,,მასტოს’’ + ,,პათოს’’ - მასტოპათია ახალგაზრდა ქალებში
10 მაისი, 2014
,,მასტოს’’ + ,,პათოს’’ - მასტოპათია ახალგაზრდა ქალებში ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
21-ე საუკუნეში ახალგაზრდა ქალბატონები ხშირად მასტოპათიით ავადდებიან. ,,მასტოს’’ ბერძნულად ძუძუს ნიშნავს, ,,პათოს’’ - ტანჯვას. მასტოპათია კი სარძევე ჯირკვლის კეთილთვისებიანი დაავადებაა, რომელიც ჰორმონული დისბალანსის ფონზე ვითარდება. მისი მთავარი ნიშანი მკერდში ტკივილისა და დაჭიმულობის შეგრძნებაა. ამ დაავადებასთან დაკავშირებით მამოლოგ ლევან კვარაცხელიას ვესაუბრეთ. მისი თქმით, მასტოპათიის ძირითადი გამომწვევი მიზეზი ჰორმონული დარღვევის გამო ფარისებრი ჯირკვლისა და საკვერცხის პრობლემებია. ახალგაზრდებში კი, ოცწლამდე დაავადება, უმთავრესად, სტრესული მდგომარეობის ფონზე ვითარდება: ,,ახალგაზრდები უფრო მიდრეკილნი არიან სტრესული მდგომარეობისკენ, ეს კი მასტოპათიის გამომწვევი ერთ-ერთი ფაქტორია’’.

ყველა შემთხვევაში იწვევს სტრესი მასტოპათიას? - ამ კითხვაზე ფსიქოლოგმა დალი ფარჯანაძემ გვიპასუხა: ,,რა თქმა უნდა, ყველა შემთხვევასა და ყველა პიროვნებაში არ შეიძლება იყოს სტრესი მასტოპათიის გამომწვევი. ზოგადად, სტრესი არის ფსიქოგენური, თუმცა, დადასტურება სჭირდება იმას, კონკრეტულ შემთხვევაში ეს ნამდვილად ფსიქოგენურია თუ არა’’.
,,მე ვფიქრობ, რომ სტრესული მდგომარეობა ერთ-ერთი რისკფაქტორია სხვადასხვა დაავადებისთვის. ცალსახად ვერ ვიტყვით, რომ სტრესი არის გამომწვევი მიზეზი, არსებობს სხვადასხვა ფაქტორი სტრესთან ერთად, რომლებიც გავლენას ახდენს დაავადების განვითარებაზე. მათ შორისაა ბიოლოგიური ფაქტორები, მაგალითად, ჰორმონული დისბალანსი და ა.შ.’’ - აღნიშნა ფსიქოლოგმა თეონა ლოდიამ. ლევან კვარაცხელიას თქმით, თუ ცენტრალურ ჰორმონულ ორგანოში ჰიპოფიზში გარკვეული სახის დარღვევაა, დაავადება მწვავდება და მის დროს გამონადენი შეინიშნება. ყველაზე მარტივი მიზეზი დაავადების გაჩენისა კოფეინის ხშირად მიღება შეიძლება გახდეს. ,,ამის განკურნების პრაქტიკა მსოფლიოში არ არის. შეიძლება ახალგაზრდებში მშობიარობამდე გამოვლენილი მასტოპათია მშობიარობის შემდეგ ორგანიზმმა თვითონ გაიწოვოს’’- აღნიშნა ლევან კვარაცხელიამ.

მკურნალობა გულისხმობს დაავადების თანმდევი ტკივილების შემცირებას ან სრულად გაქრობას. რაც შეეხება ახალგაზრდებს 20 წლამდე, იმ შემთხვევაში, თუ ისინი კვლავ სტრესულ მდგომარეობაში არიან ტკივილები მხოლოდ ამ მდგომარეობის გადალახვის შემდეგ მოიხსნება. დაავადებასთან დაკავშირებით გინეკოლოგის აზრიც მოვისმინეთ. ნინო ბარაბაძემ დაადასტურა, რომ გინეკოლოგიური დარღვევა მასტოპათიის გამომწვევი მიზეზია. მთავარ ფაქტორად კი მან მაინც საკვერცხეების ჰიპერფუნქცია, ანუ მდგომარეობა, როდესაც საკვერცხეებში ჰორმონები გაძლიერებულად გამოიყოფა, დაასახელა: ,,როდესაც საკვერცხეებში გაძლიერებულად ხდება ჰორმონების გამოყოფა, აურზაურია, ხოლო, როდესაც რაღაც ჭარბია, ის მთლიან ჰორმონალურ სისტემას ცვლის’’. მისივე თქმით, დაავადება ხშირია კლიმაქსის პერიოდში. გინეკოლოგმა თამაზ აბესაძემ აღნიშნა, რომ საშვილოსნოს დანამატების ანთება ასევე შეიძლება იყოს დაავადების გამომწვევი მიზეზი, რადგან ამ დროს ჰორმონების გამომუშავება ირღვევა. მისივე თქმით, მასტოპათია ზრდის კიბოს ჩამოყალიბების რისკს: ,,მის ადრეულ გამოვლენას დიდი მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან დაავადება შეიძლება თანდათან განვითარდეს’’. მიუხედავად იმისა, რომ მასტოპათია საკმაოდ გავრცელებულია, მამოლოგს პროფილაქტიკის მიზნით იშვიათად მიმართავენ. ,,პროფილაქტიკის მიზნით იშვიათად მოგვმართავენ ახალგაზრდები, თუმცა, ამ ბოლო წლებში შედარებით გამოსწორდა მდგომარეობა. უფრო ხშირად გინეკოლოგს მიმართავენ და მამოლგი, ასე ვთქვათ, ცნობილი არ არის, როგორც ცალკე ექიმი’’ - აღნიშნა ლევან კვარაცხელიამ. ჩვენ მიერ გამოკითხული ახალგაზრდების უმრავლესობამაც განაცხადა, რომ ისინი ექიმს შემოწმების მიზნით იშვიათად ან საერთოდ არ სტუმრობენ.

,,საქართველოში, სანამ რაიმე არ დაემართებათ, მანამ არ მიმართავენ ექიმს. მეც არასდროს მიმიმართავს ექიმისთვის, არც გინეკოლოგთან ვარ ნამყოფი, არც მკერდზე პროფილაქტიკისათვის“ - აღნიშნა ნანი ცხადაძემ.

როგორც მაგდა მემანიშვილმა გვითხრა, სქართველოში დაბალი კულტურაა პროფილაქტიკური შემოწმებების მხრივ, თუმცა, ბოლო 2-3 წლის განმავლობაში მდგომარეობა შედარებით გამოსწორდა, რასაც, მისი, აზრით, ხელი სოციალურმა რეკლამებმა და ხელმისაწვდომმა უფასო გამოკვლევამ შეუწყო.

ახალგაზრდების გამოკითხვამ აჩვენა, რომ პროფილაქტიკის მიზნით ისინი მამოლოგს ნაკლებად სტუმრობენ.

ნათია ნარსია: „პირადად მე, არ მიმიმართავს ექიმისთვის პროფილაქტიკისთვის. ვფიქრობ, რომ საქართველოში ეს კულტურა არ არის. ექიმს მხოლოდ მაშინ მიმართავენ, როდესაც პრობლემა წარმოჩნდება და არის საშიშროება კონკრეტული დაავადების გაჩენის“.


ხატია გოგრიჭიანი: „მე არ მივმართავ ექიმს პროფილაქტიკის მიზნით, თუმცა, ვფიქრობ, საქართველოში ნელ-ნელა იზრდება იმ ადამიანთა რიცხვი, ვინც მიმართავს ექიმს გასინჯვის მიზნით. ამას ხელს სოციალური რეკლამებიც უწყობს“.

სალომე სუთიძე: „თავად მე არ მქონია რაიმე პრობლემა, შესაბამისად, არც პროფილაქტიკის მიზნით არ მივსულვარ ექიმთან, რადგან რაღაც ისეთ გარემოში ვცხოვრობთ, რომ ეს კულტურა არ არის დანერგილი. ჩემს რამდენიმე მეგობარს ჰქონია პრობლემები და მიუმართავს ექიმისთვის, თუმცა, მინდა, ხაზი გავუსვა, რომ ეს არ ყოფილა პროფილაქტიკის მიზნით“.

ანა მინდიკაური: „პირადად მე არ მივმართავ მამოლოგს, არც გინეკოლოგთან ვყოფილვარ გამოკვლევაზე, თუმცა, ჩემ გარშემო არიან ადამიანები, უფრო 40 წელს გადაცილებულები, რომლებიც იტარებენ გამოკლევას, მაგრამ ახალგაზრდები იმავეს არ აკეთებენ“.

სხვა სტატიები
აფხაზეთი ერთი დიდი ღირსშესანიშნაობაა, თუმცა, ადრე თუ გვიან მასშტაბების სიმცირეს გრძნობ. ახალი ათონი რაც არ უნდა თვალწარმტაცი იყოს, ალბათ, ქალაქის ქუჩებში ბოლო გასეირნებიდან მთელი 5 წლის შემდეგაც იძულებული ვარ ვაღიარო, რომ არ მენატრება, ქალაქი სრულიად შევისწავლე. დროთა განმავლობაში მთებზე ოცნებაც ავიხდინე, რომელიც ახალგაზრდობაში მიუწვდომელი ჩანდა. შემდეგ საჭირო მანქანები შევიძინეთ და მართალია, მთა ახლაც მიზიდავს, მაგრამ საიდუმლო ამოხსნილია.
სრულად
ალბათ, სულ სხვა ამბავს მოვყვებოდი, მაგალითად, ჩემი სოფლის პაწია, თეთრად შეფეთქილ ეკლესიაზე, სადაც ყოველ მარიამობას იკრიბებიან პონტოელი ბერძნები, ან ჯავახეთზე მოგითხრობდით, ერთ, უძველეს ბაზილიკაზე, რომლის შესახებ შეიძლება არ იცოდეთ. იქნებ დაკარგულ თბილისსა და მის განძზე მომეყოლა, ან უძველეს სარიტუალო ნაგებობებზე, რომელიც ასე ბევრია ჩვენს ქვეყანაში.
სრულად






Carpet Cleaning Calgary