ყოველ სამუშაო დღეს დილა ბაბუასთან მისალმებით იწყებოდა. ცხელ აღმოსავლურ ყავას, წყალსა და ვაშლს ვთხოვდი ხოლმე. ყველაფრის მოტანის შემდეგ, ცოტას ვსაუბრობდით. მსგავსი დღის წესრიგი ძალიან მოსწონდა და ბრაზდებოდა კიდეც, როცა ყველაფრის მოტანას დედა ასწრებდა. დღის ასე დაწყება პოზიტიური ენერგიით მავსებდა და თავს ნამდვილად ბედნიერად ვგრძნობდი. ყველაფერი შარშანდელმა წელმა შეცვალა. 87-ე დაბადების დღეზე ბაბუს ვერც კი ჩავეხუტე. ე.წ. ლოკდაუნის დროს ვმუშაობდი, ადამიანებს ვხდებოდი, უკვე მისი ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო აღარ ვიყავი.
გასული წლის დასაწყისში ჩემს ქვეყანაში (სომხეთი) ადამიანებმა კოვიდთან ბრძოლა გადაწყვიტეს, სჯეროდათ აღნიშნულის შესაძლებლობა. ჩვენმა ხელისუფლებამ რამდენიმე დაცარიელებული სასტუმროც იქირავა, რომ უსიმპტომო ინფიცირებულები განეთავსებინათ. აღნიშნული პრაქტიკა რამდენიმე საერთაშორისო მედიასაშუალებამაც გააშუქა როგორც სამაგალითო. პანდემიის დასაწყისში თუ ძვირადღირებულ სასტუმროებში ინფიცირებულები ტურისტების ნაცვლად გადაჰყავდათ, რამდენიმე თვის შემდეგ ვირუსით მძიმედ დაავადებულთათვისაც ადგილები აღარ იყო. ჩემს ქვეყანაში ადამიანები ძალიან ემოციურები არიან, ცოტა პირადი სივრცე აქვთ, ისინი ძალიან გახსნილები და კომუნიკაბელურები არიან. დიდი ალბათობით, ვირუსის საუკეთესო მოკავშირე სწორედ ეს გახდა.
ყოველდღიურად კოვიდით ინფიცირებულთა სტატისტიკის ნახვის შემდეგ კიდევ ერთხელ ვრწმუნდებოდი, რომ აქ არ იყო არანაირი ადამიანური ისტორიები, ადამიანები შემაძრწუნებელ სტატისტიკაში დაიკარგნენ.
თუმცა, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ კოვიდ 19-ის დროს დაწესებულმა რამდენიმე შეზღუდვამ ბევრი ახალი შესაძლებლობა გაგვიჩინა ციფრულ სამყაროში და ბევრი ჩვენგანისთვის ეს გამოწვევაც იყო.
2021 წელს ფარმაცევტული ბაზრის წინაშე დიდი ამოცანა დგას. ვაქცინის შემუშავებაზე კონკურენციამ ინდუსტრიაში ინოვაციურობა შემოიტანა. ადამიანები იმედოვნებენ, რომ თანამედროვე ტექნოლოგიები პროცესს დააჩქარებენ. ჩვენ ყველა ველოდებით ჯადოსნურ წამალს, რომელიც შვილიშვილებს ბებია-ბაბუის ჩახუტების უფლებას მისცემს.