დორიან გრეი და ცხოვრებისეული ფილოსოფია
19 ივნისი, 2021
დორიან გრეი და ცხოვრებისეული ფილოსოფია ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
ბლოგს "თემის კვირეულის" ფარგლებში წარმოგიდგენთ. მიმდინარე კვირის თემაა ლიტერატურული ნაწარმოები, რომელმაც შთაბეჭდილება მოახდინა. სამხრეთ კავკასიის სხვადასხვა ადგილას მცხოვრები ოთხი ავტორი საკუთარ აზრებს, შთაბეჭდილებებს, მოსაზრებებს, დაუვიწყარ წუთებს, მოგონებებს გვიზიარებს. ოთხ ავტორს ერთი თემა, სხვადასხვა კუთხიდან დანახული ამბავი და სამხრეთ კავკასია აერთიანებს. ყოველ ახალ კვირას ახალ კავკასიურ ამბებს გავეცნობით (რუტინული ყოველდღიურობის მიღმა), მათ შორის, სოხუმიდან და ცხინვალიდან.


დღეს ესთეტიკა ძალიან მოდური და თანამედროვე სიტყვაა, მაგრამ ამ სიტყვას პირველად ტიკტოკზე კი არა დორიან გრეის პორტრეტის კითხვისას შევხვდი. ამ წიგნში მთავარი ყურადღება ექცევა სრულყოფილების ხელოვნებას ადამიანური არასრულყოფილების წინააღმდეგ. დორიან გრეი ნამდვილი ესთეტია, თავისი ცხოვრებით ცხოვრობს სილამაზისა და სიამოვნების ძიებაში ყოველგვარი მორალური პასუხისმგებლობის გარეშე. თავის თავს სიამოვნებას სახეობის მიხედვით არ უზღუდავს. თითოეული მისი ქმედება სულმდაბალი და ეგოისტურია. ეს ძიება მას სილამაზით უზრუნველყოფს. ფიქრობს, რომ ახალგაზრდობა და სილამაზე ყველაფერია, რაც აქვს. სიკეთესა და ბოროტებას შორის მორალური კონფლიქტია, რასაც უმანკოების ცდუნებამდე მივყავართ.


რომანში პერსონაჟების გახსნილობა, მათი მიზანსწრაფულობა სიამოვნებისადმი და მათი ურთიერთობა ხელოვნებისადმი ასახავს იდეებს, რომლებიც ესთეტების ცხოვრებისეულ ფილოსოფიას უკავშირდება. დორიან გრეის პორტრეტში დორიანის შინაგანი მორალური რღვევა მისი გარეგნობის მიღმა იმალება, არცერთი ადამიანის მას ბოლომდე არ იცნობს, გარდა ბეზილ ჰოლუორდისა. ავტორი დარწმუნებულია, რომ ხელოვნებას მხოლოდ სილამაზე გვაჩვენებს. ნაწარმოებში სილამაზე ყველგან მეფობს.


დასასრულს, პორტრეტს პირველადი იერსახე უბრუნდება. რომანში ნაჩვენებია, რომ ფასი, რომლის გადახდაც მთავარ გმირს უწევს, მეტისმეტად მაღალია. მართალიც არის, დორიანი სანაცვლოდ იღებს არანაკლებს, საკუთარ სულს.


ყველაფერი ეს მე-19 საუკუნეში დაწერეს, მაგრამ დღეს ჩემთვის მაინც აქტუალურია. სილამაზის სტანდარტებზე არანორმალური გაიკიდება,  ახალგაზრდობის ინექციებზე დახარჯული თანხა, მეცნიერება, რომელიც ადამიანებს მსგავს სახეებსა და სხეულებს სთავაზობს, პირადად მე დორიან გრეის მაგონებენ. ეს ადამიანები ყოველდღიურად კარგავენ საკუთარ მეს, შინაგან სამყაროს, ხასიათსა და თვისებებს, მაგრამ არა ეშმაკთან გარიგებისთვის, არამედ რაღაც უფრო პროზაულობისთვის. დღეს სული არ არის დაფასებული, გარეგნობა კი გადაფასებულია.



პროექტს "ჟურნალისტები სამხრეთ კავკასიიდან" თავისუფალი ასოციაცია ახორციელებს. მასალებში გამოთქმული შეხედულებები შესაძლოა, განმახორციელებელი ორგანიზაციისა და დონორის მოსაზრებებს ყოველთვის არ ემთხვეოდეს.


სხვა სტატიები
აფხაზეთი ერთი დიდი ღირსშესანიშნაობაა, თუმცა, ადრე თუ გვიან მასშტაბების სიმცირეს გრძნობ. ახალი ათონი რაც არ უნდა თვალწარმტაცი იყოს, ალბათ, ქალაქის ქუჩებში ბოლო გასეირნებიდან მთელი 5 წლის შემდეგაც იძულებული ვარ ვაღიარო, რომ არ მენატრება, ქალაქი სრულიად შევისწავლე. დროთა განმავლობაში მთებზე ოცნებაც ავიხდინე, რომელიც ახალგაზრდობაში მიუწვდომელი ჩანდა. შემდეგ საჭირო მანქანები შევიძინეთ და მართალია, მთა ახლაც მიზიდავს, მაგრამ საიდუმლო ამოხსნილია.
სრულად
ალბათ, სულ სხვა ამბავს მოვყვებოდი, მაგალითად, ჩემი სოფლის პაწია, თეთრად შეფეთქილ ეკლესიაზე, სადაც ყოველ მარიამობას იკრიბებიან პონტოელი ბერძნები, ან ჯავახეთზე მოგითხრობდით, ერთ, უძველეს ბაზილიკაზე, რომლის შესახებ შეიძლება არ იცოდეთ. იქნებ დაკარგულ თბილისსა და მის განძზე მომეყოლა, ან უძველეს სარიტუალო ნაგებობებზე, რომელიც ასე ბევრია ჩვენს ქვეყანაში.
სრულად






Carpet Cleaning Calgary