ჩემი ცხოვრების გზა და მანდარინები
20 თებერვალი, 2021
ჩემი ცხოვრების გზა და მანდარინები ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
ბლოგს "თემის კვირეულის" ფარგლებში წარმოგიდგენთ. მიმდინარე კვირის თემატიკა ბავშვობის მოგონებებია. სამხრეთ კავკასიის სხვადასხვა ადგილას მცხოვრები ოთხი ავტორი საკუთარ აზრებს, შთაბეჭდილებებს, მოსაზრებებს, დაუვიწყარ წუთებს, მოგონებებს გვიზიარებს. ოთხ ავტორს ერთი თემა, სხვადასხვა კუთხიდან დანახული ამბავი და სამხრეთ კავკასია აერთიანებს. ყოველ ახალ კვირას ახალ კავკასიურ ამბებს გავეცნობით (რუტინული ყოველდღიურობის მიღმა), მათ შორის, სოხუმიდან და ცხინვალიდან.

ზამთრის დილა აფხაზეთში სუსხიანია, მაგრამ არა ცივი. იმ წელს უკვე თოვლიც იყო და სიცივეც, ახალი წლისთვის დათბა, 1995 წელი დგებოდა.
მანდარინებით სავსე ტომრები ურიკებით მატარებლისკენ გავიტანეთ. იმ პერიოდში ოჩამჩირედან ფსოუსკენ მატარებლი მოძრაობდა, ჩამოწერილი საბჭოთა ვაგონებით. აგუძერაში მოუხერხებელ ადგილას ჩერდებოდა, ამიტომ მას ისე ვაჩერებდით როგორც სამარშუტო ტაქსის, ხელის დაქნევით.

ტვირთს ჯერ კიდევ ნახევარცარიელ ვაგონში ვტვირთავდით, მაგრამ ფსოუსთან უკვე შეუძლებელი იყო გამოღწევა. შემოსასვლელთან მგზავრები იდგნენ ხოლმე, რომლებიც ჩასასხდომად ემზადებოდნენ.

მანდარინები გადარჩნენ, გადამყიდველები დაგვხდნენ, იაფად უნდოდათ მთელი ტვირთის შესყიდვა, შემდეგ რუსეთში უფრო მაღალ ფასად გაყიდდნენ. მე მერჩივნა კიდეც ასე გამეყიდა, მალევე დავბრუნდებოდი სახლში, მაგრამ ბებია და სხვა უფროსები ფიქრობდნენ, რომ უპირატესობა უნდა გამოგვეყენებინა და პროდუქცია რუსეთში ჩვენ თვითონ უნდა გადაგვეტანა, საზღვართან არა, ქვეყნის შიდა რეგიონებში, რომ მანდარინი უფრო ძვირად გაგვეყიდა. უპირატესობა იმაში მდგომარეობდა, რომ ბლოკადის დროს აფხაზეთიდან მხოლოდ 16 წლამდე ბავშვებსა და ნებისმიერი ასაკის ქალებს შეეძლოთ გასვლა, მე 14-ის ვიყავი და შესაბამისად, შემეძლო საზღვარი გადამეკვეთა. 16-დან 55 წლამდე მამაკაცებს ამის შესაძლებლობა არ ჰქონდათ.

საღამომდე 6 საათი საზღვარზე ვიდექით, დაღლილობისგან პირდაპირ ტვირთზე გვეძინა. ჯერ ავტობუსში ავიტანეთ, შემდეგ საერთო ვაგონში და ისევ 9 საათი ვიმგზავრეთ. გვერდითა სავარძელში სამი მგზავრი იჯდა და ძილი შეუძლებელი იყო. როგორც იქნა, სავაჭრო პუნქტამდე მივაღწიეთ. ნამდვილ ზამთარს შევეჩეხეთ, პირდაპირ სახეში გამჭოლი ქარი გვიბერავდა. მიმართლებს და ბაზრამდე გზად მყიდველები მაჩერებენ, ხილს არჩევენ, სამი დღის შემდეგ ახალი წელია და ამავე დროს რუსეთში, 90-იანების შუა წლებში, სამხრეთულ ხილის დეფიციტია. ბაზარში შესვლისას უკვე ცოტა მანდარინიღა მაქვს მორჩენილი და ხელშიც ფულის დასტა მიჭირავს. ვიცოდი მაღაზიები სადაც იყო, ჩემს ოცნებას ავისრულებდი და ბოლო თაობის "სათამაშო კომპიუტერს" ვიყიდდი, რომელიც აგუძერაში არ გვქონდა და კიდევ კარგა ხანს არც გვექნებოდა.

გაბედნიერებული "სათამაშო კომპიუტერით" ხელში ბაზრისკენ გავემართე, ჩემს საქმიან პარტნიორებთან, ბებიასა და მეზობლის ქალებთან, შესახვედრად.

- სად არის მანდარინები?
- გავყიდე?
- ფული სადაა?
- ???
- ეს ხომ ჩემი ფულია, მანდარინები გზად გავყიდე.

კარგია, რომ ქალებმა ჩემკენ საცემრად არ გამოიწიეს, მე ხომ მათთვის ასე მნიშვნელოვანი ფული დავხარჯე, რომლითაც პროდუქტები უნდა ეყიდათ.

ჩვენი თაობის ბავშვობა ქართულ-აფხაზურმა შეიარაღებულმა კონფლიქტმა ორ ნაწილად გაყო, ომამდე და ომის შემდეგ. ომამდე იყო ლურჯი ცა, ცისფერი ზღვა, მატერიალური კეთილდღეობა და ომის შემდეგ: სიღატაკე, შეიარაღებული კონფლიქტი, ურიკები, ტომრები. დიდხანს იყო ასე, თითქმის მომდევნო ათწლეულის შუარიცხვებამდე. როდესაც ცხოვრება დალაგდა, უკვე დიდები ვიყავით და ბავშვობას ვერავინ დაგვიბრუნებდა.

ალბათ, ახალგაზრდობამ და მყარმა ბავშვურმა ფსიქიკამ გადაგვატანინა ის წლები, გადაარჩინა ბევრი ჩვენგანი და მოამზადა მომავლისთვის, უფრო მშვიდი და წყნარი ცხოვრებისთვის.


პროექტს "ჟურნალისტები სამხრეთ კავკასიიდან" თავისუფალი ასოციაცია ახორციელებს. მასალებში გამოთქმული შეხედულებები შესაძლოა, განმახორციელებელი ორგანიზაციისა და დონორის მოსაზრებებს ყოველთვის არ ემთხვეოდეს.
სხვა სტატიები
აფხაზეთი ერთი დიდი ღირსშესანიშნაობაა, თუმცა, ადრე თუ გვიან მასშტაბების სიმცირეს გრძნობ. ახალი ათონი რაც არ უნდა თვალწარმტაცი იყოს, ალბათ, ქალაქის ქუჩებში ბოლო გასეირნებიდან მთელი 5 წლის შემდეგაც იძულებული ვარ ვაღიარო, რომ არ მენატრება, ქალაქი სრულიად შევისწავლე. დროთა განმავლობაში მთებზე ოცნებაც ავიხდინე, რომელიც ახალგაზრდობაში მიუწვდომელი ჩანდა. შემდეგ საჭირო მანქანები შევიძინეთ და მართალია, მთა ახლაც მიზიდავს, მაგრამ საიდუმლო ამოხსნილია.
სრულად
ალბათ, სულ სხვა ამბავს მოვყვებოდი, მაგალითად, ჩემი სოფლის პაწია, თეთრად შეფეთქილ ეკლესიაზე, სადაც ყოველ მარიამობას იკრიბებიან პონტოელი ბერძნები, ან ჯავახეთზე მოგითხრობდით, ერთ, უძველეს ბაზილიკაზე, რომლის შესახებ შეიძლება არ იცოდეთ. იქნებ დაკარგულ თბილისსა და მის განძზე მომეყოლა, ან უძველეს სარიტუალო ნაგებობებზე, რომელიც ასე ბევრია ჩვენს ქვეყანაში.
სრულად






Carpet Cleaning Calgary