ახალი ათასწლეულის სევდიანი დასაწყისი
28 იანვარი, 2021
ახალი ათასწლეულის სევდიანი დასაწყისი ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
ბლოგს "თემის კვირეულის" ფარგლებში წარმოგიდგენთ. მიმდინარე კვირის თემატიკა საახალწლო მოგონებებია. სამხრეთ კავკასიის სხვადასხვა ადგილას მცხოვრები ოთხი ავტორი საკუთარ აზრებს, შთაბეჭდილებებს, მოსაზრებებს, დაუვიწყარ წუთებს, მოგონებებს გვიზიარებს. ოთხ ავტორს ერთი თემა, სხვადასხვა კუთხიდან დანახული ამბავი და სამხრეთ კავკასია აერთიანებს. ყოველ ახალ კვირას ახალ კავკასიურ ამბებს გავეცნობით (რუტინული ყოველდღიურობის მიღმა), მათ შორის, სოხუმიდან და ახალგორიდან.

1999 წლის 31 დეკემბრის დღეს სოხუმთან ახლოს, სახლის აივანზე მეგობართან ერთად ღვინოს ვსვამდი. აივნიდან ხედი მთის ხეობაზე იშლებოდა, რის დასასრულსაც დათოვლილი მინდვრები ნათლად ჩანდა. მაგიდაზე თეთრი იაფფასიანი, სამაგიეროდ მაგარი ღვინის ბოთლი იდგა და ტურშა თუ ტურშუ (ლობიოს მწნილი აზერბაიჯნულ, სომხურ თუ თურქულ სამზარეულოში).
ვერ ვიგებდით დამდეგ ათასწლეულს უფრო მხიარულად როგორ შევხვედროდით. ამ ახალი ათასწლეულის პირველ წელს 20 წელი შეგვისრულდებოდა, არადა, არ გვყავდა არც მანქანა და არც ფული გვქონდა. ვერაფრით მოვხვდებოდით იქ, სადაც შეიძლებოდა უფრო საინტერესო ყოფილიყო, მაგალითად, სოხუმის ცენტრში, ან სულაც გაგრაში. რამე ხომ უნდა გვექნა.

- ღვინო მაინც შეგიძლია საკმარისი რაოდენობით მოიტანო? - ვეკითხებოდი მეგობარს იმ იმედით, რომ ახალი წლის ღამეს "საწვავის" პრობლემა მაინც არ გვექნებოდა.
- თუ გამოვა, იარაღიც ხომ არ აგვეღო?
- დალევა და სროლა, ერთადერთია რაც გამოგვდის, - თანამოსაუბრეს დავეთანხმე. 

შეიარაღებული კონფლიქტის შემდეგ აფხაზეთში იარაღი მართლაც, ყველას ჰქონდა, მეც ლოგინის ქვეშ მეგდო ყოველი შემთხვევისთვის, ჩემთვის ყოვლად გამოუყენებელი "კალაშნიკოვი". აი, მათ კი, ვისაც ოჯახში ქართულ-აფხაზური კონფლიქტის შემდეგ ვეტერანები ჰყავდათ, ან სოფლებში ცხოვრობდნენ, თითქმის სრული არსენალი მოეპოვებოდათ. ასე იყო ჩემი მეგობარიც, მამამისს ავტომატი და ყუმბარმტყორცნი "მუხა" ჰქონდა, კიდევ რაღაც და "არბალეტიც". პირველ რიგში სწორედ ეს უკანასკნელი ავიღეთ, ხელჩანთითა და ღვინის რამდენიმე ჭიქით ხელში მთის ბილიკით აგუძერისკენ, ჩემი სახლისკენ, გავემართეთ, სადაც ჩვენი ღრმა რწმენით უფრო დიდი მხიარულება უნდა ყოფილიყო, ვიდრე სოფელში. 

19 წელი რთული ასაკია, ჩვენი პატარა მეგობრები მშობლებთან ერთად ახალ წელს სახლში ხვდებოდნენ, უფროსები თავის ახალ ოჯახებთან, ხშირი იყო ასეთი შემთხვევა. ჩვენ გვინდოდა დღესასწაულს ქუჩაში შევხვედროდით, თან წავიყვანეთ ჩემი პატარა ძმა და მეზობელი და მათთან ერთად თავგადასავლების საძიებლად გავეშურეთ. 

თავიდან საავტომობილო გზასთან ახლოს მდგარ მაგიდასთან ჩამოვსხედით, "არგენტინელი" მოგვიახლოვდა, სრულიად არაადეკვატური და არც უკვე ახალგაზრდა, საბჭოთა დროს მეტსახელი შეარქვეს, არგენტინის ნაკრების დიდი გულშემატკივარი იყო. "არგენტინელს" დალევა უნდოდა, მაგრამ იმ დროს ჩვენი სიღარიბის გათვალისწინებით ღვინო იყო მთელი ჩვენი ოქრო. მხოლოდ 6 ლიტრა გვქონდა და გასაყოფად არ გვემეტებოდა. 

-"არგენტინელო", რატომ დადიხარ გზად? გავიგეთ ზემოთ დიდი ზეიმია, ვინ დაქორწინდა არ ვიცით, იქ ხომ ყველა შენიანია, წადი მათთან, - ვცდილობდით გაგვეცურებინა და გავაცილეთ.
- ხორცი კარგი იქნებოდა... - მეზობელმა ნახევარი საათით დაგვტოვა და გვთხოვა, დავლოდებოდით. დაკლული ქათმით ხელში დაბრუნდა, ჩემმა ძმამ გამოართვა, წყალი შემოადგა და ქათამი გაასუფთავა.
-ქათმების მოპარვა არ არის კარგი, შეიძლება ამისთვის გვცემონ კიდეც.
- და იარაღი რისთვის გვაქვს? მით უმეტეს, მანდარინებთან "დასეირნობენ", არავისიც არაა ეს ქათმები.
- უპატრონო ქათამი არ არსებობს, - მე და ჩემი მეგობარი ვცდილობდით სიტყვიერად მაინც შეგვენარჩუნებინა კანონმორჩილება, ქათმის მწვადის შეწვისას.
-აბა, წავიდეთ, აღვნიშნოთ, - ზუსტად 5 წუთით ადრე შუაღამემდე აგუძერის შესასხვევთან სასროლი ადგილი დავიკავეთ. ისეთი შეგრძნება გვქონდა, რომ მთელი სივრცე ჩვენ გვეკუთვნოდა, სხვა ადამიანების ჭაჭანება არ იყო.
მეგობარმა ამოიღო "არბალეტი", ჩადო ტყვიები და მოგვაწოდა: - ისროლეთ!

ჩემმა ძმამ "არბალეტი" მთას დაუმიზნა, სასხლეტს ხელი გამოჰკრა, სროლის ძალიან მკვეთრი ხმა გაისმა. უცებ ყველამ დავინახეთ მიწაზე განრთხმული ჩემი ძმა გარშემო სისხლის ლაქებით. საბედნიეროდ, სერიოზული არაფერი მოსვლია, რომელიღაც მეზობელი უკვე პოლიციასაც იძახებდა. ამით ჩვენი დღესასწაული დასრულდა და დავიშალეთ. 

ახლა, როცა ვიხსენებ გასულ წლებს, სიღარიბეს, უპერსპექტივობას, ჩემთვის ცხადია, დღესაც, აფხაზეთში არცთუ ისე იშვიათად ახალგაზრდების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს რატომ ანადგურებს იარაღი, ავარია, ნარკოტიკები. ჩვენი ცხოვრება დალაგდა, როცა დავიწყეთ მუშაობა, მოგზაურობა და თვალსაწიერის გაფართოება. ყველას ასე არ გაუმართლა...


პროექტს "ჟურნალისტები სამხრეთ კავკასიიდან"  თავისუფალი ასოციაცია ახორციელებს. მასალებში გამოთქმული შეხედულებები შესაძლოა, განმახორციელებელი ორგანიზაციისა და დონორის მოსაზრებებს ყოველთვის არ ემთხვეოდეს.

სხვა სტატიები
აფხაზეთი ერთი დიდი ღირსშესანიშნაობაა, თუმცა, ადრე თუ გვიან მასშტაბების სიმცირეს გრძნობ. ახალი ათონი რაც არ უნდა თვალწარმტაცი იყოს, ალბათ, ქალაქის ქუჩებში ბოლო გასეირნებიდან მთელი 5 წლის შემდეგაც იძულებული ვარ ვაღიარო, რომ არ მენატრება, ქალაქი სრულიად შევისწავლე. დროთა განმავლობაში მთებზე ოცნებაც ავიხდინე, რომელიც ახალგაზრდობაში მიუწვდომელი ჩანდა. შემდეგ საჭირო მანქანები შევიძინეთ და მართალია, მთა ახლაც მიზიდავს, მაგრამ საიდუმლო ამოხსნილია.
სრულად
ალბათ, სულ სხვა ამბავს მოვყვებოდი, მაგალითად, ჩემი სოფლის პაწია, თეთრად შეფეთქილ ეკლესიაზე, სადაც ყოველ მარიამობას იკრიბებიან პონტოელი ბერძნები, ან ჯავახეთზე მოგითხრობდით, ერთ, უძველეს ბაზილიკაზე, რომლის შესახებ შეიძლება არ იცოდეთ. იქნებ დაკარგულ თბილისსა და მის განძზე მომეყოლა, ან უძველეს სარიტუალო ნაგებობებზე, რომელიც ასე ბევრია ჩვენს ქვეყანაში.
სრულად






Carpet Cleaning Calgary