გოგონები "კაზანტიპს" უფასოდ დაესწრებიან
04 აგვისტო, 2014
გოგონები "კაზანტიპს" უფასოდ დაესწრებიან ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
ყოველწლიურ ელექტრონული საცეკვაო მუსიკის ფესტივალს - რესპუბლიკა კაზანტიპს, რომელიც 1992 წლიდან 2013 წლის ჩათვლით უკრაინაში, ყირიმის ნახევარკუნძულზე იმართებოდა, წელს საქართველოს კურორტი ანაკლია უმასპინძლებს.

,,რესპუბლიკა კაზანტიპი ეს არ არის ფესტივალი! ეს არის სახელმწიფო, რომელიც რაღაცით წააგავს კიდეც ფესტივალს. რესპუბლიკა კაზანტიპს აქვს თავისი კონსტიტუცია და ჰყავს საკუთარი მინისტრთა კაბინეტი, რომლებიც 24 საათის განმავლობაში მუშაობენ იმისათვის, რომ ეს ყოველწლიური პროექტი წარმატებულად ჩატარდეს” - აღნიშნა საქართველოში რესპუბლიკა კაზანტიპის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა ნინო სტურუამ.

ფესტივალი ოფიციალურად 20 აგვისტოს გაიხსნება და 10 დღეს გაგრძელდება. მათ, ვისაც სურვილი აქვს კაზანტიპში მონაწილეობისა, ამისათვის საჭიროა მხოლოდ რეგისტრაციის გავლა და ვიზის შეძენა (ე.წ ბილეთი). როგორც ორგანიზატორები აღნიშნავენ, არანაირი რაოდენობრივი თუ ასაკობრივი შეზღუდვა არ არის დაწესებული, ნარინჯისფერი რესპუბლიკა უხმობს ყველას, ვისაც საკუთარი ოცნებების ასრულება სურს (რეგისტრაციის გავლა შეგიძლიათ მისამართზე http://kazantip-republic.com/viza). ფესტივალზე დასწრება უკრაინელი და ქართველი გოგონებისთვის თავისუფალი (უფასო) იქნება. რაც შეეხება მამრობითი სქესის წარმომადგენლებს, ვიზის შეძენა დღესასწაულზე დასასწრებად 1 აგვისტომდე მათთვის ღირდა 300 ლარი, 1-დან 4 აგვისტოს ჩათვლით - 350 ლარი, ხოლო 5 აგვისტოდან - 400 ლარი.

ფესტივალის საქართველოში ჩატარებამ საზოგადოების ნაწილი აღაშფოთა, მათი თქმით, ,,კაზანტიპი” აღვირახსნილებას, მასობრივ ორგიებსა და თავაშვებულობას უწევს პოპულარიზაციას, რასაც მკაცრად ეწინააღმდეგება რესპუბლიკა კაზანტიპის საზოგადოებასთან ურთიერთობის წარმომადგენელი: ,,წარმოუდგენელია იმაზე წინასწარ მსჯელობა და მით უმეტეს იმის განკითხვა, რაც ჯერ არ გინახავს. არადა განკითხვით საზოგადოების სწორედ ის ნაწილია დაკავებული, ვისაც, დარწმუნებული ვარ, ზუსტი ინფორმაცია არც კი აქვს ამ პროექტის შესახებ. რაც შეეხება ორგიებს და და აღვირახსნილებას, თუ გაეცნობით ამ პროექტის ისტორიას, ოღონდ ოფიციალურ საიტებზე და არა მოყვარულების მიერ გადაღებული და დამახინჯებული ვიდეოების საშუალებით, დარწმუნებული ვარ, გაცილებით უკეთესი წარმოდგენა შეგექმნებათ. გემოვნებიანი მუსიკა, ბევრი ლამაზი ახალგაზრდა, მზე, ზღვა და თავისუფლება... ამას გვთავაზობს პროექტი”.

საზოგადოების უარყოფით დამოკიდებულებას კაზანტიპის შესახებ უერთდება საპატრიარქოც, რომელმაც რამდენიმე დღის წინ აცნობა საზოგადოებას თავისი პოზიცია: „"კაზანტიპში" ნებისმიერი სახით მონაწილეობა და მისი მხარდაჭერა უმძიმესი შედეგების მომტანი იქნება ქვეყნისთვისა და ცალკეული პიროვნებებისთვისაც" - აღნიშნულია საპატრიარქოს განცხადებაში,
რაც შეეხება საზოგადოებაში გავრცელებულ აზრს მავნე ნივთიერებებისა და თავისუფალი სექსის ლეგალიზების შესახებ, ორგანიზატორების თქმით, ეს მხოლოდ ჭორია და არ შეესაბამება სიმართლეს. ადგილზე უსაფრთხოებას უზრუნველყოფს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო. მობილიზებული იქნება 1000-მდე პოლიციელი და წესრიგის ყველა დამრღვევი აგებს პასუხს კანონის წინაშე.

კაზანტიპის ფესტივალის შესახებ ახალგაზრდების მოსაზრებებიც განსხვავებულია, მსგავსი ტიპის ღონისძიებების ჩატარებას საქართველოში ზოგი უარყოფითად აფასებს, ზოგი კი არც მხარს უჭერს და არც ეწინააღმდეგება.

სხვა სტატიები
აფხაზეთი ერთი დიდი ღირსშესანიშნაობაა, თუმცა, ადრე თუ გვიან მასშტაბების სიმცირეს გრძნობ. ახალი ათონი რაც არ უნდა თვალწარმტაცი იყოს, ალბათ, ქალაქის ქუჩებში ბოლო გასეირნებიდან მთელი 5 წლის შემდეგაც იძულებული ვარ ვაღიარო, რომ არ მენატრება, ქალაქი სრულიად შევისწავლე. დროთა განმავლობაში მთებზე ოცნებაც ავიხდინე, რომელიც ახალგაზრდობაში მიუწვდომელი ჩანდა. შემდეგ საჭირო მანქანები შევიძინეთ და მართალია, მთა ახლაც მიზიდავს, მაგრამ საიდუმლო ამოხსნილია.
სრულად
ალბათ, სულ სხვა ამბავს მოვყვებოდი, მაგალითად, ჩემი სოფლის პაწია, თეთრად შეფეთქილ ეკლესიაზე, სადაც ყოველ მარიამობას იკრიბებიან პონტოელი ბერძნები, ან ჯავახეთზე მოგითხრობდით, ერთ, უძველეს ბაზილიკაზე, რომლის შესახებ შეიძლება არ იცოდეთ. იქნებ დაკარგულ თბილისსა და მის განძზე მომეყოლა, ან უძველეს სარიტუალო ნაგებობებზე, რომელიც ასე ბევრია ჩვენს ქვეყანაში.
სრულად






Carpet Cleaning Calgary