გზა რუსთავიდან თსუ-მდე და უხამსი მამაკაცები მიწისქვეშა გადასასვლელში
31 მაისი, 2014
გზა რუსთავიდან თსუ-მდე და უხამსი მამაკაცები მიწისქვეშა გადასასვლელში ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
"სახლიდან საათ-ნახევრით ადრე გამოვდიოდი იმის გამო, რომ მიწევდა გაჩერება სპორტის სასახლესთან და იქიდან ავტობუსით უნივერსიტეტში წასვლა. აქ კი ხშირად საცობები იყო, რაც მგზავრობას კიდევ უფრო აჭიანურებდა. სხვა შემთხვევაში მიწისქვეშა გადასასვლელით ვსარგებლობდი, თუმცა, იქ საეჭვო ქცევის მქონე პირები მხვდებოდნენ, ძირითადად, შუახნის მამაკაცები, რომლებიც უხამსობას სთავაზობდნენ გოგონებს’’- იხსენებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი ანა მებურიშვილი.

მას შემდეგ, რაც რუსთავიდან მომავალი სამარშრუტო ტაქსები ვარაზისხევის გავლით ჭავჭავაძის გამზირზე აღარ მოძრაობენ, მსგავსი პრობლემა თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტის სხვა სტუდენტებსაც ექმნებათ, რომლებიც რუსთავში ცხოვრობენ.

მათ ორი ტრანსპორტის გამოცვლა უწევთ უნივერსიტეტამდე მისასვლელად, ეს კი, მათივე თქმით, დიდი დროს მოითხოვს და შესაბამისად, მათი ყოველდღიური სამგზავრო თანხაც იზრდება, რაც გარკვეულ ფინანსურ პრობლემებს უქმნით.

მარიამ გოგატიშვილი აღნიშნავს, რომ ეს პრობლემა ხშირად ხდება მისი ლექციებზე დაგვიანების მიზეზი, ასე მგზავრობა კი საკმაოდ არაკომფორტული და დამღლელია.

გარდა დროის დეფიციტისა, სტუდენტები სხვა პრობლემასაც აწყდებიან მიწისქვეშა გადასასვლელით სარგებლობისას, რომელიც გმირთა მოედანს ვარაზისხევთან აკავშირებს.

,,თავიდან, როდესაც პირველ კურსზე ვიყავი, ახლობლებმა გამაფრთხილეს, რომ მიწისქვეშა გადასასვლელით არ მესარგებლა. მას შემდეგ, რაც ჩემი რამდენიმე მეგობარი ატირებული ვნახე, ვინც გადასასვლელით ისარგებლა, მივხდი, რომ იქ არ უნდა ჩავსულიყავი. გარდა საშინელი სუნისა, იქ ფსიქიკურად შეშლილი მამაკაცები არიან, ხშირად წელს ქვემოთ შიშვლები’’ – ამბობს სალომე აბულაშვილი.

მისივე თქმით, ამ პრობლემის გამო ისეთ უნივერსიტეტში გადასვლას აპირებდა, რომელთანაც ტრანსპორტი პირდაპირ მიიყვანდა.

რუსთავის მიკროავტობუსების მძღოლები ამბობენ, რომ ადრე ჭავჭავაძის გამზირზე თავისუფლად მოძრაობდნენ, მას შემდეგ კი, რაც გმირთა მოედანზე ესტაკატა აშენდა, მათ ამ გზით მოძრაობა აეკრძალათ. ერთ-ერთი მათგანი მურმან ჩაჩუა ფიქრობს, რომ ამის მიზეზი ამ ტერიტორიაზე გადატვირთული მოძრაობა გახდა. მძღოლები იმასაც აღნიშნავენ, რომ ეს თბილისის მერიის ინიციატივით მოხდა.

თუმცა, თბილისის მერიაში განგვიცხადეს, რომ რუსთავის სამარშრუტო ტაქსები მათ დაქვემდებარებაში არ არის და, შესაბამისად, ეს აკრძალვა მათი ინიციატივით ვერ მოხდებოდა. ,,დაუკავშირდით საპატრულო პოლიციას, ის კურირებს მსგავს საქმეებს’’ - აღნიშნა მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა.

საპატრულო პოლიციაში კი გვითხრეს, რომ მსგავსი აკრძალვა არ მომხდარა.

მიუხედავად ამისა, ფაქტია, არსებობს რაღაც ხელისშემშლელი ფაქტორი, რაც ამ პრობლემებს იწვევს.

სალომე აბულაშვილის თქმით, სტუდენტები აღარ სარგებლობენ მიწისქვეშა გადასასვლელით და გადატვირთულ გზაზე გადასვლას ამჯობინებენ: ,,ვფიქრობ, პატრულიც საქმის კურსშია, რადგან ერთხელ დამინახეს გზაზე რომ გადავდიოდი , გამაჩერეს და შემომთავაზეს მიწისქვეშა გადასასვლელით მესარგებლა, როდესაც სახე შემეცვალა და ვუთხარი, მოწესრიგებული რომ იყოს იქაურობა თავს საფრთხეში არ ჩავიგდებდი-მეთქი, აღარაფერი უპასუხიათ’’.

სხვა სტატიები
აფხაზეთი ერთი დიდი ღირსშესანიშნაობაა, თუმცა, ადრე თუ გვიან მასშტაბების სიმცირეს გრძნობ. ახალი ათონი რაც არ უნდა თვალწარმტაცი იყოს, ალბათ, ქალაქის ქუჩებში ბოლო გასეირნებიდან მთელი 5 წლის შემდეგაც იძულებული ვარ ვაღიარო, რომ არ მენატრება, ქალაქი სრულიად შევისწავლე. დროთა განმავლობაში მთებზე ოცნებაც ავიხდინე, რომელიც ახალგაზრდობაში მიუწვდომელი ჩანდა. შემდეგ საჭირო მანქანები შევიძინეთ და მართალია, მთა ახლაც მიზიდავს, მაგრამ საიდუმლო ამოხსნილია.
სრულად
ალბათ, სულ სხვა ამბავს მოვყვებოდი, მაგალითად, ჩემი სოფლის პაწია, თეთრად შეფეთქილ ეკლესიაზე, სადაც ყოველ მარიამობას იკრიბებიან პონტოელი ბერძნები, ან ჯავახეთზე მოგითხრობდით, ერთ, უძველეს ბაზილიკაზე, რომლის შესახებ შეიძლება არ იცოდეთ. იქნებ დაკარგულ თბილისსა და მის განძზე მომეყოლა, ან უძველეს სარიტუალო ნაგებობებზე, რომელიც ასე ბევრია ჩვენს ქვეყანაში.
სრულად






Carpet Cleaning Calgary