ახალი წლის სამზადისზე ფიქრი, ჩემთვის მიქადოსთან ასოცირდება. ეს არის ნამცხვარი, რომელიც მხოლოდ ახალგორში ცხვება და მისი ცხობის ტრადიცია მინიმუმ 3 საუკუნეს ითვლის. მსმენია, რომ იმავე დასახელების ნამცხვარს სხვაგანაც ამზადებენ, თუმცა, ჩვენი ყველასგან განსხვავებულია.
რაში მდგომარეობს მისი უნიკალურობა? მისი შენახვა თვეების განმავლობაშია შესაძლებელი, რაც უფრო ძველია, უფრო გემრიელია. რაც შეეხება უშუალოდ ცხობის პროცესს, ძალიან შრომტევადია.
პირველ რიგში მზადდება კრემი რძისა და შაქრისგან, რომელიც იხარშება ნელ ცეცხლზე შეუჩერებელი მორევით, სანამ შესქელებულ რძის სისქეს არ მივიღებთ. ამის შემდეგ კრემმა რამდენიმე დღე უნდა "დაისვენოს". ცომი მზადდება კვერცხის, შაქრის, მაწვნის, ფქვილისა და ერბოსაგან, შემდეგ სპეციალური სპილენძის სინზე 12 ფენად ცხვება, რომელსაც ადგილობრივი მეთუნუქეები ამზადებდნენ, ძველად ის ყველა ოჯახს ჰქონდა და ყველა გოგონას მზითვშიც ატანდნენ, მათ შორის, მეც მივიღე მშობლებისგან.
მიქადოს თავზე სიმძიმეს ადებენ, რომელიც ზედაპირზე თანაბრად უნდა იყოს გადანაწილებული იმისთვის, რომ ჰაერი სრულად ,,გამოიტუმბოს", სწორედ ეს პროცესი ნამცხვარს თვეების განმავლობაში ინახავს. საბოლოო შედეგის მისაღებად რამდენიმე დღეა საჭირო. ჩვენს ოჯახში მიქადოს ჯერ მამაჩემის ბებია აცხობდა, შემდეგ ბებიაჩემი, რომელიც გარდა ნამცხვრისა, სხვადასხვა სარიტუალო სუფრისთვის პურის მცხობელი იყო, ბებიის შემდეგ დედა, ახლა კი მე.

ძველად ახალგორელი ქალები ზამთრის დღეებში ერთად იკრიბებოდნენ, დროს კი სამოვრიდან ჩაის სმაში, ხელსაქმესა და ლოტოს თამაშში ატარებდნენ. პაპისგან მსმენია, რომ ერთ-ერთი ასეთი თავშეყრის ადგილი ჩვენი სახლიც იყო. ახალი რძლების გამოცდა სხვადასხვა უნარ-ჩვევაში სწორედ ასეთ თავყრილობებზე ხდებოდა, მაგალითად, "მსუნაგად" ითვლებოდა ის ქალი, რომელიც ორ ნაჭერზე მეტ მიქადოს შეჭამდა. ახალი წლის სუფრისთვის მიქადოს ერთი ან ორი კვირით ადრე აცხობდნენ, რომ მას ,,დაძველება" მოესწრო. სადღესასწაულო დღეებში მეზობლები ერთმანეთს სტუმრობდნენ და ნამცხვარს სინჯავდნენ, რომ შეეფასებინათ, რომელ დიასახლისს უფრო გემრიელი გამოუვიდა.
პროექტს "ჟურნალისტები სამხრეთ კავკასიიდან" თავისუფალი ასოციაცია ახორციელებს. მასალებში გამოთქმული შეხედულებები შესაძლოა, განმახორციელებელი ორგანიზაციისა და დონორის მოსაზრებებს ყოველთვის არ ემთხვეოდეს.