თანასწორი უფლებები
22 ივნისი, 2021
თანასწორი უფლებები ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
ბლოგს "თემის კვირეულის" ფარგლებში წარმოგიდგენთ. მიმდინარე კვირის თემაა ადამიანის უფლებები. სამხრეთ კავკასიის სხვადასხვა ადგილას მცხოვრები ოთხი ავტორი საკუთარ აზრებს, შთაბეჭდილებებს, მოსაზრებებს, დაუვიწყარ წუთებს, მოგონებებს გვიზიარებს. ოთხ ავტორს ერთი თემა, სხვადასხვა კუთხიდან დანახული ამბავი და სამხრეთ კავკასია აერთიანებს. ყოველ ახალ კვირას ახალ კავკასიურ ამბებს გავეცნობით (რუტინული ყოველდღიურობის მიღმა), მათ შორის, სოხუმიდან და ცხინვალიდან.


ადამიანის უფლებებს შორის ჩემთვის ყველაზე უმთავრესი და მნიშვნელოვანია თანასწორობის უფლებაა, თავდაპირველად სწორედ ამ უფლების დარღვევამ განაპირობა ჩემი სამოქალაქო აქტივიზმით დაკავება. ყველაზე მეტად მაღელვებს, როცა ადამიანებს შორის ეს უფლება დარღვეულია, სამწუხაროდ, ადამიანების უმეტესობა ვერ ხვდება, რომ ყველა თანასწორი ვართ, მიუხედავად სქესის, რელიგიის, ეთნიკურიობის, რასის თუ სხვა ერთმანეთისაგან განმასხვავებელი ნიშნების მიუხედავად და დანარჩენებსაც იგივე უფლებები აქვთ, რაც მათ.


ბევრმა ადამიანმა არ იცის საკუთარი უფლებები, მათ შორის არც მე ვიცი. როცა ისეთ ადგილას ცხოვრობ სადაც მე, ბევრი ფიქრობს რომ ბრძოლას აზრი არ აქვს, ამბობენ, რომ მაინც ვერაფერს მიაღწევენ, თუმცა, ასეთი საუბარი ჩემთვის პირიქით სტიმულის მომცემია, რომ ვაჩვენო ყველას, როგორ შეუძლიათ დაიცვან საკუთარი თავი, როგორ მოიპოვონ იგივე უფლებები, რაც სხვებს აქვთ. ძალიან ხშირად მიჩნდება განცდა, რომ ჩემი აქტიურობა აქ ყველას არ მოსწონს, ბევრი ამის გამო მაკრიტიკებს, ასეთი ადამიანების რაღაცა ნაწილს გამოვყოფ მაგალითად, ჩემი სამოქალაქო აქტივიზმის მიმართ უკმაყოფილება ხშირდ მსმენია ადამიანებისაგან, რომლებიც 90-იან წლებში საკუთარი ეთნიკური ნიშნით დაიჩაგრნენ და მოუწიათ საცხოვრებელი ადგილის მიტოვება, ისე რომ ამაზე ხმა არ ამოუღიათ. ამ თემასთან დაკავშირებით ერთ-ერთმა ადგილობრივმა ასეთი რამ მითხრა, რაც ძალიან კარგად დამამახსოვრდა. მისი აზრით ეს ადამიანები ჩემში საკუთარ უმოქმედობას ხედავენ, იმას რომ როცა საჭირო იყო, მათ ვერ შეძლეს საკუთარი უფლებებისათვის ბრძოლა და ყველაფერი მიატოვეს, ხმა ვერ აიმაღლეს იმ უთანასწორობაზე, რომელიც მათ უფლებებს ზღუდავდა, ასეთი ადამიანები ჩემზე ხშირად ამბობენ, რომ ასე არ უნდა ვიქტიურო, რომ არც მათ ექცეოდნენ კარგად, მაგრამ ამ ყველაფერზე ვინ მისცემდა მაშინ ხმის ამოღების უფლებას. ეს ძალიან ცუდი მიდგომაა, ადამიანი არ უნდა შეეგუოს იმ უთანასწორო გარემოში ცხოვრებას, რასაც გარკვეული საზოგადობა თუ პოლიტიკური ძალები უქმნიან, პირიქით ხმა უნდა აიმაღლოს საკუთარი თავის და შემდეგ უკვე სხვების დასაცავად.


ჩემი პროტესტი მხოლოდ ერთ ვიწრო ჯგუფს ან პოლიტიკოსებს არ ეხება, ეს პროტესტია იმ საზოგადოების მიმართ, რომლებსაც თავი სხვაზე აღმატებული ჰგონიათ და რომლებიც სხვებს აიძულებენ ფიქრს, რომ ბრძოლას აზრი არ აქვს, ყველაფერს უნდა შეეგუო. აქ გამართულ შეხვედრებზე, ადგილობრივებისაგან ხშირად მომისმენია, საკუთარი უფლებების დასაცავად როგორ იყენებენ ჩემ მიერ ნათქვამ ფრაზებს, შესაძლოა, ყველაფრის აზრს ვერ ხვდებოდნენ, თუმცა, ჩემთვის იმის მაგალითია, რომ მე მათ ბრძოლის სტიმულს ვაძლევ. შესაბამისად, ეს მეც მაძლიერებს და მაძლევს ძალას, რომ თავი არ დავუხარო უსამართლობას და ვეცადო ხელი შევუწყო ისეთი გარემოს შექმნას, სადაც ყველა ადამიანი თანასწორი იქნება.


პროექტს "ჟურნალისტები სამხრეთ კავკასიიდან" თავისუფალი ასოციაცია ახორციელებს. მასალებში გამოთქმული შეხედულებები შესაძლოა, განმახორციელებელი ორგანიზაციისა და დონორის მოსაზრებებს ყოველთვის არ ემთხვეოდეს.
სხვა სტატიები
აფხაზეთი ერთი დიდი ღირსშესანიშნაობაა, თუმცა, ადრე თუ გვიან მასშტაბების სიმცირეს გრძნობ. ახალი ათონი რაც არ უნდა თვალწარმტაცი იყოს, ალბათ, ქალაქის ქუჩებში ბოლო გასეირნებიდან მთელი 5 წლის შემდეგაც იძულებული ვარ ვაღიარო, რომ არ მენატრება, ქალაქი სრულიად შევისწავლე. დროთა განმავლობაში მთებზე ოცნებაც ავიხდინე, რომელიც ახალგაზრდობაში მიუწვდომელი ჩანდა. შემდეგ საჭირო მანქანები შევიძინეთ და მართალია, მთა ახლაც მიზიდავს, მაგრამ საიდუმლო ამოხსნილია.
სრულად
ალბათ, სულ სხვა ამბავს მოვყვებოდი, მაგალითად, ჩემი სოფლის პაწია, თეთრად შეფეთქილ ეკლესიაზე, სადაც ყოველ მარიამობას იკრიბებიან პონტოელი ბერძნები, ან ჯავახეთზე მოგითხრობდით, ერთ, უძველეს ბაზილიკაზე, რომლის შესახებ შეიძლება არ იცოდეთ. იქნებ დაკარგულ თბილისსა და მის განძზე მომეყოლა, ან უძველეს სარიტუალო ნაგებობებზე, რომელიც ასე ბევრია ჩვენს ქვეყანაში.
სრულად






Carpet Cleaning Calgary