საქალაქო ტრანსპორტის მნიშვნელობა
12 ნოემბერი, 2021
საქალაქო ტრანსპორტის მნიშვნელობა ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
შემთხვევითი არაფერია, ყველაფერი დიდი კანონზომიერებით არის გაპირობებული: სატრანსპორტო მოძრაობა ამ ქალაქის ყოფითი ცხოვრების, მისი გარე სამყაროსთან კავშირების, მისი ფილოსოფიის ერთგვარი ანარეკლია.
25 მილიონზე მეტ მცხოვრებიანი კაიროს სატრანსპორტო მოძრაობაც, სადაც სანთლითაც ვერ იპოვი დაუზიანებელ მანქანას, ან ევროპის რომელიმე ქალაქის პიკის საათების დროსაც კი ისეთი სიმშვიდეა, თითქოს პარალელურ სამყაროში გადაუტანიათ ურნაბული ორომტრიალიო, ან მეგაპოლისების გზაჯავარედინები, ესტაკადები, დიდი გადასასვლელები, როგორც ერთგან ო. ჰენრი წერს, ქუჩები, რომლებიც ორჯერ მაინც კვეთს საკუთარ თავს, მოდერნიზებული ტრანსპორტი და ინფრასტრუქტურა, წამებზე აწყობილი გრაფიკები ამავე გარემოების შინაგანი ენერგეტიკის ანაგარიშგასაწევი სიმბოლოებია. თუ ფრანგს ან ბელგიელს საკუთარ კორპუსებთან დილით ჩამოფრენილი ტურისტების ჩემოდნების ხმაც დისკომფორტს უქმნის, ინდოელს პირადი სივრცის დარღვევაც არაფრად მიაჩნია, როცა სპეციალური თანამშრომელი რაოდენობრივ ზღვარს გადამეტებული მგზავრების ფიზიკური ზემოქმედებით ჩატევას ცდილობს ერთ ტრანსპორტში... არაფერი სამყაროში, მათ შორის, სატრანსპორტო მოძრაობა, არ შეიძლება იყოს ან კარგი, ან ცუდი – ყველა დეტალი მრავლფეროვანი სამყაროს ნაწილია და ყველაფერს თავისი ახსნა აქვს...

საქალაქო ტრანსპორტის თვალსაზრისით, დღეს საქართველოში ე. წ. ჰიბრიდული გარემოა სამარშრუტო ტაქსებითა და ავტობუსებით. ტენდენცია ავტობუსებისკენ იხრება. სანიტარულად და ჰიგიენურად არასახარბიელო მდგომარეობაში მყოფი, ხშირ შემთხვევაში ამორტიზებული სამარშრუტო ტაქსებიდან სიამოვნებით ინაცვლებს მგზავრათა ნაკადები შედარებით ახალი წარმოების ევროპულ ავტობუსებში, მგზავრთა ფიზიკურ თუ მენტალურ საჭიროებებს მეტ-ნაკლებად მორგებულ სივრცეებში. ყველაზე დატვირთული, ტრადიციულად, ქალაქის მეტროპოლიტენია. დღესდღეობით არანაკლები დატვირთვა აქვს კერძო ტაქსების მომსახურებას, რაც ყველაზე ქაოტური ხასიათით გამოირჩევა როგორც ფინანსური, ისე უსაფრთხოებისა და ტექნიკური გამართულობის თვალსაზრისით.

საქალაქო სატრანსპორტო გარემოს რთული ასპექტია მოძრაობის მარშრუტები და ინფრასრუქტურის ოპტიმალური დაგეგმვა და გამართვა. წრეები, სამკუთხედები, კუნძულები, ესტაკადები, მიმართულებების ცვლილება – დაუდგრომელ დუღილშია ეს მიმართულება და, რაც ყველაზე საიმედოა, მას არ აკლია კრიტიკული თვალი და ყური.

ყველაზე საინტერესო მაინც ამ სფეროს ფსიქოლოგიური ასპექტია – მაინც რატომ გვხვდება თვალში ევროპელი პრემიერ-მინისტრები ავტობუსებში, რატომ გვაოცებს ველოსიპედით მიმავალი პარლამენტარები და რატომ მიგვაჩნია საარჩევნო თავის დამდაბლებად რომელიმე პოლიტიკოსის ექსკლუზიური ვიზიტი ქალაქის მეტროში?!

სწორედ ეს ფაქტორებია, საქალაქო ტრანსპორტს ჯერ კიდევ მეორეხარისხოვან, პლებეურ ელფერს რომ აძლევს და მისი დახვეწის მაღალ კრიტერიუმებზე ფიქრისა და მუშაობისთვის მაინც და მაინც არავის რჯისს. დაბალი, ან უკეთეს შემთხვევაში საშუალო ხარისხის იქამდე იქნება ჩვენში სატრანსპორტო გარემო, სანამ ეგზოტიკური სანახავი არ გახდება სტრასბურგის, ევროპის ამ პოლიტიკური დედაქალაქის სიმბოლოდან ტრამვაი, რომლის მგზავრთა ყველაზე დიდი ნაწილი დილის 9 საათზე განსაკუთრებით ერთ გაჩერებაზე, ევროპის საბჭოს შენობასთან რომ ჩამოდის...


ბლოგს "თემის კვირეულის" ფარგლებში წარმოგიდგენთ. მიმდინარე კვირის თემაა სატრასნპორტო მოძრაობა. სამხრეთ კავკასიის სხვადასხვა ადგილას მცხოვრები ოთხი ავტორი საკუთარ აზრებს, შთაბეჭდილებებს, მოსაზრებებს, დაუვიწყარ წუთებს, მოგონებებს გვიზიარებს. ოთხ ავტორს ერთი თემა, სხვადასხვა კუთხიდან დანახული ამბავი და სამხრეთ კავკასია აერთიანებს. ყოველ ახალ კვირას ახალ კავკასიურ ამბებს გავეცნობით (რუტინული ყოველდღიურობის მიღმა), მათ შორის, სოხუმიდან და ცხინვალიდან.
სხვა სტატიები
აფხაზეთი ერთი დიდი ღირსშესანიშნაობაა, თუმცა, ადრე თუ გვიან მასშტაბების სიმცირეს გრძნობ. ახალი ათონი რაც არ უნდა თვალწარმტაცი იყოს, ალბათ, ქალაქის ქუჩებში ბოლო გასეირნებიდან მთელი 5 წლის შემდეგაც იძულებული ვარ ვაღიარო, რომ არ მენატრება, ქალაქი სრულიად შევისწავლე. დროთა განმავლობაში მთებზე ოცნებაც ავიხდინე, რომელიც ახალგაზრდობაში მიუწვდომელი ჩანდა. შემდეგ საჭირო მანქანები შევიძინეთ და მართალია, მთა ახლაც მიზიდავს, მაგრამ საიდუმლო ამოხსნილია.
სრულად
ალბათ, სულ სხვა ამბავს მოვყვებოდი, მაგალითად, ჩემი სოფლის პაწია, თეთრად შეფეთქილ ეკლესიაზე, სადაც ყოველ მარიამობას იკრიბებიან პონტოელი ბერძნები, ან ჯავახეთზე მოგითხრობდით, ერთ, უძველეს ბაზილიკაზე, რომლის შესახებ შეიძლება არ იცოდეთ. იქნებ დაკარგულ თბილისსა და მის განძზე მომეყოლა, ან უძველეს სარიტუალო ნაგებობებზე, რომელიც ასე ბევრია ჩვენს ქვეყანაში.
სრულად






Carpet Cleaning Calgary