დედის თავგადასავალი
07 მარტი, 2021
დედის თავგადასავალი ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
ბლოგს "თემის კვირეულის" ფარგლებში წარმოგიდგენთ. მიმდინარე კვირაში დედაზე ძალან საინტერესო ბლოგებს შემოგთავაზებთ. სამხრეთ კავკასიის სხვადასხვა ადგილას მცხოვრები ოთხი ავტორი საკუთარ აზრებს, შთაბეჭდილებებს, მოსაზრებებს, დაუვიწყარ წუთებს, მოგონებებს გვიზიარებს. ოთხ ავტორს ერთი თემა, სხვადასხვა კუთხიდან დანახული ამბავი და სამხრეთ კავკასია აერთიანებს. ყოველ ახალ კვირას ახალ კავკასიურ ამბებს გავეცნობით (რუტინული ყოველდღიურობის მიღმა), მათ შორის, სოხუმიდან და ცხინვალიდან.

სოხუმის გარეუბანში მუსიკალურ სკოლასთან ახლოს გამწვანებულ ბაღში ვსეირნობ.
ფეხქვეშ ხრაშუნს ვგრძნობ, ვიხედები მიწაზე და ქათმის ათობით კვერცხს ვხედავ, დედას ვეძახი და ქაღალდის შეფუთვით მოდის, კვერცხები ერთად მოვაგროვეთ.

ეს ჩემი ადრეული ბავშვობის ერთ-ერთი პირველი მოგონებაა, 1985-1986 წლის. ისე ადრე იყო, რომ იმასაც ვფიქრობ, სულაც არაა მოგონება, არამედ სადღაც მეხსიერებაში შემორჩა მოგონების მოგონება. ამის შემდეგაც ხშირად მივდიოდი ჩანბას ქუჩაზე მდებარე სოფლის გამწვანებულ სკოლაში, მდებარეობა ზუსტად დავიმახსოვრე, მაგრამ ახლა შენობის ნასახიც კი აღარ დგას.

შეუცვლელი მხოლოდ ერთი რამ დარჩა, პიესების ხმა ფორტეპიანოს ჯგუფიდან, რომელსაც დედა ასწავლიდა. როგორც თითქმის 40 წლის წინ პიანინოს ხმაზე მასთან მივრბოდი, რომ ქაღალდის შეფუთვა ქათმის კვერცხების მოსაგროვებლად გამომერთმია, ახლაც, უკვე 1000 კილომეტრის მოშორებით ჩანბას სკოლიდან, ხდება ხოლმე, რომ მასთან მისი მოსწავლეების მუსიკალურ ბგერების გაგონებისას შევდივარ.

სოხუმი, ტყვარჩელი, სოჭი, კრასნოდარი, ანტალია, სტამბული - ეს ის ქალაქებია, სადაც დედა უკრავდა. თითოეულ ამ ქალაქში როიალს მიუჯდებოდა ხოლმე და შემდეგ ისევ მოსწავლეებთან ბრუნდებოდა. ხშირად საქმის მიტოვებას აპირებდა, მაგრამ საბოლოოდ მაინც ბავშვებთან ბრუნდებოდა, რამდენიმე თვის შემდეგ ყოველთვის ახალი ჯგუფი ჰყავდა. მაშინაც არ დაუხევია უკან, როცა თურქულ ენას არ ფლობდა და ბავშვებთან მუშაობა შესთავზეს. ანკარიდან უარყოფით პასუხს ელოდა, რადგან არ იცოდა, რა უნდა ექნა მოსწავლეებთან, რომლებთანაც ენობრივი ბარიერი ჰქონდა. მეგობრებსა და კოლეგებს პირდაპირ უარის ვერ უთხრა.

საბოლოოდ ჯგუფი მაინც მისცეს, ენაც გარკვეულ დონეზე ისწავლა. და უკვე წლების შემდეგ, როდესაც დედა თურქეთიდან მოსკოვში გადავიდა და აიყვანა ადგილობრივი ბავშვები, ინსტინქტურად თურქულად მიმართავდა.

დღეს დედა ასაკით ახალგაზრდა აღარაა, მაგრამ სინამდვილეში ისევ ძალიან ახალგაზრდაა. მას ისევ დიდი ჯგუფი, კონცერტები, გამოცდები აქვს. ეს ყველაფერი დიდი შესვენების შემდეგ დაბრუნდა. მოსკოვში დედამ როგორც იქნა შეძლო და აქტიურ პროფესიულ ცხოვრებას ჩამოშორდა, უმცროსი შვილის ბიზნესში ჩაერთო. სახლში კომპიუტერის მონიტორთან ჯდომით უფრო მეტს გამოიმუშავებდა, უცვლელი მხოლოდ ერთი ფინჯანი მაგარი თურქული ყავა იყო.

მიუხედავად ამისა, ცხოვრებამ არ მისცა უფლება პროფესია საბოლოოდ მიეტოვებინა და თითქმის 6 წლის შემდეგ დაუბრუნდა. პატარა ქალაქის მუსიკალურ სკოლაში ასწავლის, სადაც არც ბავშვებს და არც სხვა პედაგოგებს გაეგოთ აქამდე, რომ მუსიკის მასწავლებელს დაკვრა თავადაც შეეძლო. ცხოვრება მეორდებოდა, მართალია, ქათმის კვერცხები ამ სკოლის ბაღში ჯერ არ გვიპოვია. ახლა სამსახურში უკვე ბებიას შვილიშვილებიც ხშირად სტუმრობენ.

სულ ცოტახნის წინ მამა დავკარგეთ, ისიც მუსიკოსი იყო. მშობლებმა ერთად გაიარეს არა მხოლოდ ცხოვრებისეული, არამედ პროფესიული გზაც. მევიოლინეებისა და გიტარისტების ჯგუფი არის ის, რაც მამამ ქალაქს თავის ცხოვრებისეულ გზაზე მემკვიდრეობით დაუტოვა.


პროექტს "ჟურნალისტები სამხრეთ კავკასიიდან" თავისუფალი ასოციაცია ახორციელებს. მასალებში გამოთქმული შეხედულებები შესაძლოა, განმახორციელებელი ორგანიზაციისა და დონორის მოსაზრებებს ყოველთვის არ ემთხვეოდეს.
სხვა სტატიები
აფხაზეთი ერთი დიდი ღირსშესანიშნაობაა, თუმცა, ადრე თუ გვიან მასშტაბების სიმცირეს გრძნობ. ახალი ათონი რაც არ უნდა თვალწარმტაცი იყოს, ალბათ, ქალაქის ქუჩებში ბოლო გასეირნებიდან მთელი 5 წლის შემდეგაც იძულებული ვარ ვაღიარო, რომ არ მენატრება, ქალაქი სრულიად შევისწავლე. დროთა განმავლობაში მთებზე ოცნებაც ავიხდინე, რომელიც ახალგაზრდობაში მიუწვდომელი ჩანდა. შემდეგ საჭირო მანქანები შევიძინეთ და მართალია, მთა ახლაც მიზიდავს, მაგრამ საიდუმლო ამოხსნილია.
სრულად
ალბათ, სულ სხვა ამბავს მოვყვებოდი, მაგალითად, ჩემი სოფლის პაწია, თეთრად შეფეთქილ ეკლესიაზე, სადაც ყოველ მარიამობას იკრიბებიან პონტოელი ბერძნები, ან ჯავახეთზე მოგითხრობდით, ერთ, უძველეს ბაზილიკაზე, რომლის შესახებ შეიძლება არ იცოდეთ. იქნებ დაკარგულ თბილისსა და მის განძზე მომეყოლა, ან უძველეს სარიტუალო ნაგებობებზე, რომელიც ასე ბევრია ჩვენს ქვეყანაში.
სრულად






Carpet Cleaning Calgary