უანგარო პოზიტივი თბილისის ქუჩებში
21 დეკემბერი, 2014
უანგარო პოზიტივი თბილისის ქუჩებში ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
ახალი წლის მოახლოებასთან ერთად ყველას სურს დადებითი ემოციებით დაიმუხტოს, შეიქმნას კარგი განწყობა და სხვასაც გადასდოს. სწორედ, ახალ წელთან დაკავშირებით “უანგარო პოზიტივი თბილისის ქუჩებში“ ამ სახელწოდების ღონისძიება/აქციაა დაგეგმილი, რომლის ორგანიზატორიც“Buckswood Volunteers Club”-ია.

ღონისძიება გაიმართება 30 დეკემბერს, რომლის ფარგლებშიც იგეგმება თბილისის ქუჩებში წინა საახალწლო განწყობის შექმნა. მასში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს, როგორც ბავშვებს, ისე ტინეიჯერებს, ზრდასრულ და ასაკოვან ადამიანებს შეუძლიათ.

ერთ-ერთი ორგანიზატორისა და “Buckswood Volunteers Club”-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის ნინუცა გოგაძის თქმით, „ბაქსვუდის მოხალისეთა კლუბი გასულ წელს ჩამოყალიბდა. კლუბის მიზანია მოხალისეობის განვითარება, საქალაქო აქტივობის ზრდა და ქველმოქმედება. ბაქსვუდის მოხალისეთა კლუბის ფარგლებში ხორციელდება როგორც საქველმოქმედო ღონისძიებები, ასევე ტრენინგები, შემეცნებითი კონფერენციები, კონკურსები და ა.შ.

„ძალიან მიხარია, რომ კონკრეტულად ამ ღონისძიებამ ასეთი დაინტერესება გამოიწვია. ღონისძიების ჩატარების მიზანი ის არის, რომ ყველა ადამიანი მიხვდეს, თუ როგორ შეუძლია სრულიად პატარა რაღაცას გამოიწვიოს ადამიანის ბედნიერება. მნიშვნელოვანია ვიზრუნოთ საახალწლო განწყობაზე, რომელიც ჩვენს მეზობელ ქვეყნებში საკმაოდ აქტიური სამზადისით მიმდინარეობს“ - გვითხრა ნინუცა გოგაძემ.

შეგახსენებთ, რომ ღონისძიება/აქცია 30 დეკემბერს 18:00-დან 23:00 საათამდე გაიმართება.

ღონისძიება იგეგმება შემდეგ ლოკაციებზე: მარჯანიშვილის მოედანი, სპორტის სასახლე, მეტრო დელისი, ჭავჭავაძე-კავსაძის კუთხე, რუსთაველის მეტრო, თავისუფლების მეტრო, რესპუბლიკის მოედანი.

სანამ უანგარო პოზიტივის დღე დადგება, ორგანიზატორები საზოგადოებას სთხოვენ, გააზიარონ ღონისძიება, რომელიც “Facebook”-ის გვერდზეა შექმნილი.

“იმისათვის, რომ ჩვენთან გაზიარება გამოჩნდეს სურათის მიხედვით მიჰყევით ნაბიჯებს. ასევე, მიაქციეთ ყურადღება, რომ გაზიარება იყოს “Public”, რათა გამოჩნდეს ჩვენთან. აუცილებელია ფრაზის ქვემოთ გადააკოპიროთ ეს პოსტიც, რათა ყველას მივაწოდოთ ინფორმაცია” - აღნიშნა “Buckswood Volunteers Club”-ის ხელმძღვანელმა მურო თაკალანძემ.
სხვა სტატიები
აფხაზეთი ერთი დიდი ღირსშესანიშნაობაა, თუმცა, ადრე თუ გვიან მასშტაბების სიმცირეს გრძნობ. ახალი ათონი რაც არ უნდა თვალწარმტაცი იყოს, ალბათ, ქალაქის ქუჩებში ბოლო გასეირნებიდან მთელი 5 წლის შემდეგაც იძულებული ვარ ვაღიარო, რომ არ მენატრება, ქალაქი სრულიად შევისწავლე. დროთა განმავლობაში მთებზე ოცნებაც ავიხდინე, რომელიც ახალგაზრდობაში მიუწვდომელი ჩანდა. შემდეგ საჭირო მანქანები შევიძინეთ და მართალია, მთა ახლაც მიზიდავს, მაგრამ საიდუმლო ამოხსნილია.
სრულად
ალბათ, სულ სხვა ამბავს მოვყვებოდი, მაგალითად, ჩემი სოფლის პაწია, თეთრად შეფეთქილ ეკლესიაზე, სადაც ყოველ მარიამობას იკრიბებიან პონტოელი ბერძნები, ან ჯავახეთზე მოგითხრობდით, ერთ, უძველეს ბაზილიკაზე, რომლის შესახებ შეიძლება არ იცოდეთ. იქნებ დაკარგულ თბილისსა და მის განძზე მომეყოლა, ან უძველეს სარიტუალო ნაგებობებზე, რომელიც ასე ბევრია ჩვენს ქვეყანაში.
სრულად






Carpet Cleaning Calgary