებ“.
უფლებადამცველის თქმით, ქალის მხრიდან არჩევანის გაკეთება რომელიმეს სასარგებლოდ მომავაში დიდ პრობლემას წარმოშობს: „უკვე ხანდაზმულობაში, ალბათ, ხშირად გსმენიათ ფრაზა - მე ყველაფერი გავწირე ბავშვებისთვის, ოჯახისთვის ან, პირიქით - საკმარისი დრო ვერ დავუთმე კარიერას. სინანული დამთრგუნველი განცდაა, ქალებს კი, უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა იყვნენ, როგორც საზოგადოების აქტიური და სრულფასოვანი წევრები, ასევე, სრულფასოვნად შეასრულონ მშობლის ვალდებულებები.
იურისტი და „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ხელმძღვანელი ანა აბაშიძე ნეიტრალურ კანონმდებლობას დისკრიმინაციულს უწოდებს. მისი თქმით, ისეთი მოწყვლადი ჯგუფები, როგორიცაა ქალები, ბავშვები, შშმ პირები და სხვა, გონივრულობის ფარგლებში საჭიროებენ სპეციალურ რეგულირებას, რადგან სწორედ არსებითად უთანასწოროთა მიმართ თანასწორი მიდგომა იწვევს დისკრიმინაციულ შედეგებს. „მაგალითად, შრომის კანონთა კოდექსში უნდა იყოს სპეციალური შელშემწყობი ნორმები, რომლებიც ქალს მისცემს საშუალებას, მისი რესურსი რეალისტურად იყოს წარმოდგენილი. ეს შეიძლება გამოიხატოს ქალებისთვის ადეკვატური სამუშაო პირობების უზრუნველყოფით. გენდერული პრობლემის მოსაგვარებლად საკანონმდებლო რეგულირება უნდა შეეხოს სამუშაო ადგილზე სამუშაოთა გადანაწილების წესსა და თანაბარ ანაზღაურებას“.
რაც შეეხება სახელმწიფოს მხრიდან პოზიტიური ჩარევის ვალდებულებას, იურისტი ასევე გენდერულად მგრძნობიარე ბიუჯეტის არსებობაზე საუბრობს და ამბობს, რომ სადაც შესაძლებელია, გენდერული საკითხები უნდა გადაიჭრას სპეციალური ნორმების, სპეციალური ღონისძიებების შემოღებით და ამ ნორმათა აღსრულების მექანიზმის არსებობით. “უნდა დარეგულირდეს კანონმდებლობით სამუშაო ადგილზე ქალის მიმართ სექსუალური შევიწროების საკითხი და აღნიშნული საკითხის მოკვლევის დროს ქალის დაცვის მაღალი სტანდარტების გარანტირებული დაცვა“.
როგორც ანა არგანაშვილი აღნიშნავს: „როცა შვედეთში დიდთოვლობის დროს იყრება ე.წ. მექანიკური მარილი გზების გასაწმენდად, სახელმწიფო პოლიტიკა წინასწარ განსაზღვრავს დაყრის რიგითობას. დადგენილია, თუ რომელ გზაზე უწევთ ქალებსა და ბავშვებს გადაადგილება და, პირველ რიგში, იწმინდება საბავშვო ბაღებისაკენ, სკოლებისა თუ პოლიკლინიკებისაკენ მიმავალი გზა. ეს პირდაპირ კავშირშია გენდერულ თანასწორობასა და დედებისათვის ხელშეწყობასთან, ამიტომ, ჩვენი კანონმდებლობაც ყოველდღიური საჭიროებიდან უნდა გამომდინარეობდეს“.