ბლოგს "თემის კვირეულის" ფარგლებში წარმოგიდგენთ. მიმდინარე კვირის თემაა საბჭოთა კავშირი. სამხრეთ კავკასიის სხვადასხვა ადგილას მცხოვრები ოთხი ავტორი საკუთარ აზრებს, შთაბეჭდილებებს, მოსაზრებებს, დაუვიწყარ წუთებს, მოგონებებს გვიზიარებს. ოთხ ავტორს ერთი თემა, სხვადასხვა კუთხიდან დანახული ამბავი და სამხრეთ კავკასია აერთიანებს. ყოველ ახალ კვირას ახალ კავკასიურ ამბებს გავეცნობით (რუტინული ყოველდღიურობის მიღმა), მათ შორის, სოხუმიდან და ცხინვალიდან.
მაშინ დავიბადე, როცა სომხეთი საბჭოთა კავშირის ნანგრევებიდან თავის დაღწევას ცდილობდა. თქვენ იცით რას ნიშნავს პატარა ქვეყნისთვის დიდი ქვეყნის ჩამოქცევა? დახურულ საწარმოებს ათასობით თანამშრომლით, ვინაიდან ბაზრები, სადაც პროდუქცია საღდებოდა, აღარ არსებობდა, არაჰაცის წარმოების მაცივრები იმდენად დიდი რაოდენობით იყო, რომ თითოეულ ადამიანს შეხვდებოდა, მუშაობა ამ ტემპით რომ გაეგრძელებინათ. იყო რაღაც, რაც ბავშვობიდან მომყვებოდა. მე ვცხოვრობდი ხრუშჩოვკაში, ბებიის სახლი კი სტალინის პროექტის მიხედვით იყო აგებული. არც კი ვიცოდი, რომ ეს სახელები ბინებს კი არა, ადამიანებს ეკუთვნოდათ, რომელთა მმართველობის დროსაც შენობები იგებოდა. ვიცოდი, რომ ახალი სტალინური პროექტი უფრო მისაღები იყო ჩვენთვის.
მამა და დედა იშვიათად საუბრობდნენ საბჭოთა წლებზე, მათ ამისთვის არ ეცალათ, ოჯახი უნდა შეენახათ, მეორეს მხრივ ბებია-ბაბუას ნოსტალგია აწუხებდა. გასული წლები ზღაპრად მეჩვენებოდა, ჯადოსნური დროდ, როცა ყველას ყველა უყვარდა, ერთმანეთით ყველა კმაყოფილი იყო. მაშინ არ ვკითხულობდი მონადირეებმა წითელქუდა მგლის მუცლიდან უვნებელი როგორ დაიხსნეს. როცა გავიზარდე და კითხვების დასმა დავიწყე, მივხვდი, რომ ამ ზღაპარში მუქი ფერები დომინირებდნენ.
ერთ-ერთი საუბრის დროს გავარკვიე, რომ ბაბუის ძმა გადაუსახლებიათ და ის შიმშილითა და ციმბირის სიცივით მოკვდა. ბაბუას საბჭოთა ამბების გახსენებისას ამის მოყოლა დიდად არ უყვარდა.
ბანკში ფული ყველას ჰქონდა, შეიძლება იფიქროთ, რომ მდიდრები იყვნენ, მაგრამ მალევე გაირკვა, რომ ფული გაუფასურდა და ვერაფერში გამოიყენებდი. ერთხელ ბებიას მეგობარმა მითხრა, რომ მას მანქანის საყიდლად საკმარისი ფული ჰქონდა, მაგრამ თავის რიგს ელოდებოდა, ბაზარზე საკმარისი მანქანები არ იყო, მისი რიგი კი ვეღარ მოესწრო.
აი ასეთი საბჭოთა ზღაპრები იქცა ნაცრისფერ რეალობად, რომლებიც ასაკოვანი ადამიანების მოგონებებს დაეპატრონენ.
ამასთან, შეუძლებელია 70-წლიანი მემკვიდრეობისა და მეხსიერების წაშლა 30 წელში. ჩვენს სახლშიც კი საბჭოთა ჭურჭელი და საახალწლო სათამაშოები კიდევ არის შემორჩენილი. ვსწავლობთ "ტკბილი" მოგონებების გაფილტვრას მკაცრი რეალობისგან და საკუთარი წარსულის პატივისცემას.
პროექტს "ჟურნალისტები სამხრეთ კავკასიიდან" თავისუფალი ასოციაცია ახორციელებს. მასალებში გამოთქმული შეხედულებები შესაძლოა, განმახორციელებელი ორგანიზაციისა და დონორის მოსაზრებებს ყოველთვის არ ემთხვეოდეს.