"კეთილი დედა" - ქალების აქტივიზმი სომხეთში
08 მარტი, 2021
"კეთილი დედა" - ქალების აქტივიზმი სომხეთში ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
ბლოგს "თემის კვირეულის" ფარგლებში წარმოგიდგენთ. მიმდინარე კვირის თემაა "ქალი ჩემი საზოგადოებიდან". სამხრეთ კავკასიის სხვადასხვა ადგილას მცხოვრები ოთხი ავტორი საკუთარ აზრებს, შთაბეჭდილებებს, მოსაზრებებს, დაუვიწყარ წუთებს, მოგონებებს გვიზიარებს. ოთხ ავტორს ერთი თემა, სხვადასხვა კუთხიდან დანახული ამბავი და სამხრეთ კავკასია აერთიანებს. ყოველ ახალ კვირას ახალ კავკასიურ ამბებს გავეცნობით (რუტინული ყოველდღიურობის მიღმა), მათ შორის, სოხუმიდან და ცხინვალიდან.

ერევანთან ახლოს სოფელია, სადაც ნაცრისფერ სახლებს შორის ერთი შენობა თავისი სიფერადით გამოირჩევა.
მკვეთრი იისფერი და მოლურჯო-მოყვითალო სახლის შიგნითაც არანაკლები ფერადოვნებაა. ადამიანური ფერები თანდათანობით იცვლება. ამ სახლში ხშირად დიდი დარდის მატარებელი ქალები ხვდებიან, მაგრამ ეტაპობრივად მათი ცხოვრება და ხასიათი ხალისდება. ფერადი ცენტრი დედებს შიშის დაძლევაში, შშმ ბავშვების მოვლაში ეხმარება.

საქველმოქმედო ორგანიზაციას "კეთილი დედა" დაარქვეს. ცენტრის დამფუძნებლის მარინე ადულიანის თქმით, ყველაფერი იმით დაიწყო, რომ მან მშობლებისგან მიტოვებული პატარა იპოვა, რომელიც დედ-მამამ საავადმყოფოში ჯანმრთელობის პრობლემების გამო დატოვა. ბავშვის დახმარების სურვილმა ქალების ჯგუფი გააერთიანა და ერთი წლის შემდეგ პატარასთან მუშაობის შედეგად დედამ შვილი სახლში წაიყვანა.

პირველ წელს მოხალისეთა ჯგუფი უბრალოდ, ბავშვთა სახლებსა და საავადმყოფოებში დადიოდა, მიტოვებულ ბავშვებს პოულობდნენ, ცდილობდნენ, მათთვის ყველა საჭირო პირობა შეექმნათ, მშობლებსაც საინფორმაციო და ფსიქოლოგიურ კონსულტაციას უტარებდნენ. დღეს უკვე 8000-მდე "კეთილი დედაა" ორგანიზაციაში გაერთიანებული. მათი მთავარი მიზანია, ბავშვთა სახლის აღსაზრდელები ოჯახებში დააბრუნონ და ასევე, ცდილობენ, შემცირდეს იმ მშობელთა რიცხვი, რომლებიც ბავშვზე უარს მხოლოდ მისი შეზღუდული შესაძლებლობის გამო ამბობენ. "კეთილ დედებს" სურთ, მათი მზრუნველობის ქვეშ მყოფი პატარები საზოგადოების სრულფასოვანი წევრები გახდნენ.

სწორედ სპონსორებისა და საზოგადოების მხარდაჭერით მარინე ადულიანმა ცენტრი სახელად "კეთილი სახლი" ააშენა და ორგანიზაციის მანდატი გააფართოვა. " კეთილი სახლი" ორი შენობისგან შედგება: პირველი არის თერაპული ცენტრი და თავშესაფარი დედებისთვის, რომლებსაც არ სურთ შვილების დატოვება; მეორე შენობაში კი ბავშვები არიან, რომლებმაც დატოვეს ბავშვთა თავშესაფრები, ისინი ამ შენობაში იცხოვრებენ. ასევე, აქ არის ღონისძიებების პლატფორმა, სადაც შესაძლებელია, საბავშვო ზეიმების მოწყობა ქველმოქმედების გასაღებად.

ბევრმა შეიძლება არც იცოდეს რა ჰქვია, მარინე ადულიანი სახეზე ვერ იცნონ, მაგრამ საზოგადოებაში ცხოვრება უფრო მარტივია, როცა იცი, რომ მისი წარმომადგენელია ისეთი მზრუნველი დედა, კეთილი ქალი და კარგი მოქალაქე, რომელიც საუბრობს ტაბუირებულ თემებზე და სამყაროს უკეთესობისკენ ცვლის.


პროექტს "ჟურნალისტები სამხრეთ კავკასიიდან" თავისუფალი ასოციაცია ახორციელებს. მასალებში გამოთქმული შეხედულებები შესაძლოა, განმახორციელებელი ორგანიზაციისა და დონორის მოსაზრებებს ყოველთვის არ ემთხვეოდეს.
სხვა სტატიები
აფხაზეთი ერთი დიდი ღირსშესანიშნაობაა, თუმცა, ადრე თუ გვიან მასშტაბების სიმცირეს გრძნობ. ახალი ათონი რაც არ უნდა თვალწარმტაცი იყოს, ალბათ, ქალაქის ქუჩებში ბოლო გასეირნებიდან მთელი 5 წლის შემდეგაც იძულებული ვარ ვაღიარო, რომ არ მენატრება, ქალაქი სრულიად შევისწავლე. დროთა განმავლობაში მთებზე ოცნებაც ავიხდინე, რომელიც ახალგაზრდობაში მიუწვდომელი ჩანდა. შემდეგ საჭირო მანქანები შევიძინეთ და მართალია, მთა ახლაც მიზიდავს, მაგრამ საიდუმლო ამოხსნილია.
სრულად
ალბათ, სულ სხვა ამბავს მოვყვებოდი, მაგალითად, ჩემი სოფლის პაწია, თეთრად შეფეთქილ ეკლესიაზე, სადაც ყოველ მარიამობას იკრიბებიან პონტოელი ბერძნები, ან ჯავახეთზე მოგითხრობდით, ერთ, უძველეს ბაზილიკაზე, რომლის შესახებ შეიძლება არ იცოდეთ. იქნებ დაკარგულ თბილისსა და მის განძზე მომეყოლა, ან უძველეს სარიტუალო ნაგებობებზე, რომელიც ასე ბევრია ჩვენს ქვეყანაში.
სრულად






Carpet Cleaning Calgary