მარი ცინცაძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის ფაკულტეტის სტუდენტია. მარი ფიქრობს , რომ ადამიანები უნდა კითხულობდნენ იმას, რაც მოსწონთ, არ უნდა აყვნენ მოდას, მხოლოდ იმის გამო არ უნდა წაიკითხონ, მაგალითად, 50 წიგნი , რომ მას აწერია „50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ“. მარი ცინცაძე: „ჩემი აზრით, წიგნების კითხვა მნიშვნელოვანი იმიტომ არის, რომ ჯერ ერთი ჩვენს არც თუ ისე საინტერესო ცხოვრებას ძალიან საინტერესოს ხდის, მეორე მიზეზი არის ის, რომ ადამიანები პოულობენ საკუთარ თავებს წიგნებში, მესამე მიზეზი კი არის ის, რომ წიგნების წყალობით იღებ ძალიან დიდ გამოცდილებას ცხოვრებაში; აი ისეთ გამოცდილებას , მხოლოდ ცხოვრების წლებს და ტკივილს რომ მოაქვს, მეოთხე და ჩემთვის ყველაზე მთავარი მიზეზი არის ის, რომ წიგნები ადამიანებს უკეთესებს ხდიან“.
სტუდენტი გიორგი ხარშილაძე კონკრეტულ ავტორს და წიგნს ვერ გამოყოფს, რომელიც ძალიან უყვარს, თუმცა, აღნიშნავს, რომ თუკი მეგობრისთვის მხოლოდ ერთი წიგნის რჩევა მოუწევს, უილიამ შექსპირს ურჩევს. როგორც გიორგი ამბობს, შექსპირი ის მწერალია, რომელიც ყველაფერზე წერს და წერს ისეთი ოსტატობით, რომლის გამეორებაც შეუძლებელია. გიორგი ხარშილაძე: „წიგნი არის პრევენცია, პრევენცია იმისა, რომ ადამიანმა არ მოიკლას თავი. წიგნი ეხმარება ადამიანს გამოცდილების მღებაში, ის სხვის ადგილას ახერხებს თავის დაყენებას. ადამიანს, რომელსაც წაკითხული აქვს ანა კარენინა, ცხოვრებაში ვრონსკისთან შეხვედრა ვერ აიძულებს მატარებელს ჩაუხტეს“.
როგორც მასწავლებელი , მერი ტორაძე აღნიშნავს, ძნელია ისაუბრო თაობის შესახებ, თუ რამდენად ნაკითხები არიან, მაშინ როდესაც, მთელს თაობას არ იცნობ. „მე სკოლაშიც ვასწავლი, უნივერსიტეტშიც და კონსერვატორიაშიც და შემიძლია გითხრათ, რომ ძალიან დიდი ლტოლვა არის კითხვის მიმართ. რაღაც აფეთქებასავით მეჩვენება, ბუმია კითხვის. შეიძლება მე ვცდები, ობიექტურად ხომ არ ვიცნობ მთელი საქართველოს ბავშვებს, მაგრამ თუნდაც, რეგიონებში, ვისთანაც მქონია შეხება, შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან უყვართ კითხვა და კარგი მკითხველები არიან. ნაკითხები არიან, ან ძალიან დიდი სურვილი აქვთ კითხვის, ძალიან გახსნილები და ღია ადამიანები არიან კითხვისთვის“.
მერი ტორაძის აზრით, იმისთვის რომ ბავშვმა შეიყვაროს კითხვა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი არის კარგი სახელმძღვანელო და სკოლა.
აკაკი წერეთლის სახელობის ბიბლიოთეკის გამგე ელენე კასრაძე აღნიშნავს, რომ ბიბლიოთეკის ძირითადი კონტინგენტი სტუდენტები არიან: „ძალიან მცდარი შეხედულებაა, თითქოს, ახალგაზრდები წიგნებს აღარ კითხულობენ. ეს ჩემ დროსაც ასე იყო, ვისაც არ უნდოდა კითხვა, არ კითხულობდა. არ შეიძლება ამაზე ვისაუბროთ, როგორც სენზე. ვისაც უნდა, დღესაც კითხულობს და ვისაც არ უნდა, არ კითხულობს. მარტო ჩვენს ბიბლიოთეკაში რამდენი ხალხი შემოდის, არის დღეები, რომ კარი საერთოდ არ იხურება. ძალით, სხვისი დავალებით კითხულობენ თუ ნებით კითხულობენ, ხომ კითხულობენ. ნებით თუ უნებურად იღებენ განათლებას“.
წიგნ „ბესტსელერის“ ავტორი ბექა ადამაშვილი მიიჩნევს, რომ წიგნის კითხვა კარგი იმუნიტეტია ცხოვრებაში წარმოქმნილი პრობლემების უფრო მარტივად გადასაჭრელად, ვიდრე ეს „უკითხველობის“ შემთხვევაში იქნებოდა. ბექა ადამაშვილი: „ წიგნებს უნდა ვკითხულობდეთ ერთი იმიტომ, რომ კითხვა ზრდის ლექსიკურ მარაგს და შემდეგ შეგვეძლება რაიმეს შეფასებისას, მხოლოდ „საყვარელი“ და „საინტერესო“ არ გამოვიყენოთ, ასევე კითხვა ხელს უწყობს აზროვნების, თვალსაწიერის გაფართოებას და შესაბამისად, სტერეოტიპებისგან თავის დაცვაში გიწყობს ხელს და ზოგადად, სასიამოვნოა კითხვა, ფანტაზიის გავარჯიშებაში გეხმარება“.
ახალგაზრდა მწერალი ანინა ტეფნაძე კი ფიქრობს, რომ წიგნების კითხვა ადამიანს ხდის უფრო საინტერესოს, ცნობისმოყვარეს, ღრმას და გამოცდილს. ანინა ტეფნაძე: „ სხვადასხვა ცხოვრებისეული სიტუაცია, რომელშიც ჩვენ ყოველდღიურად ვხვდებით, დიდ გავლენას ახდენს ჩვენზე: ვხდებით უფრო ჭკვიანები, გამოცდილები, გონებამახვილები, უკეთესად ვუმკლავდებით მომავალში მსგავს შემთხვევებს. მხატვრული ლიტერატურა კი გაძლევს საშუალებას, იგივე ეფექტი მიიღო არა მხოლოდ რეალურ, არამედ წარმოსახვით სიტუაციებში: განიცადო საკუთარი თავი სხვა ქვეყანაში, სხვა ეპოქაში, სხვა გამოგონილ წინააღმდეგობებთან ან გამოგონილ პერსონაჟებთან ერთად. წიგნის კითხვა არის მუდმივი პასუხი შეკითხვაზე: '' რა იქნებოდა, რომ.." ჩემთვის პირადად, კითხვა არის ჯადოქრობა, განტვირთვა, ჰობი და ნარკოტიკი. ვისაც ერთხელ მაინც არ განუცდია, რას ნიშნავს, როცა სახლში მირბიხარ, რომ მშვიდად იკითხო – ამ ემოციის გაზიარება, ალბათ, გაუჭირდება“.
ანინა ტეფნაძე ასევე აღნიშნავს, რომ დამოკიდებულება, როდესაც კითხვა ვალდებულების სფეროში არსებობს და არა სიამოვნების, მხოლოდ აზარალებს წიგნის კითხვის სასიამოვნო ჩვევას. ანინა ტეფნაძე: „არავინ არაა ვალდებული, კითხულობდეს, უბრალოდ ვინც არ კითხულობს, ბევრს კარგავს“.