ჩვენი უფლებები
28 ივნისი, 2021
ჩვენი უფლებები ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
ბლოგს "თემის კვირეულის" ფარგლებში წარმოგიდგენთ. მიმდინარე კვირის თემაა ადამიანის უფლებები. სამხრეთ კავკასიის სხვადასხვა ადგილას მცხოვრები ოთხი ავტორი საკუთარ აზრებს, შთაბეჭდილებებს, მოსაზრებებს, დაუვიწყარ წუთებს, მოგონებებს გვიზიარებს. ოთხ ავტორს ერთი თემა, სხვადასხვა კუთხიდან დანახული ამბავი და სამხრეთ კავკასია აერთიანებს. ყოველ ახალ კვირას ახალ კავკასიურ ამბებს გავეცნობით (რუტინული ყოველდღიურობის მიღმა), მათ შორის, სოხუმიდან და ცხინვალიდან.

ჩემი 40-წლიანი ცხოვრების მანძილზე განსაკუთრებით ადამიანის უფლებების იმ მიმართულებაზე ვსაუბრობდი, რომელიც პოლიტიკურ თავისუფლებას, თავისუფალ გამოხატვას ეხებოდა. ვერ ვიტყვი, რომ მე ამ ყველაფერში იმედი გამიცრუვდა, მაგრამ როცა უკვე დაკვირვების მრავალწლიანი გამოცდილება მაქვს პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სამოქალაქო პროცესებზე და არამხოლოდ ერთ ქვეყანაში, ხედავ როგორც მუშაობს ყველაფერი, უფრო სწორედ როგორ არ მუშაობს.

ჩემი თაობის ჟურნალისტები - ესენი არიან ბავშვები გასული საუკუნის მეორე ნახევრის სკოლის ღირებულებებითა და იდეოლოგიური დამოკიდებულებით. ჩვენ დარწმუნებულები ვიყავით, რომ სამოქალაქო და პოლიტიკური თავისუფლება, ეს არის მთავარი ინსტრუმენტი საზოგადოების კეთილდღეობის მისაღწევად. მარტივად რომ ვთქვათ, თუ რეალიზებულია ჩვენი უფლებები თავისუფალი შეკრების, არჩევნებში მონაწილეობის, თავისუფალ სასამართლოზე ხელმისაწვდომობის და ა.შ. ეს ნიშნავს, რომ ცხოვრებაც უფრო მშვენიერია ამა თუ იმ ქვეყანაში.

მე აფხაზეთიდან ვარ. მესმის, რომ შეიძლება ეს ვინმეს ყურში ცუდად ხვდება, მაგრამ ეს ყველაზე თავისუფალი ქვეყანაა პოსტსაჭოთა სივრცეში. აი, სად არის ნამდვილი დემოკრატია, სადაც ადამიანებს ნებისმიერ დროს ხელისუფლების შეცვლა შეუძლიათ. სწორედ აქ სასამართლოს გადაწყვეტილება იმ სართულის დერეფანში თავმოყრილი ხალხის რაოდენობაზეა დამოკიდებული, სადაც სხდომა მიმდინარეობს. აი, სად არის ნამდვილი საპარლამენტო დებატები და ხელმისაწვდომობა მედიაზე.

თუმცა, ეს ყველაფერი რეალურ ცხოვრებაში არ ასახულა. უფრო მეტიც, ტერიტორიის მართვის მექანიზმები მოშლილია, ეკონომიკა დეგრადირებულია, სახელმწიფოს არ აქვს მონოპოლია ძალის გამოყენებაზე და საერთოდაც, შავ სამყაროს ებრძვის გავლენის მოსაპოვებლად. 21-ე საუკუნის შუაწლებს მიახლოებული მსოფლიო გასული საუკუნის მეორე ნახევრის სამყაროსგან ძირეულად განსხვავდება.

ღია პოლიტიკა თავისთავად არ ქმნის განვითარებას და პირიქით, კულტურის პოლიტიზება, მარგინალიზებული ფენების პოლიტიკაზე ხელმისაწვდომობას ზრდის, ასევე,კრიმინალის, საზოგადოებრივი აზრით მანიპულირების, რამაც შეიძლება ქვეყანა გაანადგუროს.

თვითონ ეპოქამ წამოსწია წინ ადამიანის სხვა უფლებები. მე თავისუფლად გადაადგილების უფლებას გამოვყოფდი, რომელიც ჩვენ თვალწინ ვიწროვდება. რამდენიმე წლის წინ სტატიებს ვწერდი, სადაც გამოვთქვამდი მოსაზრებას, რომ სამხრეთ კავკასიაში თავისუფალი გადაადგილებისთვის ბრძოლა დაგვეწყო. უკეთესობისკენ არაფერი შეიცვალა. ახლა პანდემიაც დაემატა, რომელიც მთელ მსოფლიოს სამხრეთ კავკასიას ამგვანებს. ყველაზე საშიში ამ გადაადგილების ჩახშობის პროცესებში ის არის, რომ კულტურები აღნიშნულ მდგომარეობას მალე ეჩვევიან, ეკონომიკაში მრავალი ბენეფიციარი აღმოცენდა, რომელმაც ახალი სტატუსკვო დაიმკვიდრა. ჩვენ ნახევრად ჩაკეტილ მსოფლიოს ვიღებთ, გასული საუკუნის შუაწლების მსგავსად. რა მნიშვნელობა აქვს, რა გვიკეტავს მსოფლიოს, ცივი ომი თუ პანდემია?
და მე ვფიქრობ, რომ საერთო ბრძოლისთვის უნდა გავერთიანდეთ. თავისუფლი გადაადგილების დაბლოკვით, ჩვენ ვახშობთ ბევრად გლობალურ საკითხებს - თანამედროვე ცხოვრების გზა, მშვიდობიანი, არააგრესიული, რომელიც ადამიანებისთვის შესაძლებლობებს ქმნის, ახალ თაობებში ადგილობრივ მენტალიტეტს კი არ აყალიბებს, არამედ დიდი სამყაროს თანამონაწილედ გახდის. გავა ათი წელი და ასეთი ჩაკეტილობა მსოფლიოს ნამდვილად ერთი საუკუნით უკან დააბრუნებს.


პროექტს "ჟურნალისტები სამხრეთ კავკასიიდან" თავისუფალი ასოციაცია ახორციელებს. მასალებში გამოთქმული შეხედულებები შესაძლოა, განმახორციელებელი ორგანიზაციისა და დონორის მოსაზრებებს ყოველთვის არ ემთხვეოდეს.

სხვა სტატიები
აფხაზეთი ერთი დიდი ღირსშესანიშნაობაა, თუმცა, ადრე თუ გვიან მასშტაბების სიმცირეს გრძნობ. ახალი ათონი რაც არ უნდა თვალწარმტაცი იყოს, ალბათ, ქალაქის ქუჩებში ბოლო გასეირნებიდან მთელი 5 წლის შემდეგაც იძულებული ვარ ვაღიარო, რომ არ მენატრება, ქალაქი სრულიად შევისწავლე. დროთა განმავლობაში მთებზე ოცნებაც ავიხდინე, რომელიც ახალგაზრდობაში მიუწვდომელი ჩანდა. შემდეგ საჭირო მანქანები შევიძინეთ და მართალია, მთა ახლაც მიზიდავს, მაგრამ საიდუმლო ამოხსნილია.
სრულად
ალბათ, სულ სხვა ამბავს მოვყვებოდი, მაგალითად, ჩემი სოფლის პაწია, თეთრად შეფეთქილ ეკლესიაზე, სადაც ყოველ მარიამობას იკრიბებიან პონტოელი ბერძნები, ან ჯავახეთზე მოგითხრობდით, ერთ, უძველეს ბაზილიკაზე, რომლის შესახებ შეიძლება არ იცოდეთ. იქნებ დაკარგულ თბილისსა და მის განძზე მომეყოლა, ან უძველეს სარიტუალო ნაგებობებზე, რომელიც ასე ბევრია ჩვენს ქვეყანაში.
სრულად






Carpet Cleaning Calgary