„7 წელია მძღოლი ვარ და ამ საქმით ვარჩენ ოჯახს. მახსოვს ადრე 7 ლარიდან იწყებოდა მგზავრობის ღირებულება, ახლა კი - 20 ლარამდე გაიზარდა, მაგრამ საწვავის საფასური გაძვირდა და ჩვენც იძულებულები ვიყავით, გაგვეზარდა თანხა. ალბათ, ყველასთვის მისაღები არ არის, მაგრამ რა ვქნა, ჩვენ უკან ჩვენი ოჯახებია და ამით ვაჭმევთ ლუკმას“ - თქვა მძღოლმა გიორგი ღამბაშიძემ.
სამარშრუტო ტაქსით ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მგზავრობა 20 ლარი ღირს. მგზავრების ნაწილისთვის ფასი მისაღებია, ზოგი კი ფიქრობს, რომ ღირებულება საკმაოდ მაღალია. „მგზავრობის ღირებულება არ არის ძვირი, მაგრამ შეიძლება, უფრო იაფიც იყოს, მაგრამ თუ საწვავის ფასს შევადარებთ, მაშინ საკმაოდ ნორმალური ფასია“ - გვითხრა მგზავრმა მაგდა თევზაძემ. ვიტალი ბერიძის თქმით: „საფასური არ არის ძალიან მაღალი, მაგრამ ჩემთვის, როგორც სტუდენტისთვის ცოტა რთულია, ყოველთვე 20 ლარის გადახდა. მე ბათუმიდან ვარ და თბილისში ვსწავლობ, ხშირად დავდივარ ბათუმში და მგზავრობაში ბევრი ფული მეხარჯება, ვფიქრობ, სტუდენტებზე ფასდაკლებას მხოლოდ რკინიგზა არ უნდა აკეთებდეს“.
სატრანსპორტო საშუალებებს კიდევ ერთი სახეობის ტრანსპორტი ე.წ „მინივენი“ დაემატა, რომელშიც 7-8 ადამიანი ეტევა. მგზავრობის ღირებულება კი იგივე - 20 ლარია. „მინივენის“ მფლობელისა და მძღოლის კახა კუტალაძის აზრით: „ასეთი მანქანა უფრო კომფორტულია, თუმცა, ნაკლებად მომგებიანი, რადგან მგზავრების რაოდენობა ნაკლებია, შესაბამისად თანხაც“.
„მინივენით“ მგზავრობა ბევრად უფრო კომფორტულია და თანხაც იგივეა. დიდი ზომის ტრანსპორტს საკმაოდ დიდ კონკურენციას უწევს. მძღოლები აღნიშნავენ, რომ მგზავრების რაოდენობა სეზონზეა დამოკიდებული და მხოლოდ ზაფხულში ან დღესასწაულებზეა ბევრი ხალხი. ძირითადად, სტუდენტები და ახალგაზრდები არიან მათი მგზავრები. „თითქმის ყველა ასაკის ადამიანი მგზავრობს, თუმცა, უფრო სტუდენტები დადიან. ეჩქარებათ და დროის გამო მატარებლით არ მიდიან“ - გვითხრა მძღოლმა კახა კუტალაძემ.
„როგორც კი რამდენიმედღიანი დასვენება მაქვს მაშინვე ბათუმში მივდივარ, მატარებელი დღეში ერთხელ გადის და მირჩევნია „მარშუტკით“ წავიდე, უფრო მალე ჩავალ და დროსაც მოვიგებ. ბოლოს „მინივენით“ ვიმგზავრე და საკმაოდ კომფორტულია, არ შემაწუხა მუსიკამ და ბევრმა ხალხმა“ - თქვა მგზავრმა ვიტალი ბერიძემ.