„ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდი“ სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სსიპ და ერთადერთი სახელმწიფო ორგანიზაციაა საქართველოში, რომელიც ახალგაზრდულ არასამთავრობო ორგანიზაციებზე გრანტებს გასცემს. ფონდის სტატუსიდან გამომდინარე, ადვილი მისახვედრია, რომ ამ პროცესში სახელმწიფო ბიუჯეტი იხარჯება. შესაბამისად, საჯაროობა და გამჭვირვალობა მისთვის მთავარ პრიორიტეტს უნდა წარმოადგენდეს. ფონდის დირექტორი ირაკლი ჟორჟოლიანი გვეუბნება, რომ ეს ასეც არის.
ლელა კიკალეიშვილი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში მუშაობს, ასევე ახალგაზრდული ასოციაცია „დრონის“ პიარმენეჯერია, ის ამავე დროს ფონდის იმ სარეკომენდაციო კომისიაში შედის, რომლის მიერ რეკომენდებულ თუ დაწუნებულ პროექტებს სათათბირო განიხილავს და საბოლოო გადაწყვეტილებასაც იღებს. სათათბირო არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი პროექტების დაფინანსების საკითხს წყვეტს და ცხრა კაცისგან შედგება, მათ შორის არიან: მინისტრი ლევან ყიფიანი და ფონდის დირექტორი ირაკლი ჟოჟოლიანი, ასევე სამინისტროს კიდევ ორი, ფონდის ორი და არასამთავრობო ორგანიზაციების სამი წარმომადგენელი. სათათბიროს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი ხელმძღვანელობს.
(იხ. სტატიის ბოლოს სათათბიროსა და სარეკომენდაციო კომისიების წარმომადგენლების სია)
სწორედ აღნიშნულმა სათათბირომ მიმდინარე წლის პირველი საგრანტო კონკურსის ფარგლებში ლელა კიკალეიშვილის ორგანიზაციის „დრონი“ პროექტი "ახალგაზრდები ბარიერების გარეშე - ნაწილი II" დადებითად შეაფასა და დააფინანსა 15 250 ლარით. როგორც ლელა კიკალეიშვილი ამბობს, კომისიის წევრი 2014 წლიდან გახდა, თუმცა, მანამდეც აქტიურად თანამშრომლობდა ფონდთან და ფონდის წარმომადგენლებთან ერთად საერთაშორისო პროექტში იყო ჩართული. მისი თქმით, „დრონის“ მიერ ფონდში წარდგენილი პროექტის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს, თუმცა, სოციალურ ქსელში ის აქტიურად უწევდა პოპულარიზაციას აღნიშნულ პროექტს და არაერთ ბმულს აზიარებდა: „ამ პროექტის შესახებ მე ინფორმაციას არ ვფლობ. მე ვიყავი სხვა პროგრამული პრიორიტეტის სარეკომენდაციო საბჭოს წევრი, ხოლო ჩემს ორგანიზაციას პროექტი წარმოდგენილი ჰქონდა განსხვავებულ პროგრამულ მიმართულებაზე, ანუ მე ჩემივე ორგანიზაციის მიერ წარმოდგენილი პროექტი არ განმიხილავს“ - ამბობს ლელა კიკალეიშვილი.
„ამ შემთხვევაში ინტერესთა კონფლიქტთან არ გვაქვს საქმე, ორგანიზაცია „დრონის“ პროექტის მდგრადობის კომპონენტის მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივასა და ახალგაზრდობის მხარდაჭერაზეა ორიენტირებული. კომისია დავაკომპლექტეთ დარგობრივი ექსპერტებით, იმ ადამიანებით, რომლებიც კომპეტენტურნი არიან პრიორიტეტების ფარგლებში ამა თუ იმ საკითხში. ისინი აფასებენ პროექტის მდგრადობასა და რეკომენდაციებს წარუდგენენ სათათბიროს. თუმცა, მათი რეკომენდაცია არის ფორმალური, სათათბიროს შეუძლია უარყოფითი რეკომენდაციის პროექტიც დააფინანსოს“ - აღნიშნავს ირაკლი ჟორჟოლიანი.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და IDFI-ის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ამ შემთხვევაში, შესაძლოა, ინტერესთა კონფლიქტთან გვქონდეს საქმე.
IDFI-ის ანალიტიკოსის თამარ იაკობიძის თქმით: „თუ რეალურად ისეთი ფუნქცია არ აქვს სარეკომენდაციო კომისიას, რომ გავლენა მოახდინოს პროცესზე, მაშინ იკარგება მისი ჩამოყალიბების არსი, ამ შემთხვევაში გამოდის, რომ რაც არ უნდა გადაწყვიტოს სარეკომენდაციო კომისიამ, როგორც სათათბირო მოინდომებს, რომელშიც სამინისტროს წარმომადგენლებიც შედიან, ისე იქნება. არ მგონია, ეს ყველაზე კარგი პრაქტიკა იყოს, ბევრი კითხვის ნიშანი რჩება“.
როგორც პრაქტიკა გვაჩვენებს, სათათბიროს წევრების, სათათბიროს ყოფილი წევრებისა და პროგრამული კომისიების წევრთა მონაწილეობა საგრანტო კონკურსებში, ფონდის მიერ კანონისა და ეთიკის დარღვევად არ აღიქმება.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრის კოორდინატორის ეკა ციმაკურიძის აზრით, ბევრია შემთხვევა, როცა კანონი არ აწესებს შეზღუდვას, მაგრამ პრობლემის შექმნის შემდეგ შედის ცვლილებები, იხვეწება კანონმდებლობა და იწერება კონკრეტული აკრძალვა.
არასამთავრობო ორგანიზაციის „პროგრესული კომუნიკაციების ასოციაცია“ პროექტი 2014 წლის პირველივე საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია. პროექტის მენეჯერი თამარ კაკუბავა თვლის, რომ მისი გუნდი პროფესიონალი ახალგაზრდებისგან შედგება და მათ შექმნეს პირველი საინფორმაციო პორტალი, რომელიც ახალგაზრდების ინტერესებს ემსახურება. იგი აღნიშნავს, რომ 2013 წელს იყო სათათბიროს წევრი და ფონდში შესული პროექტების განხილვაში აქტიურად მონაწილეობდა. ამბობს, რომ ამჟამინდელი სათათბირო და სარეკომენდაციო კომისია, ძირითადად, მისთვის უცნობი წარმომადგენლებისგან შედგება. „ასობით პროექტმა გაიარა ჩემი და სათათბიროს სხვა წევრების ხელში, იყო ძირითადად ზღაპრები. ბევრი პროექტი იყო, რომლის დაფინანსებაც ლიმიტირებული ბიუჯეტის გამო ვერ მოხერხდა, ასეთ შემთხვევაში სხვა პროექტებთან შედარებით უკეთესის არჩევა ხდებოდა. ასევე ბევრი პროექტი იყო, რომლებსაც აკლდა დამუშავება, არ იყო გამართულად დაწერილიც კი, გაუგებარი იყო იდეა და ა.შ. ასეთ პროექტებზე თანხის დახარჯვა არ შეიძლება. 2014 წელს თავადაც შევიტანე პროექტი, მაშინ მე აღარ ვიყავი სათათბიროს წევრი. რა თქმა უნდა, არავინ იზღუდება ამაში, პროექტის წარდგენის უფლება სათათბიროს წევრობის დროსაც გაქვს, უბრალოდ, შენ ვერ მიიღებ მონაწილეობას კენჭისყრაში და საკუთარ პროექტზე ხმის მიცემის ან დაცვის უფლება არ გაქვს“ - აღნიშნავს თამარ კაკუბავა. მისივე თქმით, მსგავსი მიდგომა აქვს სხვა ფონდებსაც. სათათბიროს ყოფილი წევრი თვლის, რომ მას არ ჰქონდა პრივილეგია და შეღავათი: „რა თქმა უნდა, შეიძლება მე უფრო მეტი ინფორმაცია მქონდა ფონდის შიდა სამზარეულოს შესახებ, ვიდრე სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, მაგრამ დამერწმუნეთ, რომ ეს ინფორმაცია არის სრულიად ღია და ყველასთვის ხელმისაწვდომი. თუ რაღაც პრივილეგია მქონდა და ეს პროექტი არ ვარგოდა, ან ასე ვთქვათ, ძალით გაყვანილი იყო, ამ შემთხვევაში არც თანხას შემიმცირებდნენ, თან ძალიან დიდი თანხით შემცირდა, არც შენიშვნებსა და რეკომენდაციებს მომცემდნენ, რომელსაც აძლევენ აბსოლუტურად ყველა ორგანიზაციას“. ფონდიდან გამოთხოვილი ინფორმაციის საფუძველზე პროექტის პირველადი ბიუჯეტი 25 500 ლარი იყო, შესწორების შემდეგ კი 18 980 ლარი დამტკიცდა. თამარ კაკუბავა აღნიშნავს, რომ ის სათათბიროში რიგითი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი იყო და მან გაიარა შერჩევის პროცედურები, კონკურსი. ის უარყოფს გარკვეულ პირად კავშირებს ფონდის თანამშრომლებსა და სათათბიროს წარმომადგენლებთან. თამარ კაკუბავა პროექტის მენეჯერობასთან ერთად ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობასაც ითავსებს, მანამდე ამავე სამსახურის სპეციალისტი იყო და გარკვეული პერიოდი მისი ხელმძღვანელი იყო ანა ბაქანიძე, რომელიც 2013 წლიდან ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის საზოგადოებასთან ურთიერთობის კოორდინატორია. თამარ კაკუბავა 2013 წელს ხდება სათათბიროს წევრი და წლის ბოლოს იღებს საპატიო სიგელს სათათბიროს საქმიანობაში გაწეული მხარდაჭერისა და თანამშრომლობისთვის.
„საია“-ს მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრის კოორდინატორი ეკა ციმაკურიძე მიიჩნევს, რომ კანონი „ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის შესახებ“ დასახვეწია. მისი თქმით, როდესაც ფონდი კონკურსში მონაწილეობის საშუალებას აძლევს ადამიანს, რომელსაც მეტი ინფორმაცია აქვს, ამით კონკურსანტებს/მონაწილეებს არათანაბარ პირობებში აყენებს. „როცა შიდა სამუშაოებს კარგად იცნობს ერთი კონკრეტული ორგანიზაციის წარმომადგენელი, ის უპირატეს მდგომარეობაშია სხვებთან. ის პრინციპი, რასაც კანონი ითვალისწინებს, რომ თანასწორობა უნდა იყოს დაცული, ამ შემთხვევაში ვერ მიიღწევა. კანონის თანახმად, დაფინანსებით სარგებლობის თანასწორი შესაძლებლობა ყველას უნდა ჰქონდეს. უწყების საქმიანობა და მიღებული გადაწყვეტილებები ამ პრინციპებზე დაყრდნობით უნდა იყოს განხორცილებული“ - აღნიშნავს ეკა ციმაკურიძე. ფონდის დირექტორი, ირაკლი ჟორჟოლიანი მიიჩნევს, რომ სამართლებრივი თვალსაზრისით, ინტერესთა კონფლიქტი არ იკვეთება, კონკურსის მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციების თანასწორ შესაძლებლობაზე ყურადღებას არ ამახვილებს და თანასწორობის პრინციპს შემდეგნაირად განგვიმარტავს: „ჩვენი მთავარი მოტივაციაა, შეიქმნას ისეთი საზოგადოება, რომელიც დაეფუძნება სამ უმთავრეს პრინციპს: თავისუფლება, თანასწორობა, სოლიდარობა. ვფიქრობ, რომ „პროგრესული კომუნიკაციის ასოციაციის პროექტი“ არის ერთ-ერთი პირველი ახალგაზრდული სივრცე, რომელიც ყველა ახალგაზრდის თანასწორი პრინციპით ჩართვას უზრუნველყოფს”.
ჟურნალისტი ია ანთაძე ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველოს“ აღმასრულებელი საბჭოს შემადგენლობაში შედიოდა და საკუთარ გამოცდილებას გვიზიარებს: „ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველოს“ კომისიის წევრის ორგანიზაციას არ ეკრძალება პროექტის შეტანა. უბრალოდ, კომისიის ეს წევრი კენჭისყრაში არ მონაწილეობს. თუმცა, როცა მე სოროსის ფონდის საბჭოში ვიყავი, ჩვენს ორგანიზაციას ერთი პროექტიც არ შეუტანია - ეთიკური მოსაზრებით ვიკავებდით თავს“.
„სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრს“ (CSDC) ოცზე მეტი პროექტი აქვს განხორციელებული. მიუხედავად ამ გამოცდილებისა, წლევანდელი მეორე საგრანტო კონკურსის ფარგლებში, ორგანიზაციის პროექტი ფონდმა არ დააფინანსა. როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ნინო თოდუა ამბობს, პროექტი ეხებოდა საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდებისათვის საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელებას, რაც მათ დაეხმარებოდათ თემში ინტეგრაციაში. ფონდის ხელმძღვანელი, ირაკლი ჟორჟოლიანი ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, რომ ორგანიზაციებს, რომლებიც ვერ დაფინანსდნენ, შეუძლიათ გაითვალისწინონ პროექტში არსებული ხარვეზები და პროექტი შემდგომ საგრანტო კონკურსზე წარადგინონ. დავინტერესდით, ზემოაღნიშნულმა ორგანიზაციამ მიიღო თუ არა განმარტება, თუ რატომ არ დაფინანსდა პროექტი და მიიღო თუ არა რაიმე ტიპის რეკომენდაცია პროექტის დახვეწის თვალსაზრისით: „არა, არ მიმიღია არანაირი რეკომენდაცია, მომივიდა შაბლონური წერილი, ალბათ, რასაც ყველას უგზავნიან. ჩვენმა ორგანიზაციამ სამინისტროს მიერ გამოცხადებულ 2 საგრანტო კონკურსში მიიღო მონაწილეობა, თუმცა, სამწუხაროდ ვერცერთში ვერ გავიმარჯვეთ. კარგი იქნებოდა, რომ მოეცათ რეკომენდაცია, რატომ არ მოიწონეს პროექტი“.
ორგანიზაცია „თაბონი“ 2013 წლის საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსდა და კალიგრაფიის სოციალური საწარმო შექმნა, პროექტის ბენეფიციარები ახალგაზრდა კალიგრაფები და შშმ ბავშვები არიან. საწარმო ამჟამადაც აგრძელებს ფუნქციონირებას. პროექტის ასისტენტი, ნუკა კომლაძე ამბობს, რომ საგრანტო კონკურსის გამოცხადების შესახებ ერთ-ერთი ტელეარხის (ტელევიზიის) ეთერიდან შეიტყო. აღნიშნავს, რომ ფონდთან თანამშრომლობის პირადი გამოცდილება ჰქონდა ორგანიზაციის ხელმძღვანელს, ნესტან ყვავაძეს. თავად ნუკა კომლაძე საკუთარ გამოცდილებაზე ფონდთან მსგავსი ან სხვა ტიპის თანამშრომლობის შესახებ არ საუბრობს. ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის საზოგადოებასთან ურთიერთობის კოორდინატორი ანა ბაქანიძე საჯარო რეესტრის მონაცემებზე დაყრდნობით არასამთავრობო ორგანიზაცია „ანასეულის“ დირექტორია, მის ორგანიზაციას კი ნუკა კომლაძე 2013 წელს ფონდ „ღია საზოგადოება-საქართველოს“ ახალგაზრდული და ახალგაზრდებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის განკუთვნილ ტრენინგზე წარმოადგენდა. „ანასეულთან“ ნუკა კომლაძე რამდენიმე წელია თანამშრომლობს. ამასთანავე, ნესტან ყვავაძე და ნუკა კომლაძე სტაჟირებას გადიოდნენ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში ანა ბაქანიძის მუშაობის დროს. „თაბონმა“ წელს ფონდის მეორე საგრანტო კონკურსშიც შეიტანა პროექტი, თუმცა, არ დაუფინანსდა. „ფონდიდან მივიღეთ პასუხი, რომ შეგვიძლია ოფიციალურად მოვითხოვოთ არდაფინანსების მიზეზები გადაწყვეტილების მიმღები ორგანოდან - სამინისტროს სათათბიროდან. უახლოეს მომავალში ვგეგმავთ გავიაროთ კონსულტაციები და მოვითხოვოთ ეს პასუხი. ვინაიდან, ფონდთან თანამშრომლობას მომავალშიც ვიმედოვნებთ და გვინდა, ვიცოდეთ საკუთარი პროექტის ხარვეზების შესახებ, რომ უფრო სრულყოფილად მოვემზადოთ ახალი საგრანტო კონკურსისთვის“ - აღნიშნავს ნუკა კომლაძე. როგორც ფონდის საზოგადოებასთან ურთიერთობის კოორდინატორი, ანა ბაქანიძე ამბობს, მთავარი ის არ არის, ვინ ვის იცნობს, მთავარი პროექტის მდგრადობა, გამართულობა და ფონდის პროგრამულ პრიორიტეტებთან შესაბამისობაა: „ფონდში საქმიანობამდე, აქ მუშაობისას და ამის შემდეგაც, ბუნებრივია, მყავს და მეყოლება მეგობრები და ნაცნობები, რომლებიც არასამთავრობო ორგანიზაციებში მოღვაწეობენ. ზოგ მათგანს მიუღია კიდეც მონაწილეობა ფონდის საგრანტო კონკურსებში, მათგან ნაწილი დაფინანსებულა, ნაწილიც - არა. ეს ჩვეულებრივი პროცესია. კანონმდებლობით განსაზღვრულია, რომ ფონდის თანამშრომელთა ოჯახის წევრები და ნათესავები ფონდის კონკურსებში ვერ მიიღებენ მონაწილეობას, ეს ასეც ხდება, არც ჩემი რომელიმე ოჯახის წევრი არ მიიღებს მონაწილეობას კონკურსში. თუმცა, არც ერთი კანონი არ კრძალავს ნაცნობების მონაწილეობას, ფონდში 20-მდე ადამიანია დასაქმებული, ყველა ვიღაცას იცნობს და ამის გამო ვინმეს შეზღუდვა წარმოუდგენელია“- ამბობს ანა ბაქანიძე.
განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ჯგუფების ხელშეწყობა ფონდის 2014 წლის პრიორიტეტული მიმართულებაა. ორგანიზაციამ „ახალგაზრდები ხელოვნებისთვის“ პროექტი „ჩვენც შეგვიძლია“ განახორციელა, ბიუჯეტი 10 155 ლარი. პროექტის ფარგლებში სმენადაქვეითებული ბავშვების ანსამბლი ჩამოყალიბდა. ორგანიზაციის თავმჯდომარე, ირაკლი ქადეიშვილი ამბობს, რომ თავდაპირველად მათი პროექტის ბენეფიციარები შშმ პირები არ იყვნენ, თუმცა, სამინისტროს ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის უფროსისა და ამავდროულად, ფონდის სათათბიროს წევრის, ნუგზარ კანდელაკის რჩევით, მათ პროექტში ცვლილებები შეიტანეს და ფონდში ისე წარადგინეს. ირაკლი ქადეიშვილის თქმით, ფონდის წარმომადგენლები პროექტის ბიუჯეტის კორექტირებაშიც დაეხმარნენ. „მე პირადად ვთვლი, რომ ნორმალურად არის ყველაფერი დალაგებული“.
ქართული საბრძოლო ხელოვნების ფედერაცია „შავფაროსნები“ ქართული საბრძოლო ხელოვნებისა და ქართული კულტურის პოპულარიზაციისთვის მასშტაბურ, ასევე საქველმოქმედო პროექტებს ახორციელებს. ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდი უკვე მეორე წელია ქართული საბრძოლო ხელოვნებისა და ქართული სამოსის ფესტივალს მხარს უჭერს. „შავფაროსნების“ პროექტმა წელს მეორე საგრანტო კონკურსის ფარგლებშიც გაიმარჯვა. „2013 წლის დასაწყისში შევიტყეთ, რომ ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდმა საგრანტო კონკურსი გამოაცხადა და ჩვენი ფესტივალის პროექტი ფონდში შევიტანეთ. კონკურსში გავიმარჯვეთ და იმავე წლის სექტემბერში ქართული საბრძოლო ხელოვნებისა და ქართული სამოსის ფესტივალი გავმართეთ. ფესტივალი იმდენად მასშტაბური, ლამაზი და წარმატებული გამოვიდა, გადავწყვიტეთ ყოველწლიური ხასიათი მივცეთ. ძალიან სასიხარულოა, რომ ბავშთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდმა წელსაც გადაწყვიტა ქართული საბრძოლო ხელოვნების ფესტივალისა და ქართული სამოსის დღის პროექტის დაფინანსება. ჯერ ზუსტი თარიღი არ ვიცით, მაგრამ სექტემბრის ბოლოს, ან ოქტომბრის დასაწყისში გაიმართება. წელს კიდევ უფრო მასშტაბური იქნება. იტალიიდან რომაელი გლადიატორებისა და ლეგიონერების ჩამოყვანასაც ვგეგმავთ. ეს იმაზეა დამოკიდებული თანადამფინანსებელ სპონსორს რამდენად მოვძებნით“ - აღნიშნავს ფესტივალის ერთ-ერთი ორგანიზატორი და „შავფაროსნების“ პრესსამსახური, მარი ონეზაშვილი.
წლევანდელი მეორე საგრანტო კონკურსის შედეგები საზოგადოებისთვის საჯარო ჯერ კიდევ არ არის. ჩვენი მცდელობის მიუხედავად, გაგვეგო რამდენი პროექტი დაფინანსდა და რამდენი არა, რომელმა ორგანიზაციებმა მოიპოვეს გრანტი და რა პროექტებისთვის, ინფორმაცია ვერ მივიღეთ. განგვიმარტეს, რომ ჯერ კიდევ შერჩევის პროცესი მიმდინარეობდა, თუმცა, კონკურსანტები შედეგების შესახებ უკვე იყვნენ ინფორმირებულნი. ამჟამად შერჩევის პროცესი დასრულებულია. ირაკლი ჟორჟოლიანის თქმით: ”მიმდინარეობს დოკუმენტაციის სისტემატიზაცია/არქივიზაცია და უახლოეს მომავალში ეს ინფორმაცია ოფიციალურად განთავსდება ვებ-გვერდზე”.
2013 წელს სამივე საგრანტო კონკურსის ფარგლებში ფონდმა 60 პროექტი დააფინანსა. ფონდიდან გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, 2014 წელს პირველი საგრანტო კონკურსის ფარგლებში შევიდა 108 პროექტი, აქედან დაფინანსდა 34, მეორე საგრანტო კონკურსის ფარგლებში შევიდა 68 განაცხადი.
რამდენად არის დაცული კანონის „ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის შესახებ“ მესამე მუხლის პრინციპი: „კავშირების მიერ სახელმწიფოებრივი მხარდაჭერით სარგებლობის თანასწორი შესაძლებლობა“, თავად განსაჯეთ.
იხ. ბმულები
სათათბიროს შემადგენლობა
სარეკომენდაციო კომისიები
მინაწერი: "თავისუფალი ასოციაცია" რამდენიმე კვირაა იკვლევს ფონდიდან გამოთხოვილ მასალებს, ასევე თავად ფონდისა და მის მიერ დაფინანსებული ორგანიზაციების საქმიანობას. კვლევა გრძელდება. დამატებითი სიახლეები განთავსდება ეტაპობრივად.