ბლოგს "თემის კვირეულის" ფარგლებში წარმოგიდგენთ. მიმდინარე კვირის თემაა ჩემი გმირი. სამხრეთ კავკასიის სხვადასხვა ადგილას მცხოვრები ოთხი ავტორი საკუთარ აზრებს, შთაბეჭდილებებს, მოსაზრებებს, დაუვიწყარ წუთებს, მოგონებებს გვიზიარებს. ოთხ ავტორს ერთი თემა, სხვადასხვა კუთხიდან დანახული ამბავი და სამხრეთ კავკასია აერთიანებს. ყოველ ახალ კვირას ახალ კავკასიურ ამბებს გავეცნობით (რუტინული ყოველდღიურობის მიღმა), მათ შორის, სოხუმიდან და ცხინვალიდან.
ძალიან ხშირად გმირებს, რომლებსაც ჩვენ ვირჩევთ ახალგაზრდულ ასაკში, მომღერლებს, მსახიობებს, მარტივად ვივიწყებთ და მათი პოსტერები სადღაც შორეულ წარსულში რჩება ძველ ალბომებსა და მოგონებებთან ერთად. ჩემი გმირი შეუძლებელია დაივიწყო, მან მასწავლა, საკუთარი ოცნებისთვის როგორ უნდა იბრძოლო.
ბავშვობიდან ყველა უმტკიცებდა, რომ გარეგნობით არ გამოირჩეოდა, არ აქვს ისეთი ხმა, რომ ვარსკვლავი გახდეს. წამყვანი ფრანგი მომღერალი რომ ყოფილიყავი, პრესის წინააღმდეგაც უნდა წასულიყავით და ხელისუფლების წინააღმდეგაც, რადგან სიმღერები, რომელსაც ის წერდა, არავისთვის იყო მისაღები. მიუხედავად სკეპტიკისა, ესტრადის საუკუნის შემსრულებლად აღიარეს, სიენენისა და ჟურნალი ტაიმსის მიხედვით. ჩემი გმირი შარლ აზნავურია.
ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ სომეხს ძალიან მოწყენილი მზერა ჰქონდა და დაუჯერებლად კეთილი ღიმილი. ღრმა და ბრძენი თვალებით ერის მთელი ისტორიის გადმოცემა შეეძლო. მისი ხმა სომეხთა ყველა მიღწევასა და მწუხარებას გადმოსცემდა.
1988 წელი ერთ-ერთი ყველაზე რთული იყო აზნავურის ცხოვრებაში. საკუთარ წარმომავლობას ყოველთვის მწუხარებით აღნიშნავდა, ხაზს უსვამდა, რომ მისი ყველა ღირსება სომხური სისხლის დამსახურება იყო. "მე ნახევრად სომეხი და ნახევრად ფრანგი ვარ. მე რძიან ყავას ვგავარ, პრაქტიკულად შეუძლებელია ამ დროს რძე ყავისგან განაცალკევო,"-ამბობდა შარლ აზნავური.
1988 წლის სპიტაკის მიწისძვრა ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული ფურცელია სომეხი ერის ისტორიაში, რის შედეგადაც 25 000 სომეხი გარდაიცვალა. მიწისძვრის შემდეგ მალევე შარლ აზნავურმა პარიზში დაზარალებულთათვის ფონდი "აზნავური სომხეთისთვის" დაარსა. შეგროვებულ თანხას, ტანსაცმელს, პროდუქტებს, წამალს სომხეთში აგზავნიდა. მოხალისეთა რაოდენობა, მაშველთა ჯგუფები, ფინანსური და მატერიალური მხარდაჭერა ჯერ არგაგონილ რაოდენობას აღწევდა - ეს ყველაფერი შარლ აზნავურის დამსახურებით ხდებოდა. მისი დახმარება მხოლოდ მატერიალური არ იყო, 90-იანი წლების შემსრულებლები, მსახიობები, კულტურის სფეროს მოღვაწეები გაერთიანდნენ და სიმღერა "შენთვის სომხეთო" (Pოურ ტოი Aრმéნიე) შეასრულეს. მსოფლიო მასშტაბით ცნობილი ადამიანები ამას მხოლოდ თანაგრძნობის გამო არ აკეთებდნენ, მათთვის ღირსების საქმე იყო, რომ აზნავურის სამშობლოს რეაბილიტაციაში საკუთარი წვლილი შეჰქონდათ.
აზნავური მომდევნო წლებშიც ერთგული იყო ფონდის "აზნავური სომხეთისთვის", ქველმოქმედებას განაგრძობდა და საქველმოქმედო კონცერტებს აწყობდა, მიღებულ შემოსავალს მიწისძვრით დაზარალებულებს უგზავნიდა. ფონდის რესურსებით განადგურებულ რეგიონში არაერთი საცხოვრებელი სახლი და სკოლა აიგო.
ყოველ ჯერზე, როცა ჯანმრთელობის პრობლემა ექმნებოდა, მთელი მსოფლიოს სომხები მისთვის ლოცულობდნენ. ყველა ზრუნავდა მასზე, ისევე როგორც, ის მთელს ერზე. ეს მცირედი იყო, რისი გაკეთებაც შეგვეძლო იმ უზარმაზარი საქველმოქმედო საქმიანობისთვის, რომელსაც წლების განმავლობაში უძღვებოდა. როდესაც აზნავური გარდაიცვალა, მთელი ერი ტიროდა, მთელი მსოფლიო დამწუხრებული იყო.
და არის კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც ის დღემდე ჩემი გმირია. მან დაამტკიცა, რომ მთავარი უნიკალური დიაპაზონი კი არა, არამედ სულისშემძვრელი ხმა და ფრაზების სრულყოფილებაა, არა პლასტიკური მოძრაობა სცენაზე, არამედ გრძნობები. საქმე დამაბრმავებლად მაღალ ხმაში კი არა, არამედ შესრულების მუსიკალურობაშია. შეეცედათ, ყველა ცნობილი სიმღერიდან შეასრულეთ ფრაზა, შეიძლება ძალიან მოსაწყენად და უბრალოდ მოგეჩვენოთ, შეიძლება იმედიც გაგიცრუვდეთ. სწორედ ამაშია აზნავურის ფენომენი, ის მღერის სიტყვებითა და ფიქრებით, მხოლოდ მას შეუძლია მელოდიას სიცოცხლე შთაბეროს. სწორედ ამიტომ არ შეგვიძლია მომღერალი ერთი სიტყვით დავახასიათოთ. აზნავური - მხატვარი, სტატიკური გმირი და ყოველ ჯერზე ახალი პერსონაჟია. ის იმდენად მრავალმხრივი და უნიკალურია, რომ არ არის საჭირო მის სახელთან ყოველგვარი ზედსართავისა და დაზუსტების გამოყენება. იმდენი წელი მუშაობდა საკუთარ სახელზე, რომ მის დასახასიათებლად შარლ აზნავურიც საკმარისია.
პროექტს "ჟურნალისტები სამხრეთ კავკასიიდან" თავისუფალი ასოციაცია ახორციელებს. მასალებში გამოთქმული შეხედულებები შესაძლოა, განმახორციელებელი ორგანიზაციისა და დონორის მოსაზრებებს ყოველთვის არ ემთხვეოდეს.