ბლოგს "თემის კვირეულის" ფარგლებში წარმოგიდგენთ. მიმდინარე კვირის თემაა ლიტერატურული ნაწარმოები, რომელმაც შთაბეჭდილება მოახდინა. სამხრეთ კავკასიის სხვადასხვა ადგილას მცხოვრები ოთხი ავტორი საკუთარ აზრებს, შთაბეჭდილებებს, მოსაზრებებს, დაუვიწყარ წუთებს, მოგონებებს გვიზიარებს. ოთხ ავტორს ერთი თემა, სხვადასხვა კუთხიდან დანახული ამბავი და სამხრეთ კავკასია აერთიანებს. ყოველ ახალ კვირას ახალ კავკასიურ ამბებს გავეცნობით (რუტინული ყოველდღიურობის მიღმა), მათ შორის, სოხუმიდან და ცხინვალიდან.
წიგნი, რომელმაც შემცვალა: ეს თემა ყველაზე რთული აღმოჩნდა ჩემთვის ბლოგების სერიაში. რეკომენდაციას ფაქტობრივად ვერაფერს გავუწევ, ბოლო წლებში არცერთი წიგნი არ შემხვედრია, რომლის კითხვისასაც აღმომხდებოდა: "აი, ეს მესმის". არ ვფიქრობ, რომ ეს იმის ბრალია, კარგი ლიტერატურა აღარ არის. უფრო მე თვითონ შევიცვალე. ამიტომ მომიწია ცხოვრების სხვადასხვა ეპოქა გამეხსენებინა. მაინც რომელი იყო ის წიგნი, რომელმაც შემცვალა? 2006 წელი გამახსენდა და მათ შორის, პასუხიც კითხვაზე, თუ 15 წლის შემდეგაც კი, რატომ არ შემიძლია ლიტერატურული აღმოჩენის რეკომენდება.
წიგნი, რომელმაც შემცვალა, უნივერსიტეტის, დევიდ მეიერსის, სოციალური ფსიქოლოგიის სახელმძღვანელო იყო. იმ პერიოდში ჟურნალისტური გამოცდილება დავაგროვე და პოლიტოლოგიისკენ მივისწრაფვოდი და სრულიად გასაგებიც იყო, რატომ, კონტრაქტებისთვის. საინტერესო პროექტები ნორმალური ანაზღაურებით მაშინ პოლიტიკურ პიარში იყო. ვფიქრობდი, რომ წარმოდგენა უნდა მქონოდა აკადემიურ განათლებაზე ჰუმანიტარული მიმართულებით. ასევე, ის მაკომპლექსებდა, რომ ჩემს პროფესიას საერთო არაფერი ჰქონდა ჰუმანიტარულ მეცნიერებებთან, ახლო კავშირი იმ სფეროსთან, რომელშიც ვგეგმადი კარიერის გაგრძელებას. ამიტომ დასაწყისისთვის გადავწყვიტე, უნივერსიტეტის სახელმძღვანელოები მეკითხა.
და დიახ, ამან ჩემში ყველაფერი გადაატრიალა. მაშინ ჩვენ, ჟურნალისტები ხშირად ვსაუბრობდით მონაცემების გადამოწმებაზე, სტატისტიკის მნიშვნელობაზე დაუსრულებელ ტრენინგებზე ჟურნალისტებისთვის. ეს ყველაფერი იყო სიტყვა. აკადემიურ ლიტერატურაში ჩაღრმავებისას, მოგვიანებით იყო მონოგრაფიები, სამეცნიერო ნაშრომები, დისერტაციები, მეცნიერების უბრალოდ საინტერესო წიგნები, ჩემთვის აღმოვაჩინე, რომ სწორედ ასეთი ლიტერატურა ჟურნალისტის პირად ინტელექტუალურ ცოდნას ქმნის.
მონაცემები, მოწმეები, ციფრები, სტატისტიკა - ეს ყველაფერი არც ისე საინტერესოა საკითხავად, ასეთ ლიტერატურაში ნამდვილი დრამატურგიის მხატვრულ ტექნიკას ვერ ნახავთ, ეს არ არის თავისუფალ დროს საკითხავი.
მხატვრული ლიტერატურის წინააღმდეგი არ ვარ, მით უმეტეს, რომ ჟურნალისტისთვის მნიშვნელოვანია ისეთი ჟანრი როგორიც არის სუბიექტურობით სავსე მემუარები, ძალიან ბევრი საინტერესო რამ შეგიძლიათ ნახოთ უფროსი თაობის ჟურნალისტთა, პოლიტიკოსების, კულტურის მოღვაწეების და სხვათა წიგნებში.
მე ვფიქრობ, ახალგაზრდა ჟურნალიტს უნდა ესმოდეს მსგავსი წიგნები რამდენად სუბიექტურია. ეს ნაკლი არ არის, ეს არის ცოცხალი ადამიანის პოზიცია, თითოეულ მათგანს აქვს უფლება იფიქროს ისე, როგორც ფიქრობს.
ვფიქრობ, თითოეული ვინც მედიაში მუშაობს, სუბიექტურობაზე მაღლა უნდა იყოს, რომ სხვების მსოფლმხედველურ დამოკიდებულებას არ გადმოსცემდეს. აკადემიურ ჰუმანიტარულ ლიტერატურაზე უფრო მეტად რას შეუძლია ასეთი შესძლებლობა მოგცეთ?
მართალია, არც ის არის უნაკლო. და ის, ვინც რამდენიმე წელს სამეცნიერო ნაშრომების კითხვაში დაკარგავს, ბევრ მათგანში ტენდენციურობასა და ავტორის მსოფლმხედველობის პროპაგანდას, მითოლოგიურობას, გაურკვევლობას აღმოაჩენს და ზოგჯერ აშკარა დილეტანტიზმსაც. არაფერია საშიში - ცოდნის ალმასის გამოყოფა რომ შეძლო უსარგებლო წიგნების გროვაში, ამასაც ცოდნა უნდა.
ერთი სიტყვით, ამ გზავნილის დასასრულს, მინდა ვთქვა, რომ გადამწყვეტი როლი ჩემს ინტელექტუალურ ცხოვრებაში საუნივერსიტეტო სახელმძღვანელომ შეასრულა, რომელმაც აკადემიური ჰუმანიტარული დარგი საფუძვლიანად გამაცნო. ვისწავლე "მოსაწყენი", მაგრამ სინამდვილეში საინტერესო და სასარგებლო წიგნების კითხვა. შედეგად მსოფლმხედველობის ჩარჩოებს თავი დავაღწიე, რაც იდეოლოგური და პოლიტიკური შეზღუდვის თანხლებით ადგილობრივი კულტურისთვის არის დამახასიათებელი. ჟურნალისტისთვის უფრო სასარგებლოს ვერაფერს ვხედავ, თუ მისი მსოფლმხედველობა მიმართულია დიდი, გახსნილი და ჭკვიანი მსოფლიოს ღირებულებებისადმი.
პროექტს "ჟურნალისტები სამხრეთ კავკასიიდან" თავისუფალი ასოციაცია ახორციელებს. მასალებში გამოთქმული შეხედულებები შესაძლოა, განმახორციელებელი ორგანიზაციისა და დონორის მოსაზრებებს ყოველთვის არ ემთხვეოდეს.