უმაღლესი განათლების უპერსპექტივობა აფხაზეთში
12 ოქტომბერი, 2021
უმაღლესი განათლების უპერსპექტივობა აფხაზეთში ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
მინდა აფხაზეთის უმაღლესი განათლების სისტემას გარედან შევხედო, დიდი სამყაროს გადმოსახედიდან. წარმოდგენა შეიძლება სრულიად განსხვავებული იყოს - პატარა, ჩაკეტილ ქვეყანაში, რომელსაც შიდა ბაზარი არ აქვს, ახალგაზრდების მოტივაცია უმაღლესი განათლების მიღების დროს უფრო ნაკლებად არის დაკავშირებული თვითრეალიზაციასა და კარიერის აწყობასთან, ვიდრე იმედთთან ადგილობრივ გარემოში, სოციალურ იერარქიაში, ამა თუ იმ ადგილის დაკავების.
როგორი მდგომარეობაა აფხაზეთში უმაღლესი განთლების მიღების სფეროში? არის ორი უმაღლესი სასწავლებელი, რომელთა მენიუშიც ისეთივე სპეციალობებია, როგორებიც სხვა ქვეყნების უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს აქვთ.


მოცემულ მომენტში არ განვიხილავთ სწავლების ხარისხს, მე დიდიხნის წინ დავამთავრე, ბოლოს წინა ათწლეულში და ამ საკითხის ექსპერტად ნაკლებად გამოვდგები.

როგორია ობიექტური მოთხოვნის დონე სპეციალისტებზე, კურსდამთავრებულებზე?

აფხაზეთში ფრაგმენტულად განვითარებული ეკონომიკის სექტორების ძალიან პატარა ბაზარი გვაქვს და მთლიანობაში განვითარებაც შეჩერებულია. ეს ისედაც ცუდია და ამას დავუმატოთ შიდა ბაზრის არარსებობა. ქვეყნებსა და ტერიტორიებს ასეთივე დაბალი დემოგრაფიული მაჩვენებლებით განვითარებისთვის გადაულახავი დაბრკოლებები შეუძლიათ დააკომპენსირონ ღია საზღვრებით, მაღალი მოცულობის ტრანზიტული სატვირთვო გადაზიდვებით, აქტიური ტურიზმით და ა.შ. აქ ჩამოთვლილთაგან აფხაზეთში მხოლოდ ტურიზმია და შესაბამისად, საკადრო მოთხოვნაც ეკონომიკის სფეროებიდან მხოლოდ ტურისტულ ბიზნესზე მოდის.

რა ხდება ამ სფეროში? აფხაზეთის ტურიზმის მიმართულებას ამ ეტაპზე მომსახურე პერსონალი სჭირდება. ვივარაუდებ, რომ სასურველია დაბალანაზღაურებადი. ამ ამოცანის გადაჭრაში აფხაზური უმაღლესი სასწავლებლები როგორ დაგვეხმარებიან, თუ დემოგრაფიული მდგომარეობა და სოციალური კულტურა არ შეესატყვისება ახალგაზრდების მცირერიცხოვანი ჯგუფის სურვილს, ტურიზმში იმუშაონ?

აფხაზეთში, გასულ საუკუნეში დაიშალა ტექნოლოგიური განათლების სკოლა - რეალური სექტორის ტექნოლოგიური უზრუნველყოფისთვის კადრებს არ ამზადებენ, არც ინჟინერიისთვის. ასეთი მოთხოვნა არის. მართალია, დაგვიანებით, მაგრამ რეალური სექტორის ინფრასტრუქტურის განახლება მაინც მიმდინარეობს, მაგრამ ამ პროცესებში მონაწილეობას ვერავინ ახერხებს.

ბაზარს შეეძლო რეალური სექტორის მოთხოვნებს მორგებოდა, მაგრამ ეკონომიკური სტაგნაცია მომავალში ფინანსურ და სამეცნიერო ინტენსიური ტექნოლოგიების განვითარებას გამორიცხავს, რაც ჩვეულებრივ ზოგადი წინსვლის მამოძრავებელია. ვთქვათ, ენერგეტიკის რეაბილიტაცია, საპორტო მეურნეობა, ეკოლოგიური პროექტები მთებში, მსხვილი საგზაო მშენებლობა - ამ ყველაფერს აფხაზური ტექნოლოგიური სკოლის აღდგენაც შეეძლო. ინდუსტრიები თითქმის არ არსებობს, მოთხოვნაც მინიმალურია, საგანმანათლებლო გარემო არ ვითარდება.

სწორედ ამიტომ აბიტურიენტებსა და სტუდენტებს არ დავადანაშაულებდი, როცა მომავლის არმქონე სპეციალობებს ირჩევენ. ეკონომიკა, ჰუმანიტარული სპეციალობებია, რა მიმართულებითაც სოხუმში 150 დოლარად შეგიძლიათ სამსახური მონახოთ, ეს არც თვითრეალიზაციის საშუალებას მოგცემთ და ვერც სტივ ჯობსი გახდებით. აღნიშნული ადგილობრივ სოციალურ იერარქიაში გარკვეული ადგილის დასამკვიდრებლად დაგეხმარებათ. სავარაუდოდ, ისხდებით ამა თუ იმ დაწესებულებაში და ნაკლებად სასარგებლო საქმეს გააკეთებთ.

შესაბამისად, ჩემი რჩევა იმ ახალგაზრდებს, რომელთაც განვითარება სწყურიათ, თავიდანვე ემიგრაციისთვის მოემზადეთ და უცხო ენების შესწავლასა და ტექნოლოგიურ სფეროში განათლების მიღებაზე იფიქრეთ, რომელიც დღეს აფხაზეთის გარშემო ყველაზე მოთხოვნადია.


ბლოგს "თემის კვირეულის" ფარგლებში წარმოგიდგენთ. მიმდინარე კვირის თემაა უმაღლესი განათლება. სამხრეთ კავკასიის სხვადასხვა ადგილას მცხოვრები ოთხი ავტორი საკუთარ აზრებს, შთაბეჭდილებებს, მოსაზრებებს, დაუვიწყარ წუთებს, მოგონებებს გვიზიარებს. ოთხ ავტორს ერთი თემა, სხვადასხვა კუთხიდან დანახული ამბავი და სამხრეთ კავკასია აერთიანებს. ყოველ ახალ კვირას ახალ კავკასიურ ამბებს გავეცნობით (რუტინული ყოველდღიურობის მიღმა), მათ შორის, სოხუმიდან და ცხინვალიდან.

ავტორის მიერ მომზადებული ტექსტი განთავსებულია უცვლელად. გამოყენებული ტერმინები, ტოპონიმები, გამოთქმული შეხედულებები, მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შესაძლოა, ორგანიზაციის მოსაზრებებს არ ემთხვეოდეს.

სიძულვილის ენის შემცველი, შეურაცხმყოფელი და არაეთიკური კომენტარები წაიშლება.
სხვა სტატიები
აფხაზეთი ერთი დიდი ღირსშესანიშნაობაა, თუმცა, ადრე თუ გვიან მასშტაბების სიმცირეს გრძნობ. ახალი ათონი რაც არ უნდა თვალწარმტაცი იყოს, ალბათ, ქალაქის ქუჩებში ბოლო გასეირნებიდან მთელი 5 წლის შემდეგაც იძულებული ვარ ვაღიარო, რომ არ მენატრება, ქალაქი სრულიად შევისწავლე. დროთა განმავლობაში მთებზე ოცნებაც ავიხდინე, რომელიც ახალგაზრდობაში მიუწვდომელი ჩანდა. შემდეგ საჭირო მანქანები შევიძინეთ და მართალია, მთა ახლაც მიზიდავს, მაგრამ საიდუმლო ამოხსნილია.
სრულად
ალბათ, სულ სხვა ამბავს მოვყვებოდი, მაგალითად, ჩემი სოფლის პაწია, თეთრად შეფეთქილ ეკლესიაზე, სადაც ყოველ მარიამობას იკრიბებიან პონტოელი ბერძნები, ან ჯავახეთზე მოგითხრობდით, ერთ, უძველეს ბაზილიკაზე, რომლის შესახებ შეიძლება არ იცოდეთ. იქნებ დაკარგულ თბილისსა და მის განძზე მომეყოლა, ან უძველეს სარიტუალო ნაგებობებზე, რომელიც ასე ბევრია ჩვენს ქვეყანაში.
სრულად






Carpet Cleaning Calgary