ქალთა უფლებები სომხეთში
26 ივნისი, 2021
ქალთა უფლებები სომხეთში ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
ბლოგს "თემის კვირეულის" ფარგლებში წარმოგიდგენთ. მიმდინარე კვირის თემაა ადამიანის უფლებები. სამხრეთ კავკასიის სხვადასხვა ადგილას მცხოვრები ოთხი ავტორი საკუთარ აზრებს, შთაბეჭდილებებს, მოსაზრებებს, დაუვიწყარ წუთებს, მოგონებებს გვიზიარებს. ოთხ ავტორს ერთი თემა, სხვადასხვა კუთხიდან დანახული ამბავი და სამხრეთ კავკასია აერთიანებს. ყოველ ახალ კვირას ახალ კავკასიურ ამბებს გავეცნობით (რუტინული ყოველდღიურობის მიღმა), მათ შორის, სოხუმიდან და ცხინვალიდან.

ქალები ერთადერთი უმრავლესობაა, რომელთა უფლებებიც საფრთხის ქვეშაა. ამავე დროს დამაჯერებელი მტკიცებულებებია, რომ ფინანსური კეთილდღეობის გაუმჯობესება ქალებზე დადებითად აისახება. ქალები საკუთარ ოჯახებსა და ბავშვებს არამარტო ცოდნას გადასცემენ, არამედ ეკონომიკური თვალსაზრისითაც, ქალების შემოსავლების ნებისმიერ გაუმჯობესებას ოჯახების კეთილდღეობაზე ორჯერ უფრო დადებითი გავლენა აქვს, ვიდრე კაცების შემოსავლებს. ქალების დაცვისა და გამხნევების გარდა მათი შესაძლებლობების გაუმჯობესებაც დაიწყო. ისინი სომხურ საზოგადოებაში ყოველთვის მნიშვნელოვან როლს თამაშობდნენ, რაც დასავლური სამყაროს ზოგიერთი ბუნდოვანი წარმოდგენისგან სრულიად განსხვავდება, თითქოს ქვეყანაში ძლიერი პატრიარქალური განწყობებია. ფაქტობრივად სომხეთში მთელი რიგი კანონებია შემუშავებული ქალთა უფლებებსა და გენდერულ თანასწორობაზე ჯერ კიდევ იმ დრომდე, ვიდრე ამას ევროპული სახელმწიფოები გააკეთებდნენ (1184 წ, მხითარ გოში, სამართლის წიგნი).

სომხეთში მე თვითონ ბევრ პროექტში ვმონაწილეობდი, რომელიც ქალთა უფლებების დაცვასა და საზოგადოებაში მათი როლის გაზრდას ემსახურებოდა. თეორიულ დონეზე ისინი პრობლემის საკანონმდებლო ასპექტებზე კონცენტრირდნენ. ბოლო წლებში საზოგადოებაც და კანონიც მნიშვნელოვნად შეიცვალა. ქალების უმეტესობა სურვილებითა და იდეებით არის სავსე, რომ ბიზნესი დაიწყონ, რაღაც შეცვალონ, მაგრამ ფინანსურ პრობლემებს აწყდებიან. ამიტომ დარწმუნებული ვარ, ფინანსები, რომლებიც ქალთა უფლებების დაცვისთვის არის გათვალისწინებული, საჭიროა, მათი უზარმაზარი პოტენციალის რეალიზებისთვის გადამისამართდეს. დისკრიმინაცია ჯერ კიდევ არსებობს, ის ჯერ კიდევ ქალების ემანსიპაციაში დიდ დაბრკოლებად ითვლება. სადაც მე ვსწავლობდი ფრიადოსნების დიდი ნაწილი გოგონები იყვნენ. ყველგან სადაც ვმუშაობდი, ყველაზე შრომისმოყვარეები ქალები იყვნენ, მაგრამ ხელმძღვანელ პოზიციებზე ძირითადად, კაცები ინიშნებიან, ისინი მაღალ პოლიტიკურ და სახელმწიფო თანამდებობებს იკავებენ, წარმატებებს აღწევენ ბიზნესში. ძალიან ბევრი მეგობარი მყავს, შესანიშნავი განათლება აქვთ, მაგარი იდეები აქვთ, მაგრამ თავდაჯერება არ ჰყოფნით. ძალიან ხშირად ვარწმუნებ მეგობრებს, კოლეგებსა და უბრალოდ ნაცნობებს, ვმატებ თავდაჯერებას, ვეუბნები, რომ კომპანიაში დაწინაურებისთვის იბრძოლონ, შეიტანონ განაცხადი ოცნების სტიპენდიაზე, წითელი მანქანა იყიდონ.

ზოგჯერ, ქალები სხვა ქალების უფლებებსა და უპირატესობას მართლა არ ცნობენ. როცა ჩვენი ბრწყინვალე უმრავლესობა ერთმანეთს მხარს ნამდვილად დაუჭერს, ჩვენ ავტომატურად უმცირესობას დღის წესრიგს ვუკარნახებთ ისე, რომ სხვა არჩევანს არ დავუტოვებთ, გარდა იმისა, თანასწორად მოგვექცნენ ჩვენ და ჩვენს უფლებებს.

პროექტს "ჟურნალისტები სამხრეთ კავკასიიდან" თავისუფალი ასოციაცია ახორციელებს. მასალებში გამოთქმული შეხედულებები შესაძლოა, განმახორციელებელი ორგანიზაციისა და დონორის მოსაზრებებს ყოველთვის არ ემთხვეოდეს.
სხვა სტატიები
ბლოგს "თემის კვირეულის" ფარგლებში წარმოგიდგენთ. მიმდინარე კვირის თემაა ადამიანის უფლებები. სამხრეთ კავკასიის სხვადასხვა ადგილას მცხოვრები ოთხი ავტორი საკუთარ აზრებს, შთაბეჭდილებებს, მოსაზრებებს, დაუვიწყარ წუთებს, მოგონებებს გვიზიარებს. ოთხ ავტორს ერთი თემა, სხვადასხვა კუთხიდან დანახული ამბავი და სამხრეთ კავკასია აერთიანებს. ყოველ ახალ კვირას ახალ კავკასიურ ამბებს გავეცნობით (რუტინული ყოველდღიურობის მიღმა), მათ შორის, სოხუმიდან და ცხინვალიდან.
სრულად

Carpet Cleaning Calgary