მიქადო - ახალგორის ტრადიცია
27 იანვარი, 2021
ბლოგს "თემის კვირეულის" ფარგლებში წარმოგიდგენთ. მიმდინარე კვირის თემატიკა საახალწლო მოგონებებია. სამხრეთ კავკასიის სხვადასხვა ადგილას მცხოვრები ოთხი ავტორი საკუთარ აზრებს, შთაბეჭდილებებს, მოსაზრებებს, დაუვიწყარ წუთებს, მოგონებებს გვიზიარებს. ოთხ ავტორს ერთი თემა, სხვადასხვა კუთხიდან დანახული ამბავი და სამხრეთ კავკასია აერთიანებს. ყოველ ახალ კვირას ახალ კავკასიურ ამბებს გავეცნობით (რუტინული ყოველდღიურობის მიღმა), მათ შორის, სოხუმიდან და ახალგორიდან.

ახალი წლის სამზადისზე ფიქრი, ჩემთვის მიქადოსთან ასოცირდება. ეს არის ნამცხვარი, რომელიც მხოლოდ ახალგორში ცხვება და მისი ცხობის ტრადიცია მინიმუმ 3 საუკუნეს ითვლის. მსმენია, რომ იმავე დასახელების ნამცხვარს სხვაგანაც ამზადებენ, თუმცა, ჩვენი ყველასგან განსხვავებულია.
რაში მდგომარეობს მისი უნიკალურობა? მისი შენახვა თვეების განმავლობაშია შესაძლებელი, რაც უფრო ძველია, უფრო გემრიელია. რაც შეეხება უშუალოდ ცხობის პროცესს, ძალიან შრომტევადია. freea


პირველ რიგში მზადდება კრემი რძისა და შაქრისგან, რომელიც იხარშება ნელ ცეცხლზე შეუჩერებელი მორევით, სანამ შესქელებულ რძის სისქეს არ მივიღებთ. ამის შემდეგ კრემმა რამდენიმე დღე უნდა "დაისვენოს". ცომი მზადდება კვერცხის, შაქრის, მაწვნის, ფქვილისა და ერბოსაგან, შემდეგ სპეციალური სპილენძის სინზე 12 ფენად ცხვება, რომელსაც
ადგილობრივი მეთუნუქეები ამზადებდნენ, ძველად ის ყველა ოჯახს ჰქონდა და ყველა გოგონას მზითვშიც ატანდნენ, მათ შორის, მეც მივიღე მშობლებისგან.

მიქადოს თავზე სიმძიმეს ადებენ, რომელიც ზედაპირზე თანაბრად უნდა იყოს გადანაწილებული იმისთვის, რომ ჰაერი სრულად ,,გამოიტუმბოს", სწორედ ეს პროცესი ნამცხვარს თვეების განმავლობაში ინახავს. საბოლოო შედეგის მისაღებად რამდენიმე დღეა საჭირო. ჩვენს ოჯახში მიქადოს ჯერ მამაჩემის ბებია აცხობდა, შემდეგ ბებიაჩემი, რომელიც გარდა ნამცხვრისა, სხვადასხვა სარიტუალო სუფრისთვის პურის მცხობელი იყო, ბებიის შემდეგ დედა, ახლა კი მე.

ძველად ახალგორელი ქალები ზამთრის დღეებში ერთად იკრიბებოდნენ, დროს კი სამოვრიდან ჩაის სმაში, ხელსაქმესა და ლოტოს თამაშში ატარებდნენ. პაპისგან მსმენია, რომ ერთ-ერთი ასეთი თავშეყრის ადგილი ჩვენი სახლიც იყო. ახალი რძლების გამოცდა სხვადასხვა უნარ-ჩვევაში სწორედ ასეთ თავყრილობებზე ხდებოდა, მაგალითად, "მსუნაგად" ითვლებოდა ის ქალი, რომელიც ორ ნაჭერზე მეტ მიქადოს შეჭამდა. ახალი წლის სუფრისთვის მიქადოს ერთი ან ორი კვირით ადრე აცხობდნენ, რომ მას ,,დაძველება" მოესწრო. სადღესასწაულო დღეებში მეზობლები ერთმანეთს სტუმრობდნენ და ნამცხვარს სინჯავდნენ, რომ შეეფასებინათ, რომელ დიასახლისს უფრო გემრიელი გამოუვიდა.


პროექტს "ჟურნალისტები სამხრეთ კავკასიიდან"  თავისუფალი ასოციაცია ახორციელებს. მასალებში გამოთქმული შეხედულებები შესაძლოა, განმახორციელებელი ორგანიზაციისა და დონორის მოსაზრებებს ყოველთვის არ ემთხვეოდეს.
სხვა სტატიები
აფხაზეთი ერთი დიდი ღირსშესანიშნაობაა, თუმცა, ადრე თუ გვიან მასშტაბების სიმცირეს გრძნობ. ახალი ათონი რაც არ უნდა თვალწარმტაცი იყოს, ალბათ, ქალაქის ქუჩებში ბოლო გასეირნებიდან მთელი 5 წლის შემდეგაც იძულებული ვარ ვაღიარო, რომ არ მენატრება, ქალაქი სრულიად შევისწავლე. დროთა განმავლობაში მთებზე ოცნებაც ავიხდინე, რომელიც ახალგაზრდობაში მიუწვდომელი ჩანდა. შემდეგ საჭირო მანქანები შევიძინეთ და მართალია, მთა ახლაც მიზიდავს, მაგრამ საიდუმლო ამოხსნილია.
სრულად
ალბათ, სულ სხვა ამბავს მოვყვებოდი, მაგალითად, ჩემი სოფლის პაწია, თეთრად შეფეთქილ ეკლესიაზე, სადაც ყოველ მარიამობას იკრიბებიან პონტოელი ბერძნები, ან ჯავახეთზე მოგითხრობდით, ერთ, უძველეს ბაზილიკაზე, რომლის შესახებ შეიძლება არ იცოდეთ. იქნებ დაკარგულ თბილისსა და მის განძზე მომეყოლა, ან უძველეს სარიტუალო ნაგებობებზე, რომელიც ასე ბევრია ჩვენს ქვეყანაში.
სრულად






Carpet Cleaning Calgary