დიოსკურიის ნანგრევები სოხუმში
18 ოქტომბერი, 2021
დიოსკურიის ნანგრევები სოხუმში ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter

დიოსკურია ძველბერძნული ქალაქია, მრავალი საუკუნის წინ წყალში ჩაძირული. ნაშთის ნაწილს სოხუმის სანაპიროზე შემოხვდებით. დროდადრო სათევზაო გემებს თევზებთან ერთად სხვადასხვა სახის მრავალი საუკუნის წინანდელი ისტორიული არტეფაქტები ამოაქვთ, მაგრამ თვითონ ადგილი არ უკვლევიათ.


საბჭოთა დროს დიოსკურიის შესასწავლად გარკვეული მცდელობა იყო და იმ ადგილის ძებნაც დაწყებული ჰქონდათ, სადაც ადრე საფლავის მარმარილოს ქვაზე გამოსახული ორი ქალი აღამოაჩინეს, თუმცა, ღირებული ვერაფერი იპოვეს.

უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში ადგილობივი მეცნიერები დიოსკურიით ინტერესდებოდნენ, მაგრამ ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერის გარეშე ვერ გამოიკვლიეს.

დიოსკურია

რაც შეეხება თვითონ ქალაქს.

ბერძნული დიოსკურია მსხვილი სავაჭრო ცენტრი იყო და როგორც მეცნიერები ამტკიცებდნენ, ჩვენს ერამდე V-IV საუკუნეებში უკვე არსებობდა. ბერძნებმა ქალაქი ძველბერძნულ ქალაქ მილეტას ადგილას დაარსეს და სახელი რამდენჯერმე შეიცვალა. მაგალითად, რომაელები სებასტოპოლისს უწოდებდნენ, მოგვიანებით ქალაქს ცხუმად მოიხსენებდნენ. უნდა აღინიშნოს, რომ დიოსკურიის შესახებ ცოტა მასალა მოიპოვება, ისტორიკოსებისთვის კი მუდმივ საკამთო თემად იქცა. წყალში ჩაძირვის მიზეზადაც განსხვავებული ვერსიები სახელდება. მეცნიერების ერთი ნაწილი ამტკიცებს, რომ ქალაქი მეწყერის გამო ჩაიძირა, მეორე ნაწილი კი ჩაძირვის მთავარ მიზეზად მიწისძვრას ასახელებს.

დღეს დიოსკურიის ნანგრევები არქიტექტურულ ძეგლად და ტურისტების საყვარელ ადგილად ითვლება.



ავტორის მიერ მომზადებული ტექსტი განთავსებულია უცვლელად. გამოყენებული ტერმინები, ტოპონიმები, გამოთქმული შეხედულებები, მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შესაძლოა, ორგანიზაციის მოსაზრებებს არ ემთხვეოდეს.

სიძულვილის ენის შემცველი, შეურაცხმყოფელი და არაეთიკური კომენტარები წაიშლება.


 

სხვა სტატიები
აფხაზეთი ერთი დიდი ღირსშესანიშნაობაა, თუმცა, ადრე თუ გვიან მასშტაბების სიმცირეს გრძნობ. ახალი ათონი რაც არ უნდა თვალწარმტაცი იყოს, ალბათ, ქალაქის ქუჩებში ბოლო გასეირნებიდან მთელი 5 წლის შემდეგაც იძულებული ვარ ვაღიარო, რომ არ მენატრება, ქალაქი სრულიად შევისწავლე. დროთა განმავლობაში მთებზე ოცნებაც ავიხდინე, რომელიც ახალგაზრდობაში მიუწვდომელი ჩანდა. შემდეგ საჭირო მანქანები შევიძინეთ და მართალია, მთა ახლაც მიზიდავს, მაგრამ საიდუმლო ამოხსნილია.
სრულად
ალბათ, სულ სხვა ამბავს მოვყვებოდი, მაგალითად, ჩემი სოფლის პაწია, თეთრად შეფეთქილ ეკლესიაზე, სადაც ყოველ მარიამობას იკრიბებიან პონტოელი ბერძნები, ან ჯავახეთზე მოგითხრობდით, ერთ, უძველეს ბაზილიკაზე, რომლის შესახებ შეიძლება არ იცოდეთ. იქნებ დაკარგულ თბილისსა და მის განძზე მომეყოლა, ან უძველეს სარიტუალო ნაგებობებზე, რომელიც ასე ბევრია ჩვენს ქვეყანაში.
სრულად






Carpet Cleaning Calgary