დედის ამაგი
06 მარტი, 2021
ბლოგს "თემის კვირეულის" ფარგლებში წარმოგიდგენთ. მიმდინარე კვირაში დედაზე ძალან საინტერესო ბლოგებს შემოგთავაზებთ. სამხრეთ კავკასიის სხვადასხვა ადგილას მცხოვრები ოთხი ავტორი საკუთარ აზრებს, შთაბეჭდილებებს, მოსაზრებებს, დაუვიწყარ წუთებს, მოგონებებს გვიზიარებს. ოთხ ავტორს ერთი თემა, სხვადასხვა კუთხიდან დანახული ამბავი და სამხრეთ კავკასია აერთიანებს. ყოველ ახალ კვირას ახალ კავკასიურ ამბებს გავეცნობით (რუტინული ყოველდღიურობის მიღმა), მათ შორის, სოხუმიდან და ცხინვალიდან.

როცა პატარა გოგო ვიყავი, ჩემთვის ყველაზე სასურველი კომპლიმენტი დედასთან მიმსგავსება იყო. ჩემი დედიკო იყო და არის ძალიან მაგარი ქალი.
მძიმე 90-იანებში ოთხ ადგილას მუშაობდა, სახლის საქმეს უძღვებოდა, მე და ჩემს ძმას გვზრდიდა, მშვენივრად უვლიდა საკუთარ თავსაც. მისი ძლიერი მხარე ყველაფრის მოსწრება კი არ იყო, არამედ ის, რომ ამ ყველაფრის ფონზე ბედნიერად გამოიყურებოდა. ის წლები ჩვენთვისა და ბევრი სომხური ოჯახისთვის ძალიან მძიმე იყო, მაგრამ ბავშვები ამას ვერ ვამჩნევდით.

დედაჩემს შეუძლია სადღესასწაულო განწყობა შეგიქმნას. როცა საჭმლის დეფიციტი იყო, არსებული პროდუქტებიდან ახალ კერძებს იგონებდა. ერთი და იგივე სამოსი ეცვა სეზონზე, ფულს აგროვებდა და ჩვენთვის საუკეთესოს ყიდულობდა. როდესაც მეკითხებიან, რატომ არ ვქმნი ოჯახს და არ ვაჩენ ბავშვებს? ძალიან გულწრფელი პასუხი მაქვს ამ თემაზე: ისეთი კარგი დედა ვერასდროს ვიქნები როგორიც დედაჩემია.

დედა მუსიკოსი და კომპოზიტორია. დიდიხანია ბავშვებთან მუშაობს და პატარებს მუსიკის ისტორიას, სოლფეჯიოს ასწავლის. მათაც იმდენივე სითბო და მზურველობა აჩუქა, რაც მე და ჩემს ძმას. ჩემზე ფეხმძიმობისას თავის მასშტაბურ კომპოზიციას ქმნიდა. შოსტაკოვიჩს, ხაჩატრიანს, დებიუსს, ფიცჯერალდს უსმენდა. შეიძლება ამიტომაც ყოველთვის ვეძებ და ვტკბები კარგი მუსიკით. სინამდვილეში სწორედ დედაჩემია კარგი მუსიკა.

სხვა სტატიები
აფხაზეთი ერთი დიდი ღირსშესანიშნაობაა, თუმცა, ადრე თუ გვიან მასშტაბების სიმცირეს გრძნობ. ახალი ათონი რაც არ უნდა თვალწარმტაცი იყოს, ალბათ, ქალაქის ქუჩებში ბოლო გასეირნებიდან მთელი 5 წლის შემდეგაც იძულებული ვარ ვაღიარო, რომ არ მენატრება, ქალაქი სრულიად შევისწავლე. დროთა განმავლობაში მთებზე ოცნებაც ავიხდინე, რომელიც ახალგაზრდობაში მიუწვდომელი ჩანდა. შემდეგ საჭირო მანქანები შევიძინეთ და მართალია, მთა ახლაც მიზიდავს, მაგრამ საიდუმლო ამოხსნილია.
სრულად
ალბათ, სულ სხვა ამბავს მოვყვებოდი, მაგალითად, ჩემი სოფლის პაწია, თეთრად შეფეთქილ ეკლესიაზე, სადაც ყოველ მარიამობას იკრიბებიან პონტოელი ბერძნები, ან ჯავახეთზე მოგითხრობდით, ერთ, უძველეს ბაზილიკაზე, რომლის შესახებ შეიძლება არ იცოდეთ. იქნებ დაკარგულ თბილისსა და მის განძზე მომეყოლა, ან უძველეს სარიტუალო ნაგებობებზე, რომელიც ასე ბევრია ჩვენს ქვეყანაში.
სრულად






Carpet Cleaning Calgary