21 წლის მაკუნა აბულაძე ცდილობს, რომ მთელი წლის განმავლობაში გარუჯული იყოს: „15 წლიდან აქტიურად ვირუჯები. ზოგადად, მგონია, რომ რუჯი ყველას უხდება, მათ შორის მეც, ალბათ, ისეთი მომენტია თვითკმაყოფილი ხარ, სულ ბედნიერი, ამიტომ ძალიან მიყვარს გარუჯვა. ზამთარშიც მაქვს რუჯი, შეიძლება არა ისეთი, როგორც ზაფხულში, მაგრამ მაინც. ზამთარში, ძირითადად, სოლარიუმის მომხმარებელი ვარ, საზაფხულო სეზონსაც სოლარიუმით ვიწყებ. რაც შეეხება გარუჯვის უარყოფით მხარეებს, ინფორმაცია მაქვს ამის შესახებ, თუმცა, სიღრმისეული არა, განსაკუთრებით სოლარიუმის რუჯის შესახებ. მაგრამ ეს ისეთი თემაა, უფრო ატაცებული მგონია. სოლარიუმითა და რუჯით დაზიანებული ადამიანი მე არ მინახავს, თუ, რა თქმა უნდა, იცის წესები, ამიტომ ნაკლებად ვიზიარებ სხვადასხვა შეხედულებას“.
როგორც მარიამ კოპაძემ აღნიშნა, ინფორმაცია აქვს მზის ულტრაიისფერი სხივების უარყოფით მხარეებზე, მაგრამ მაინც ძალიან უყვარს გარუჯვა: „ბავშვობიდან აქტიურად ვირუჯები, ბოლო წლებში განსაკუთრებით. გარუჯვას ვიწყებ აპრილის ბოლოდან ოქტომბრამდე. ძალიან მომწონს თვითონ რუჯის ფერი, უპირატესობას ვანიჭებ მზესა და ნატურალურ რუჯს, სოლარიუმში არ ვირუჯები, ასევე ვცდილობ, დილის 12 საათამდე დავრჩე მზეზე და შუადღის მზეს მოვერიდო“.
გარუჯვა რომ ბოლო წლების განმავლობაში უფრო აქტუალური გახდა, ამ ფაქტს სილამაზის სალონების ერთ-ერთი ქსელის ადმინისტრატორი მაია ვალიევაც ადასტურებს: „ამ სეზონზე გარუჯვა ძალიან აქტუალური და მოთხოვნადია, თუმცა, უნდა აღვნიშო, რომ ჩვენს სალონში გარუჯვის სეზონი არ არსებობს, წელიწადის ყველა დროს გვყავს მუდმივი მომხმარებლები. ახლა მოგეხსენებათ, ზღვის სეზონი იწყება და მოთხოვნა უფრო დიდი გვაქვს. მომხმარებლებში ასაკობრივი შეზღუდვა არ არის. სოლარიუმის ხშირი სტუმრები მამაკაცებიც არიან, ძირითადად, ახალგაზრდები“.
როგორც ერთ-ერთი სამედიცინო ცენტრის დერმატოლოგ–კოსმეტოლოგი დარეჯან სუდაძე აღნიშნავს: „მზის სხივები დოზირებული გარუჯვის შემთხვევაში შეიძლება სასარგებლოც იყოს, მაგალითად, ზოგიერთი ქრონიკული დერმატოზის (კანის დაავადების) შემთხვევაში, მაგრამ მზის სხივების არამართლზომიერად გამოყენების შემთხვევაში იწყება გაცილებით დიდი ჩამონათვალი ულტრაიისფერი სხივების მავნე ზემოქმედებისა, რომელთა ნუსხა გაცილებით აღემატება მის დადებით შედეგებს: „არადოზირებულმა გარუჯვამ შეიძლება გამოიწვიოს კანის დამწვრობა. იგი ვლინდება ჰიპერემიით, ბუშტუკოვანი ელემენტებით, ტკივილით. მზის დაკვრა შესაძლოა მიმდინარეობდეს საერთო სისუსტით, თავბრუსხვევით, გულისრევით. არადოზირებული გარუჯვის დროს წარმოიქმნება ასევე თავისუფალი რადიკალები, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ სიმსივნის განვითარებაში; გარდა ამისა, არადოზირებული გარუჯვის შედეგია ფოტოდაბერებაც, კანი ამ დროს შრება, ელასტიურობა, ტურგორი ქვეითდება, კოლაგენი იშლება და რეალურად ის ადამიანები, რომლებიც ხშირად ირუჯებიან ან ხშირად მიმართავენ სოლარიუმს, უფრო სწრაფად ბერდებიან.
არადოზირებული გარუჯვის შედეგი შეიძლება იყოს კანზე პიგმენტური ლაქების, სისხლძარღვოვანი ელემენტების ე.წ ტელეანგიექტაზიების წარმოქმნა, ამასთანავე ამ დროს ქვეითდება კანის იმუნიტეტი და შესაბამისად, კანზე სხვადასხვა ინფექციის (ვირუსული, ბაქტერიული, სოკოვანი) განვითარების რისკი იზრდება“.
დარეჯან სუდაძემ ასევე ისაუბრა მზის, მთისა და სალარიუმის რუჯებს შორის განსხვავებაზე: „მთისა და ზღვის რუჯი ორივე რუჯია, ამ შემთხვევაშიც მთავარია დოზირება. 10-დან 4 საათამდე ულტრაიისფერი გამოსხივება პიკს აღწევს, ამიტომ ამ დროს არათუ გარუჯვა, მზეზე ყოფნის შემთხვევაში მზის დამცავი საშუალებების გამოყენებაა რეკომენდირებული. ზღვის კლიმატს დოზირებულ ულტრაიისფერ გამოსხივებას აქვს თავისი დადებითი თვისებები, მაგალითად, ქრონიკული დერმატოზების არსებობის შემთხვევაში ზღვა ხელს უწყობს ამ დაავადებების რემისიაში გადასვლას. რაც შეეხება სოლარიუმებს, არსებობს მთელი რიგი მითებისა, რომლებიც არ შეესაბამება სიმართლეს, მაგალითად: 1. სოლარიუმი უფრო მეტი რაოდენობით „დ“ ვიტამინის გამომუმაშავებას უწყობს ხელს, რაც ასე არ არის 2. მუქი კანი გაცილებით უფრო დაცულია მზის ულტრაიისფერი გამოსხივებისგან, ესეც არ შეესაბამება სიმართლეს, თუ საქმე გვაქვს არადოზირებულ გარუჯვასთან 3. სოლარიუმში არ მოხდება კანის დამწვრობა, ეს ფაქტიც არ შეესაბამება სიმართლეს, დოზის გადაჭარბების შემთხვევაში ვიღებთ იმავე სიმპტომოკომპლექსს, რასაც მზის დამწვრობის დროს 4. სოლარიუმი ნაკლებად სახიფათოა, აღმოჩნდა, რომ სოლარიუმის გამოსხივება დაახლოებით ორჯერ უფრო მავნებელია, ვიდრე ულტრაიისფერი გამოსხივება“.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგნიზაციის მონაცემებით, თუ 18 წლამდე დავიწყებთ ინტენსიურად სოლარიუმში სიარულს, კანის სიმსივნეების განვითარების რისკი თითქმის 75%-ით იზრდება, საერთოდ არ არის რეკომენდებული სოლარიუმით სარგებლობა 15 წლამდე ასაკში, ხოლო 15–18 წლის ასაკში რეკომენდებულია მშობლის თანხმობისა და ზედამხედველობის საფუძველზე. ნებისმიერ ასაკში სოლარიუმით სარგებლობისას გასათვალისწინებელია ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ზუსტი ინფორმაციის, ანამნეზის შეკრება, რათა თავიდან ავიცილოთ შემდგომი გართულება. სოლარიუმი შეიძლება ადამიანებმა გარკვეული ესთეტიკური მიზნით გამოიყენონ, მით უმეტეს თუ ისინი არიან შოუბიზნესის წარმომადგენლები, ან ჩანან ტელეეკრანზე, მაგრამ აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, არ დაგვავიწყდეს სიფრთხილის ზომები და დავიცვათ დოზირება.
ბოლოს დარეჯან სუდაძემ ისაუბრა იმ ღონისძიებების შესახებ, რაც გასათვალისწინებელია გარუჯვამდე და გარუჯვის შემდეგ: „პირველ რიგში, მზის დამცავი საცხების გამოყენება, რომელთა დიდი არჩევანია ამჟამად და მოწოდებულია სხვადასხვა ფორმით, სპრეი, ლოსიონი, კრემი. რაც უფრო ღია ფერისაა კანი, მით უფრო მაღალი მზის დამცავი ფაქტორი (SPF) უნდა გააჩნდეს მას, ეს გასათვალისწინებელია განსაკუთრებით ბავშვთა ასაკში. ასევე მნიშვნელოვანია ამ საცხების გამოყენება დროის ინტერვალში დღის 10 საათიდან 4 სთ-მდე“.
მზის დამცავი კრემის გამოყენებისას მნიშვნელოვანია, გავეცნოთ მისი მოხმარების წესებს, ანუ იგი მოქმედებაში მოდის წასმიდან 20-30 წუთში, ამიტომ სახლიდან გასვლამდე 20-30 წუთით ადრე უნდა დაიტანოთ ეს საცხი სხეულზე. დააკვირდით ვარგისიანობის ვადებს და გახსოვდეთ მას მოქმედების გარკვეული დროის ინტერვალი აქვს, საშუალოდ 3–4 საათი.
გარდა ამისა, მნიშვნელოვანია მზის ქუდის, ღია ფერის, ბუნებრივი ქსოვილის ტანსაცმლის, მზის სათვალის გამოყენება - ეს არის ზოგადი ღონისძიებები, რაც არავის შეუცვლია და ძალაში რჩება დღემდე. რაც შეეხება უკვე გარუჯული კანის მოვლას, პირველ რიგში, უნდა მოვახდინოთ მისი ჰიდრატაცია ანუ დატენიანება სხვადასხვა დამატენიანებელი საშუალებით, ვინაიდან გარუჯვის დროს კანი შრება, ტურგორი ქვეითდება, ეს კი ფოტოდაბერების ერთ–ერთი წინაპირობაა.