სატრანსპორტო მოძრაობა ცხინვალში
10 ნოემბერი, 2021
სატრანსპორტო მოძრაობა ცხინვალში ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
წლებთან ერთად ცხინვალში ავტობუმი იზრდება, ადგილობრივი ინსპექციის მიერ 20 000-ზე მეტი მანქანაა რეგისტრირებული. ცხინვალში ძალიან ბევრ ოჯახს 2 და 3 ავტომობილიც კი ჰყავს. უცხოური წარმოების მანქანების სიმრავლე შეინიშნება - იაპონური და ევროპული ავტომობილები იაპონური და ამერიკული აუქციონებიდან ცხინვალში ტრანზიტით ხვდება.

პოპულარული მოდელები "მერსედესი", "ტოიოტა", "ბე-ემ-ვე", "ნისანი" და სხვა ბრენდის მანქანები სამხრეთ ოსეთელი მომხმარებლისთვის დაბალი საბაჟო გადასახადების გამო ხელმისაწვდომია. ერთი ავტომობილის განბაჟება საშუალოდ 6-დან 20 ათასი რუბლი ღირს, ამ დროს რუსეთში რეგისტრაცია ფაქტობრივად ავტომობილის ფასი უჯდებათ.

თიბილოვის სახელობის სამხრეთ ოსეთის უნივერსიტეტის ავტოსკოლა სწავლის მსურველთა ნაკადს ძლივს უმკლავდება. ჯერ კიდევ ორიოდე წლის წინ სახელმწიფო ავტოინსპექციის ხელმძღვანელი გვაფრთხილებდა, რომ თუ ქალაქს ასობით მანქანა ისევ შემოემატება, ქალაქის მაცხოვრებლები საცობში აღმოჩნდებიან. ის ნაწილობრივ მართალი აღმოჩნდა. პიკის საათში ქალაქში ვერ გაივლი. მანქანების რაოდენობასთან ერთად პრობლემებს შემზღუდავი ბარიერები ე.წ. მწოლიარე პოლიციელებიც ქმნის. მათი მოუხერხებლობისა და დიდი ზომის გამო ბევრი მძღოლი ასეთ ქუჩებს გვერდს უვლის, საბოლოოდ მთელი ნაკადი მანქანებისა მთავარ ქუჩებზე ინაცვლებს.

მიუხედავად იმისა, რომ ყოველი ფეხის ნაბიჯზე შუქნიშნები დგას, ეს ავტოსაგზაო შემთხვევას არ ამცირებს. საზოგადოებაში შემოვლითი გზების მოწყობის აუცილებლობაზე საუბრობენ. ქალაქს გადატვირთული მოძრაობისგან სატვირთო ტრანსპორტის ქალაქგარეთ გადატანაც განმუხტავდა, როგორც გენერალური გეგმის მიხედვით იყო გათვალისწინებული. საავტომობილო მოძრაობით გამოწვეული პრობლემები ცოტაა არაა, მაგრამ წლიდან წლამდე ტარების კულტურაც იზრდება. შუქნიშანი, ზებრა გადასასვლელი და მოხვევის ციმციმა უგუნური მძღოლებისთვისაც შესამჩნევია და თავად ავტოინსპექტორებიც შემოწმებისას დოკუმენტებს თავაზიანად ითხოვენ. ქალ მძღოლებს დაბურული მინებით დოკუმენტების შემოწმების გარეშე უშვებენ. აი, ასეთი ჯენტლმენური მიდგომა აქვთ მდედრობითი სქესის მიმართ.

ბლოგს "თემის კვირეულის" ფარგლებში წარმოგიდგენთ. მიმდინარე კვირის თემაა სატრასნპორტო მოძრაობა. სამხრეთ კავკასიის სხვადასხვა ადგილას მცხოვრები ოთხი ავტორი საკუთარ აზრებს, შთაბეჭდილებებს, მოსაზრებებს, დაუვიწყარ წუთებს, მოგონებებს გვიზიარებს. ოთხ ავტორს ერთი თემა, სხვადასხვა კუთხიდან დანახული ამბავი და სამხრეთ კავკასია აერთიანებს. ყოველ ახალ კვირას ახალ კავკასიურ ამბებს გავეცნობით (რუტინული ყოველდღიურობის მიღმა), მათ შორის, სოხუმიდან და ცხინვალიდან.


ავტორის მიერ მომზადებული ტექსტი განთავსებულია უცვლელად. გამოყენებული ტერმინები, ტოპონიმები, გამოთქმული შეხედულებები, მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შესაძლოა, ორგანიზაციის მოსაზრებებს არ ემთხვეოდეს.

სიძულვილის ენის შემცველი, შეურაცხმყოფელი და არაეთიკური კომენტარები წაიშლება.


სხვა სტატიები
აფხაზეთი ერთი დიდი ღირსშესანიშნაობაა, თუმცა, ადრე თუ გვიან მასშტაბების სიმცირეს გრძნობ. ახალი ათონი რაც არ უნდა თვალწარმტაცი იყოს, ალბათ, ქალაქის ქუჩებში ბოლო გასეირნებიდან მთელი 5 წლის შემდეგაც იძულებული ვარ ვაღიარო, რომ არ მენატრება, ქალაქი სრულიად შევისწავლე. დროთა განმავლობაში მთებზე ოცნებაც ავიხდინე, რომელიც ახალგაზრდობაში მიუწვდომელი ჩანდა. შემდეგ საჭირო მანქანები შევიძინეთ და მართალია, მთა ახლაც მიზიდავს, მაგრამ საიდუმლო ამოხსნილია.
სრულად
ალბათ, სულ სხვა ამბავს მოვყვებოდი, მაგალითად, ჩემი სოფლის პაწია, თეთრად შეფეთქილ ეკლესიაზე, სადაც ყოველ მარიამობას იკრიბებიან პონტოელი ბერძნები, ან ჯავახეთზე მოგითხრობდით, ერთ, უძველეს ბაზილიკაზე, რომლის შესახებ შეიძლება არ იცოდეთ. იქნებ დაკარგულ თბილისსა და მის განძზე მომეყოლა, ან უძველეს სარიტუალო ნაგებობებზე, რომელიც ასე ბევრია ჩვენს ქვეყანაში.
სრულად






Carpet Cleaning Calgary