გმირი მასწავლებელი
28 მაისი, 2021
გმირი მასწავლებელი ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
ბლოგს "თემის კვირეულის" ფარგლებში წარმოგიდგენთ. მიმდინარე კვირის თემაა ჩემი გმირი. სამხრეთ კავკასიის სხვადასხვა ადგილას მცხოვრები ოთხი ავტორი საკუთარ აზრებს, შთაბეჭდილებებს, მოსაზრებებს, დაუვიწყარ წუთებს, მოგონებებს გვიზიარებს. ოთხ ავტორს ერთი თემა, სხვადასხვა კუთხიდან დანახული ამბავი და სამხრეთ კავკასია აერთიანებს. ყოველ ახალ კვირას ახალ კავკასიურ ამბებს გავეცნობით (რუტინული ყოველდღიურობის მიღმა), მათ შორის, სოხუმიდან და ცხინვალიდან.

გმირის არსებობა ჩემს ცნობიერებაში სკოლის პერიოდში შემოვიდა. გმირები ჩემთვის ძირითადად, ისტორიული პერსონაჟებია, რომლებზეც მესმოდა სკოლაში სწავლისას. ახლა ძალიან თავისუფლად ანიჭებენ ადამიანებს ამ სტატუსს, ძალიან პატარა ცვლილებაც კი, რასაც სწორი სამოქალაქო განათლება უდევს საფუძვლად, ან უბრალოდ ჩვენი მოვალეობაა - გმირობად აღიქმება. მაგალითად, თუ დეპუტატი ხმას "წინააღმდეგ" აძლევს ანტისახალხო გადაწყვეტილებას - ის გმირია... თუმცა, დრო შეიცვალა და შესაბამისად, შეფასებებიც, მეც დავწერ ერთ ასეთ ადამიანზე, ჩემთვის ვინ არის გმირი.

2008 წელს ომის შემდეგ აქ (ოკუპირებულ ახალგორში) ძალიან ცოტა მოსწავლე და მასწავლებელი დარჩა, განსაკუთრებულად კი პირველი სასწავლო წელი გაურკვევლობის და შიშის იყო, მოუმზადებელი იყო შენობაც, არ იყო ბუნებრივი გაზი, სინათლე გრაფიკით და შესაბამისად არც გათბობაც, ამის გამო ერთ-ერთმა ქართულმა სკოლამ გადაწყვიტა კლასები შეშის ღუმელით გაეთბო. ამბავი რომელსაც მე გიყვებით მოსწავლეებისგან ვიცი, რომლებიც აღფრთოვანებულები მიყვებოდნენ მათი ერთი პედაგოგის შესახებ, სწორედ ამ ბავშვებმა გადაწყვიტეს, რომ მასწავლებელი გმირია, ბავშვების შეფასება კი ისეთი გულწრფელია, რომ უსიტყვოდ უნდა ენდო.


მე ვწერ ისტორიის მასწავლებელ ნინო გაროზაშვილზე, რომელიც იყო დედაჩემის, ჩემი და ჩემი შვილის მასწავლებელი. მას ჩვენს რაიონში ყველა იცნობს, წლების განმავლობაში ის ჩვენს რაიონში ყველაზე დიდი N1 ქართული საშუალო სკოლის დირექტორი იყო. ომის შემდეგ იმდენად მცირე რაიოდენობით თანამშრომლები ჰყავდა სკოლას, რომ დამლაგებლებიც არ იყვნენ საჭირო რაოდენობით, რომ აღარაფერი ვთქვათ პედაგოგებზე. ნინო მასწავლებელი გარდა იმისა რომ ასწავლიდა ისტორიას, ასევე იტვირთა ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლებაც, რადგან სკოლას ამ საგნის პედაგოგი არ ჰყავდა. ის მრავალმხრივ განათლებული და განვითარებული მასწავლებელია და ამიტომ არ გასჭირვებია ბავშვებისათვის შესაბამისი ცოდნა მიეცა, ამ საგანშიც. დგებოდა დილით ადრე, მიდიოდა სკოლაში ყველაზე ადრე და ღუმელს ანთებდა საკლასო ოთახში რომ მის მოსწავლეებს სითბო დახვედროდათ. შემდეგ ბავშვებს სახლში იღებდა და ისტორიაში დამატებით გაკვეთილებს უტარებდა.


ბოლო წლებში რაც მახსენდება საპროტესტო აქცია - გაფიცვა მოეწყოთ აქ ჩვენს რაიონში , სწორედ ნინო გაროზაშვილს უკავშირდება, რომელსაც საათები შეუმცირეს და რამდენიმე კლასს ვეღარ ასწავლიდა, რამაც ბავშვებში დიდი უკმაყოფლება გამოიწვია და განაცხადეს, რომ მის გარეშე აღარც თავად მივიდოდნენ სკოლაში, ბავშვებს მშობლები შეუერთდნენ. საბოლოოდ მათმა პროტესტმა შედეგი გამოიღო. სკოლა და რაიონის ხელმძღვანელობა ბავშვებთან დათმობაზე წავიდა და ნინო მასწავლებელი სკოლას სრული დატვირთვით სკოლას დაუბრუნდა.

პროექტს "ჟურნალისტები სამხრეთ კავკასიიდან" თავისუფალი ასოციაცია ახორციელებს. მასალებში გამოთქმული შეხედულებები შესაძლოა, განმახორციელებელი ორგანიზაციისა და დონორის მოსაზრებებს ყოველთვის არ ემთხვეოდეს.
სხვა სტატიები
აფხაზეთი ერთი დიდი ღირსშესანიშნაობაა, თუმცა, ადრე თუ გვიან მასშტაბების სიმცირეს გრძნობ. ახალი ათონი რაც არ უნდა თვალწარმტაცი იყოს, ალბათ, ქალაქის ქუჩებში ბოლო გასეირნებიდან მთელი 5 წლის შემდეგაც იძულებული ვარ ვაღიარო, რომ არ მენატრება, ქალაქი სრულიად შევისწავლე. დროთა განმავლობაში მთებზე ოცნებაც ავიხდინე, რომელიც ახალგაზრდობაში მიუწვდომელი ჩანდა. შემდეგ საჭირო მანქანები შევიძინეთ და მართალია, მთა ახლაც მიზიდავს, მაგრამ საიდუმლო ამოხსნილია.
სრულად
ალბათ, სულ სხვა ამბავს მოვყვებოდი, მაგალითად, ჩემი სოფლის პაწია, თეთრად შეფეთქილ ეკლესიაზე, სადაც ყოველ მარიამობას იკრიბებიან პონტოელი ბერძნები, ან ჯავახეთზე მოგითხრობდით, ერთ, უძველეს ბაზილიკაზე, რომლის შესახებ შეიძლება არ იცოდეთ. იქნებ დაკარგულ თბილისსა და მის განძზე მომეყოლა, ან უძველეს სარიტუალო ნაგებობებზე, რომელიც ასე ბევრია ჩვენს ქვეყანაში.
სრულად






Carpet Cleaning Calgary