პირველი სამსახური
17 თებერვალი, 2021
პირველი სამსახური ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
ბლოგს "თემის კვირეულის" ფარგლებში წარმოგიდგენთ. მიმდინარე კვირის თემატიკა ბავშვობის მოგონებებია. სამხრეთ კავკასიის სხვადასხვა ადგილას მცხოვრები ოთხი ავტორი საკუთარ აზრებს, შთაბეჭდილებებს, მოსაზრებებს, დაუვიწყარ წუთებს, მოგონებებს გვიზიარებს. ოთხ ავტორს ერთი თემა, სხვადასხვა კუთხიდან დანახული ამბავი და სამხრეთ კავკასია აერთიანებს. ყოველ ახალ კვირას ახალ კავკასიურ ამბებს გავეცნობით (რუტინული ყოველდღიურობის მიღმა), მათ შორის, სოხუმიდან და ცხინვალიდან.

ჩემი ბავშვობისას პაპიდა ფოსტაში დამხარისხებლად მუშაობდა. ასე ერქვა მის სამსახურს.
ყველა ამანათსა და წერილს იბარებდა, შემდეგ კი სოფლებისა და დაბის უბნების მიხედვით ფოსტალიონებს უნაწილებდა.
პაპიდას ცალკე ოთახი ჰქონდა გამოყოფილი, ამიტომ შემეძლო დრო მასთან გამეტარებინა, რადგან გახანგრძლივებულ ჯგუფში დარჩენა არ მიყვარდა და მშობლებიც საღამომდე სახლში არ იყვნენ, გაკვეთილების შემდეგ პაპიდას ფოსტაში ვეხმარებოდი.

ყველამ იცოდა ეს ამბავი და ისიც იცოდნენ, როგორ მაინტერესებდა ფოსტის საქმე. ერთ ზაფხულს, როცა 13 წლის ვიყავი, ერთ-ერთი უბნის ფოსტალიონი შეუძლოდ გახდა, ორი კვირით მის შემცვლელს ეძებდნენ, მაგრამ ვერ პოულობდნენ, რადგან ვერც ახალ კადრს მიიღებდნენ ამ დროში და სხვა ფოსტალიონებსაც არ სურდათ ზედმეტი დატვირთვის საკუთარ თავზე აღება. ეს ამბავი რომ გავიგე ფოსტის უფროსთან, გურამი ძიასთან მივედი, ახლაც მახსოვს როგორი თბილი და კეთილი ადამიანი იყო, მუდამ მომღიმარი და მეგობრული. ვუთხარი, რომ მე მსურდა მუშაობა, მაგრამ მარსელა პაპიდა მეუბნებოდა, რომ პატარა ვარ. გურამი ძიას გაეღიმა, თავიდან უარი მითხრა, თუმცა, ბევრი ხვეწნის შემდეგ მაინც დავითანხმე. ასე დავიწყე მუშაობა ორი კვირით, თუმცა, შეუძლოდ მყოფ ფოსტალიონს მდგომარეობა გაურთულდა და ვერ შეძლო მალევე დაბრუნებოდა სამსახურს. მე სხვა ფოსტალიონებთან ერთად დამსვეს ოთახში.

ყველას ეცინებოდა ჩემზე, მე კი ჩემს სამსახურს ძალიან სერიოზულად ვუდგებოდი. გაზეთებს, წერილებსა და მისალოც ბარათებს ვარიგებდი, თუმცა, მალე პენსიების დარიგების დრო მოვიდა... ჩემს უბანზე დაახლოებით 37-39 პენსიონერი იყო, გურამი ძიას გაეცინა, ეს როგორ ვერ გავითვალისწინე, როცა მუშაობას იწყებდიო. ვთხოვე პენსიებიც გაეტანებინათ ჩემთვის, რადგან მანამდე ყველაფერს ძალიან კარგად ვაბარებდი.

საბოლოოდ ჩემი ფოსტალიონობა ერთ წელს გაგრძელდა. როდესაც სკოლა დაიწყო, გაკვეთილების დასრულების შემდეგ მაშინვე ფოსტაში გავრბოდი, სკოლაში ჩემს საქმიანობას ბავშვები დამცინავად უყურებდნენ, ცდილობდნენ, ზედმეტი სახელები შეერქმიათ, ამის გამო ხშირად თავის დაცვა და კამათიც კი მიწევდა. სამსახურის გარდა, სკოლის აქტივობებშიც ვიყავი ჩართული, ვინმეს რომ არ ეთქვა, აღარ სწავლობსო.

ჩემზე ერთ-ერთმა გაზეთმაც დაწერა რომ ვიყავი ,,ნორჩი ფოსტალიონი". საქმიანობიდან მიღებული ხელფასით, რომელიც ძალიან მინიმალური იყო, ოჯახს ვეხმარებოდი, იმდენად შემიყვარდა ეს საქმე, ძალიან დამწყდა გული, როდესაც ძველი ფოსტალიონი სამსახურს დაუბრუნდა და წამოსვლა მომიწია.

30 წლის შემდეგ ძველი საქმიანობა ისევ გავიხსენე, ამჯერად, გზავნილები ცხინვალში ჩამქონდა. ძალიან მიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა - უცნობებთან, ნაცნობებთან და ზოგადად ყველასთან, ფოსტალიონობა კი ამის საუკეთესო საშუალებაა.


პროექტს "ჟურნალისტები სამხრეთ კავკასიიდან" თავისუფალი ასოციაცია ახორციელებს. მასალებში გამოთქმული შეხედულებები შესაძლოა, განმახორციელებელი ორგანიზაციისა და დონორის მოსაზრებებს ყოველთვის არ ემთხვეოდეს.
სხვა სტატიები
აფხაზეთი ერთი დიდი ღირსშესანიშნაობაა, თუმცა, ადრე თუ გვიან მასშტაბების სიმცირეს გრძნობ. ახალი ათონი რაც არ უნდა თვალწარმტაცი იყოს, ალბათ, ქალაქის ქუჩებში ბოლო გასეირნებიდან მთელი 5 წლის შემდეგაც იძულებული ვარ ვაღიარო, რომ არ მენატრება, ქალაქი სრულიად შევისწავლე. დროთა განმავლობაში მთებზე ოცნებაც ავიხდინე, რომელიც ახალგაზრდობაში მიუწვდომელი ჩანდა. შემდეგ საჭირო მანქანები შევიძინეთ და მართალია, მთა ახლაც მიზიდავს, მაგრამ საიდუმლო ამოხსნილია.
სრულად
ალბათ, სულ სხვა ამბავს მოვყვებოდი, მაგალითად, ჩემი სოფლის პაწია, თეთრად შეფეთქილ ეკლესიაზე, სადაც ყოველ მარიამობას იკრიბებიან პონტოელი ბერძნები, ან ჯავახეთზე მოგითხრობდით, ერთ, უძველეს ბაზილიკაზე, რომლის შესახებ შეიძლება არ იცოდეთ. იქნებ დაკარგულ თბილისსა და მის განძზე მომეყოლა, ან უძველეს სარიტუალო ნაგებობებზე, რომელიც ასე ბევრია ჩვენს ქვეყანაში.
სრულად






Carpet Cleaning Calgary