მახე-ხაფანგებითა და ბაზით ნადირობის ტრადიცია სანადირო თოფებმა შეცვალეს, სამეფო კარის სამონადირეო უწყებისა და ნადირთუხუცესების ვალდებულებები კი გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ შეითავსა. ადრე თუ სამონადირეო, დაუწერელი კანონების დამრღვევს სოფელი სჯიდა, ახლა ბრაკონიერებს სახელმწიფო კანონის ძალით სჯის. დროის ცვლა არ შეხებია ნადირობისას მონადირე ძაღლების გამოყენებისა და ნადირთღვთაებებისათვის ნადავლის შეთხოვის ტრადიციას. ერთია, ზოგს - ნადირთანგელოზი დალი, ზოგს კი ნადირთმწყემსი ოჩოპინტრე სწყალობს. თუმცა, როგორც ახალგაზრდა მონადირეები აღნიშნავენ, აღარც ღვთაებების წყალობაა გულუხვი.
გიორგი გამგებელი 25 წლის მონადირეა. ნადირობა მისთვის ოჯახურ ტრადიციასთან ასოცირდება: “პირველად რომ მამას და ბიძას გავყევი სანადიროდ, 11 წლის ვიყავი. ამ პროცესმა დიდი გავლენა მოახდინა ჩემზე. მას მერე სანადიროდ ყოველ წელს დავდივარ“. ნადირობა მისთვის ტყესა თუ მინდორში გასვლა და ჩიტის მოკვლა არ არის. ამბობს, რომ ამას წინ ხანგრძლივი მოსამზადებელი პროცესი უძღვის - ძაღლის გაზრდა, მისი დაგეშვა, ნადირობისას გამოცდა: “ნადირობა ჩემთვის სპორტია, რომელსაც დიდი მოთმინება და აზარტი სჭირდება. ხოლო, როგორც ყველა სპორტს, ამასაც თავისი წესები აქვს“.
წესი ერთია, მაგრამ ნადირობა სხვადასხვა საკანონმდებლო აქტით კონტროლდება. ნადირობაზე დაწესებული შეზღუდვების შესახებ მაია ჩხობაძეს - გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ბიომრავალფეროვნების კონტროლის სამსახურის უფროსს დავუკავშირდით. მისი განმარტებით, გადამფრენ ფრინველებზე ნადირობა ნებადართულია საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, გარდა სახელმწიფო ნაკრძალებისა, ეროვნული პარკებისა და მათ გარშემო 500-მეტრიან ზოლებისა. ასევე აკრძალულია ნადირობა საქართველოს ქალაქების ადმინისტრაციულ საზღვრებში. ნადირობის ობიექტებს კი ძუძუმწოვართა 13 და ფრინველთა 23 სახეობა განეკუთვნება.
ახალგაზრდა მონადირეა კახაბერ ქერეჭაშვილიც. პირველად, სანადიროდ ისიც ოჯახისწევრმა (ბიძამ) წაიყვანა. კახას მიაჩნია, რომ იმ ცხოველთა და ფრინველთა რიცხვი, რომელზეც ნადირობა ნებადართულია, ძალიან მცირეა: “გვეუბნებიან, რომ 36 სახეობის ნადირ-ფრინველის მონადირება შეგვიძლია, რეალურად კი, მხოლოდ მწყერს თუ დახოცავ, თანაც, მხოლოდ თვენახევრის განმავლობაში. იმ ადგილებში, სადაც დანარჩენი სახეობები ბინადრობენ, გახსნილია კერძო სანადირო მეურნეობები და ამ ტერიტორიაზე სანადიროდ ფული უნდა გადაიხადო“.
კახას აზრს იზიარებს გიორგიც და შეუძლებლად მიაჩნია, რომ საქართველოში ნადირისა და ფრინველის შემცირების მიზეზად ნადირობა ჩაითვალოს: „გაცილებით დიდ ზიანს აყენებს ცხოველებს რამდენიმე წლის წინ შემოყვანილი წითურა მგელი, რომელიც ანადგურებს სახეობებს, თვითონ კი მრავლდება. გაიზარდა ტურებისა და მელიების რიცხვიც, ეს მტაცებლები გაცილებით მეტ საფრთხეს ქმნიან მაშინ, როცა ტურასა თუ მგელზე ნადირობა აკრძალულია“.
იოსებ ქარცივაძე გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ბიომრავალფეროვნების სამსახურის უფროსია. მისი თქმით, ცხოველთა სანადირო სახეობების (ძუძუმწოვრები, ფრინველები) სიმცირე და ამ სახეობათა ჩამონათვალი სამეცნიერო და ექსპერტულ მოსაზრებებზე დაყრდნობითა და კვლევის მრავალწლიანი მონაცემების გათვალისწინებით დგინდება: „ცხოველთა სანადირო სახეობებს არ განეკუთვნება საქართველოს ”წითელ ნუსხაში” შეტანილი, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობები, ვინაიდან მათი რიცხოვნობა შემცირებულია წარსულში სხვადასხვა სფრთხის შემცველი ქმედების, მათ შორის უკანონო მოპოვების გამო“.
„ასე თუ ისე, ნადირობის 15-წლიანი გამოცდილება მაქვს“ - ამბობს გიორგი გამგებელი: „და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ამ დარგის განვითარებას სახელმწიფოსგან და კერძოდ კი, სამინისტროსგან მიხედვა სჭირდება. თუკი სამინისტრო ყოველწლიურად მონადირისაგან იღებს მოსაკრებელს, ანუ გარკვეულ თანხას გადამფრენი ფრინველების ბუნებრივად მოპოვებისთვის, მაშინ ეს თანხა უნდა გამოიყენოს კიდეც მათთვის სამონადირეო პირობების შექმნისათვის - მოამრავლოს ცხოველები და ფრინველები, ან შექმნას ისეთი მობილური ჯგუფი, რომელიც შეძლებს იმ ადგილების შესწავლას, სადაც სხვადასხვა სახეობის მომრავლებაა შესაძლებელი“.
ამგვარ სელექციურ საქმიანობაზე საუბრობს კახაბერ ქერეჭაშვილიც: “ქვეყანაში არსებული სანადირო მეურნეობები მთლიანად კერძო მესაკუთრის ხელშია და სახელმწიფო არ განიხილავს, ადეკვატურია თუ არა ამ მესაკუთრის მიერ დაწესებული გადასახადი. კერძო მეურნეობების გარდა, აუცილებლად უნდა არსებობდეს სახელმწიფო მეურნეობაც, სადაც ხელს შეუწყობენ სანაშენე ჯიშების მომრავლებას და ნადირობასაც, როგორც უძველესი ტრადიციის არსებობას, საფრთხე აღარ შეექმნება“.
რაც შეეხება ნადირობის ტრადიციას, ბიომრავალფეროვნების სამსახურის უფროსი იოსებ ქარცივაძეც აღნიშნავს, რომ საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის ტრადიციის შენარჩუნებას დიდი მნიშვნელობა აქვს: „თუმცა, ნადირობა და მასთან დაკავშირებული ტრადიციების გადაცემა თაობებზე და ამ ტრადიციების შენარჩუნება ისე უნდა მოხდეს, რომ საფრთხე არ შეექმნას ცხოველებს და არ გახდეს საჭირო ყველა სახეობის საქართველოს ”წითელ ნუსხაში” შეტანა“.
ახალგაზრდა მონადირეების თქმით, ბოლო დროს ხშირია შემთხვევები, როცა მონადირე უარს ამბობს, იყოლიოს ძაღლი, რადგან მონადირე ძაღლს განსაკუთრებული მოვლა სჭირდება. “როცა სანადირო თოფი მაჩუქეს, მეგონა, ჩემზე ბედნიერი არავინ იყო, დღეს კი რამდენიმე შემთხვევა შემიძლია გავიხსენო, როცა ახალგაზრდები თოფებს ჰყიდიან, ეს იმას ნიშნავს, რომ ნადირობის მიმართ, როგორც ჰობის თუ სპორტის მიმართ ინტერესი იკარგება“ - ამბობს გიორგი.
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში ამ პრობლემების გადასაჭრელად რამდენიმე ცვლილებას გეგმავენ: „მნიშვნელოვანია ცხოველთა დაცვის და ნადირობის სფეროს მარეგულირებელი ეფექტური რეგულირების მექანიზმების შემოღება. ამ კუთხით აღსანიშნავია სამონადირეო, მეურნეობების გამართული და ეფექტური ფუნქციონირების როლიც. შესაძლებელია ნადირობის კლუბური და სხვა სახის მეთოდების შემოტანაც. უნდა აღინიშნოს, რომ ამ კუთხით უკვე დაწყებულია ქმედებები, კერძოდ, მიმდინარეობს აქტიური მუშაობა ახალ კანონზე, რომლითაც, სხვასთან ერთად, ახლებურად დარეგულირდება ნადირობისა და ცხოველთა დაცვის საკითხები. დაგეგმილია კანონის პროექტის საზოგადოებისა და დაინტერესებულ მხარეებთან ერთად განხილვაც“ - განაცხადა იოსებ ქარცივაძემ.
ნადირობის ტრადიციის შენარჩუნებაზე წინაპრებიც ფიქრობდნენ. მაგალითად, რაჭაში, მონადირეს ეკრძალებოდა ერთ გასვლაზე სამზე მეტი მსხვილი ნადირის მოკვლა. სანადირო ადგილებიც და სეზონიც განსაზღვრული იყო ტრადიციით. წესის დამრღვევ მონადირეს სოფელი სასტიკად სჯიდა, საჯაროდ კიცხავდა და აჯარიმებდა, ხოლო, როცა მონადირე 1000 ნადირს მოკლავდა, თოფს მიწაში ჩამარხავდა და ნადირობას თავს ანებებდა.
ნადირობის განვითარების თანამედროვე პრობლემები ბუნების დაცვის საერთო ამოცანების ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავს ცხოველთა მომრავლებასა და მის რაციონალურ გამოყენებას.