2016 წლის ზამთრის ერთ დილას დედამ დამირეკა და მთხოვა, სახლში მივსულიყავი. არაფრის კითხვა აღარ იყო საჭირო, ყველაფერი ნათელი იყო, მამაჩემი დიდიხანია მძიმე დაავადებას ებრძოდა.
40 წუთი იყო სახლამდე და იმის გასააზრებლად, რომ ბავშვობა მამის წყალობით სიმშვიდესა და ჰარმონიაში გავატარე.
5-6 წლის ასაკში სწორედ მამა მესაუბრებოდა სიყვარულის, მეგობრობის, ჰუმანიზმისა და ცოდნის ძალის შესახებ. განათლებასაც ასეთივე სერიოზულობით უდგებოდა. 4 წლის ვიყავი, როდესაც მამამ წიგნების კარადიდან პარუირ სევაკის ზღაპრების წიგნი გამოიღო, მიკითხავდა და ყოველ სიტყვას მიხსნიდა... მამას ცხოველებიც უყვარდა და ანალოგიური იყო ცხოველების დამოკიდებულებაც. როცა სხვა მშობლები გაღიზიანებული ძაღლის დანახვისას, ბავშვებს უჯავრდებოდნენ და სთხოვდნენ, ძაღლებს გასცლოდნენ, მამა ყოველთვის მეუბნებოდა, რომ ძაღლები ერთად დაგვეპურებინა.
90-იანი წლები მარტივი არ იყო, მამა მუდმივად მუშაობდა, მაგრამ მე და ჩემმა დამ სულ ვიცოდით, რომ ჩვენთვის დროს ყოველთვის გამოძებნიდა. ქალის უპატივცემულობა და კრიტიკა ჩვენს სახლში ყოველთვის მიუღებელი იყო. მამას სჯეროდა, რომ მე და ჩემი და წარმატებას მივაღწევდით. არასდროს მოსწონდა სომხური გამოთქმა: "ბიჭი გააჩინე, რომ მომხედავი გყავდესო".
თებერვლის დასაწყისში მამას 60 წელი შეუსრულდა. ძველი ალბომების თვალიერებისას, შევამჩნიე, რომ მაშინაც ისეთივე სიამაყით მიყურებდა, როგორც ჩემი ყოველი წარმატებისას.
იმ მარტივი წესებით ვცხოვრობ, რომლებსაც მამა მასწავლიდა: თუ შენ ცუდად გეპყრობიან, არ გაიქცე, მათ კარგად მოეპყარი, შეიძლება ისინი შენამდე ვინმემ გაანაწყენაო.
პროექტს "ჟურნალისტები სამხრეთ კავკასიიდან" თავისუფალი ასოციაცია ახორციელებს. მასალებში გამოთქმული შეხედულებები შესაძლოა, განმახორციელებელი ორგანიზაციისა და დონორის მოსაზრებებს ყოველთვის არ ემთხვეოდეს.