სწორედ თავიანთი ხედვიდან და მიზნებიდან გამომდინარე, მათ წამოიწყეს ახალი კამპანია სახელწოდებით ,,დიდი ჯიპი=პატარა ჭუჭუ”, რასაც ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა საზოგადოების მხრიდან.
როგორც კამპანიის შემქმნელები ამბობენ: ,,დიდი ჯიპი = პატარა ჭუჭუ“ არ წარმოადგენს მხოლოდ ავტომობილების ინდუსტრიის მიმართ ჩვენი ანტიპათიის გამოხატულებას. ერთეული ჯიპების მიერ წარმოებული ნახშიროჟანგის ემისია გარემოსა და უამრავი ადამიანის ჯანმრთელობას აზიანებს. ურბანულ გარემოსთან ადაპტირებული დიდი ავტომობილები ეკოლოგიურ უსამართლობასთან ერთად სოციალური უსამართლობის მსხვილ ჯაჭვს ქმნის”.
საზოგადოების ნაწილმა კამპანიის სახელწოდებაში მოხსენებული ორი ცნება („ჯიპი“, „ჭუჭუ“) პირდაპირი მნიშვნელობით გაიგო მიუხედავად იმისა, რომ ,,საქართველოს ახალგაზრდა მწვანეებმა” არაერთხელ ისაუბრეს მის სემანტიკურ მნიშვნელობასა თუ კონცეპტზე. მათი თქმით, საუბარი არ არის არც ანატომიურ პენისზე და არც მხოლოდ ჯიპებზე, არამედ იმ კლასობრივ უთანასწორობაზე, რომელიც სოციუმს ყოფს ორ სეგმენტად: ,,ჯიპიანებად” და დანარჩენებად: ,,ჯიპების პრივილეგიები გამოხატულია, როგორც საჯარო სივრცის არაპროპორციულად ათვისების, ისე სხვა მოძრავი ობიექტებისა თუ სუბიექტების მიმართ სრული უგულებელყოფის ტენდენციით. მსგავსი პრივილეგიის არსებობა კლასობრივ უთანასწორობას უკიდურესად ააშკარავებს და საზოგადოებას ჰყოფს "ჯიპიანებად" და დანარჩენებად. რამდენჯერ გინახავთ ჯიპი, რომელიც გაჩერებულია ზებრაზე, შშმ პირებისთვის განკუთვნილ ადგილზე და ა.შ. და რამდენჯერ გაგიგიათ ჯიპის მფლობელისგან: "ბოდიში, რომ დიდი ვარ", "ბოდიში, რომ ვერ ვეტევი", თან რა სარკაზმით იძახიან ამას, ნამდვილად ამაყობენ თავიანთი მანქანებით” - აღნიშნა ერთ-ერთმა დამფუძნებელმა თორნიკე კუსიანმა.
მიუხედავად საზოგადოების გარკვეული ნაწილის უარყოფითი დამოკიდებულებისა ამ კამპანიის მიმართ, „ახალგაზრდა მწვანეები“ მის შეწყვეტას არ აპირებენ, პირველ რიგში, იმიტომ, რომ, როგორც თავად აღნიშნეს, მათ ჰყავთ მხარდამჭერები, რომლებმაც გაიზიარეს მათი შეხედულებები და მზად არიან, მიიღონ მონაწილეობა სხვადასხვა აქტივობაში, ამიტომ ისინი გეგმავენ გარკვეული ტიპის ღონისძიებებს, რათა აამაღლონ საზოგადოების ცნობიერება მოცემული საკითხის მიმართ და დაარღვიონ ის სტერეოტიპები, რომლებიც მათი კამპანიის ირგვლივ არსებობს: ,, ეს კამპანია აუცილებლად გაგრძელდება, გამოვჩნდებით "ფლი მარკეტზე" დედაენის ბაღში, ჩვენ გვაქვს იქ ჩვენი სტენდი და დამსწრე საზოგადოებას ვუხსნით ამ კამპანიისა და, ზოგადად, „მწვანეობის“ კონცეფციას, მომავალი ნაბიჯებიც ტრანსპორტთან იქნება დაკავშირებული. აუცილებლად ვისაუბრებთ და ვიმოქმედებთ ეკომეგობრულ ტრანსპორტზე, ვიზრუნებთ მის პოპულარიზაციაზე და ა.შ” - განაცხადა ,,საქართველოს ახალგაზრდა მწვანეების” ერთ-ერთმა წარმომადგენელმა თორნიკე კუსიანმა.