ბოლო პერიოდში საქართველოში, მეტწილად კი თბილისში, არაერთი სათამაშო დაწესებულება - ტოტალიზატორი, პოკერ-კლუბი, სამორინე თუ სლოტ-კლუბი გაიხსნა. მიუხედავად საზოგადოების დიდი ნაწილის უარყოფითი დამოკიდებულებისა, უნდა ითქვას, რომ ასეთი დაწესებულებები მომხმარებელთა სიმცირეს არ განიცდის, მეტიც, ხშირად ვხედავთ ახალგაზრდებით სავსე სლოტ-კლუბებსა თუ ტოტალიზატორებს.
როგორ რეგულირდება კანონით სათამაშო ბიზნესის საქმიანობა, რამდენს შეადგენს კანონით დადგენილი ასაკობრივი ცენზი სათამაშო დაწესებულებაში შესასვლელად და რა შეზღუდვა არსებობს სათამაშო დაწესებულების ტერიტორიულ განლაგებაზე - ამ კითხვებით ჩვენ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას მივმართეთ. იურისტმა ლაშა ჩალაძემ ჩვენთან საუბრისას განმარტა, რომ: ,,საქართველოში სათამაშო ბიზნესი რეალურად 2005 წლიდან რეგულირდება, უშუალოდ საკანონმდებლო აქტების ჩამონათვალი კი შემდეგია: პირველი ესაა ,,ლიცენზიებისა და ნებართვის შესახებ კანონი", ,,სამეწარმეო კონტროლის შესახებ კანონი" და ,,საქართველოს კანონი ლატარიებისა და აზარტული თამაშობების შესახებ" - ესენია ის ძირითადი სამართლებრივი აქტები, რომლებიც განსაზღვრავენ და არეგულირებენ აზარტული თამაშებისა და დაწესებულების ფუნქციონირებას".
რაც შეეხება სათამაშო დაწესებულების ტერიტორიული განლაგების საკითხს, საქართველოს კანონი ,,ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ" აწესებს გარკვეულ შეზღუდვას, რის შესახებაც შემოსავლების სამსახურის იურიდიული დეპარტამენტის მრჩეველი ჟუჟუნა დიასამიძე გვესაუბრა: ,,საქართველოს კანონის თანახმად, დაუშვებელია აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობა საბავშვო, სამედიცინო და საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ასევე საკულტო ნაგებობებში, ბიბლიოთეკებსა და მუზეუმებში. ამავდროლად, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ვალდებულებაა, განსაზღვროს ის ადგილები, სადაც შესაძლებელია აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობა".
თუმცა, ეს შეზღუდვა უშუალოდ ამგვარი დაწესებულებების შენობაში მოწყობას ეხება, საიას იურისტი ლაშა ჩალაძე კი პრობლემას სათამაშო და სასწავლო დაწესებულებების ერთმანეთთან საკმაოდ ახლოს განლაგებაში ხედავს. მისი თქმით, თბილისში მრავლადაა ის ადგილები, სადაც სასწავლო დაწესებულებების გვერდით სხვადასხვა სათამაშო სალონსა და კლუბს ვხედავთ, კანონმდებლობით კი შესაბამისი რეგულირება არ არსებობს: ადმინისტრაციულ სამართალ დარღვევათა კოდექსში რაიმე შეზღუდვა ტერიტორიული განლაგების შესახებ არ არსებობს, გარდა თამბაქოს გაყიდვის წესისა, რომელიც გულისხობს თამბაქოს გაყიდვის აკრძალვას საგანმანათლებლო დაწესებულებიდან 50 მეტრის რადიუსზე, მეორე მხრივ, სახელმწიფო შესაძლებელია, ვერ ჩაერიოს კერძო პირის ბიზნესსაქმიანობაში, თუმცა, იგივე წესი, რაც არსებობს თამბაქოსთან მიმართებით, სასურველია, რომ გავრცელდეს სათამაშო დაწესებულებების განლაგებასთან დაკავშირებითაც, რადგან ახალგაზრდას, იქნება ეს სკოლის მოსწავლე, აბიტურიენტი თუ სტუდენტი, აქვს დიდი ცდუნება, რომ სასწავლო დაწესებულებიდან იქვე ახლოს მდგარ სათამაშო დაწესებულებაში შევიდეს".
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც სათამაშო ბიზნესთანაა დაკავშირებული, ეს არის ასაკობრივი ცენზი. ლაშა ჩალაძის თქმით, კანონში მკაფიოდაა ნათქვამი, რომ ასაკობრივი ცენზი დაწესებულია 18 წლამდე ასაკის პირებისათვის ტოტალიზატორებსა და სათამაშო აპარატების სალონში, რაც შეეხება სამორინეებს, შეზღუდვა აქ ზემოთ იწევს და არის 21 წელი. ,,ეს არის ცალსახა და ამ კანონის სხვაგვარი ინტერპრეტაცია ვერ მოხდება, თუმცა, მეორე საკითხია, რამდენად ხდება ამ კანონის პრაქტიკული რეალიზაცია. ჩვენი ინფორმაციით, რეალურ შემთხვევებში ეს რეგულაცია ხშირად ირღვევა და ვიღებთ იმას, რომ 15-16 წლის მოზარდები აქტიურად არიან ჩაბმულნი აზარტულ თამაშში. ასეთ შემთხვევაში მაკონტროლებელი ორგანო ვალდებულია, შეისწავლოს ამ სახის დარღვევა და სათანადო ზომები მიიღოს კონკრეტული სათამაშო დაწესებულების ხელმძღვანელის მიმართ, რაც რეალურად არ ხორციელდება".
ჩვენ გავესაუბრეთ რამდენიმე სათამაშო დაწესებულების ხელმძღვანელს, რომელიც ერთხმად ამბობენ, რომ ყველაფერი კანონის ფარგლებში მიმდინარეობს და რომ მათ დაწესებულებაში დადგენილ ასაკობრივ ზღვარს ქვემოთ პირები ვერ მოხვდებიან. თუმცა, რამდენიმე საათიანი დაკვირვების შემდეგ ერთ-ერთი სათამაშო დაწესეულების გასასვლელში ჩვენ გავესაუბრეთ 16 წლის მოზარდს, რომელსაც თავისი ასაკი არ დაუმალავს: ,,თითქმის ერთი წელია ვთამაშობ, შესვლა არც არასდროს გამჭირვებია, დაცვაც უპრობლემოდ მატარებს, ზედმეტი გადამოწმების გარეშე". როგორც სათამაშო დაწესებულების დაცვის სამსახურის თანამშრომლებმა განგვიმარტეს, პირთა იდენტიფიცირება პირადობის დამადასტურებელი მოწმობის საფუძველზე ხორციელდება. ამავდროულად, კანონში ნათქვამია, რომ დაწესებულება, ვალდებულია, შეამოწმოს პიროვნება, თუ ამის გონივრული ეჭვი არსებობს. ანუ კანონის ინერპრეტაციიდან გამომდინარე, არც შემოწმების ვალდებულება არსებობს თუკი გონივრული ეჭვი არ გვაქვს სახეზე.
საინტერესოა, აზარტული თამაშების ფსიქოლოგიურ ასპექტი, მეცნიერებმა აზარტული თამაშებით გატაცებას, იმავე ლუდომანიას ისეთი დაავადებების გვერდით აყენებს, როგორიცაა ნარკომანია და ალკოჰოლიზმი. ფსიქოლოგები მას ფსიქიკურ პათოლოგიად განიხილავენ, რაც განსაკუთრებით უარყოფითად სწორედ ახალგაზრდებზე აისახება. ფსიქოლოგ მეგი საჯაიას თქმით, აზარტული თამაში ძლიერ დამოკიდებულებას, ფსიქიკურ მიჯაჭვას იწვევს, რამაც ახალგაზრდა, საბოლოოდ, სუიციდამდეც კი შეიძლება მიიყვანოს: ,,დღეს საქართველოში ახალგაზრდების დიდი ნაწილი თამაშებზე დამოკიდებულია, ეს აფერხებს, როგორც მათ პიროვნულ განვითარებას, ასევე ეს დისკომფორტს უქმნის მათ ირგვლივ მყოფ ადამიანებს, მეგობრებს, ოჯახის წევრებს. აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება განიხილება, როგორც ქრონიკული დაავადება. ფაქტობრივად, ახალგაზრდა ხდება დამოკიდებული აზარტული თამაშისგან მიღებულ სიამოვნებაზე. ამ დროს ის ხდება არაადეკვატური, არ შეუძლია, არსებული სიტუაცია რეალურად შეაფასოს. ეს კი ყოველდღიურ ცხოვრებას აფერხებს და იწვევს მთელ რიგ პრობლემებს. შეიძლება, შედეგად მივიღოთ სუიციდისადმი მიდრეკილება, ემოციური არასტაბილობა".