ძველი სოხუმის ცნობილი ფოტოსტუდიები
13 ნოემბერი, 2021
ძველი სოხუმის ცნობილი ფოტოსტუდიები ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
სოხუმში პირველი ფოტოსტუდიები XIX საუკუნის ბოლოს გაიხსნა. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი იყო 1890-იან წლებში გახსნილი ფოტოგრაფ ლეონიდ პიმენიდისის სტუდია, სადაც ფოტოგადაღების გარდა პორტრეტებს ქმნიდნენ ზეთის საღებავებით, ტუშით, აკვარელით ან პასტელით. პიმენიდისის ფოტოსტუდია მდებარეობდა სოხუმში მიხაილოვის სანაპიროზე (დღევანდელი მახარაძის 56). ფოტოგრაფ ლეონიდ პიმენიდისს უმაღლესი საიმპერატორო ჯილდოები ჰქონდა მიღებული.

პიმენიდისის ფოტოსტუდიის გარდა სოხუმში იყო ფოტოგრაფ სერგეი ფადეევას ფოტოატელიე. მისი ფოტოების მიხედვით ბათუმში 50-მდე ღია ბარათი სოხუმის ხედებით დაიბეჭდა.

1899 წლის ბოლოს სოხუმში გაიხსნა არანაკლებ ცნობილი ფოტოგრაფის ივანე ეფკარპიდის (წარმოშობით ბერძენი) ფოტოსახელოსნო "პრავდა", რომელიც სასტუმრო ორიენტალში მდებარეობდა. მას სხვადასხვა ფოტოგამოფენაზე მიღებული ჰქონდა უმაღლესი ჯილდოები. ეფკარპიდის ატელიე გამოირჩეოდა ინტერიერითა და აქსესუარებით. ფოტოგრაფს ჰქონდა მდიდარი სამოსი, რომელშიც სურათების გადაღება შეიძლებოდა.

My Page

ფოტოსტუდიებში გადაღებული ფოტოს მეორე მხარეს დატანილი იყო ატელიეს ერთგვარი სავიზიტო ბარათი, რომელზეც გამოსახული იყო დახვეწილი ნახატი (ხშირ შემთხვევაში მუზა) და გერბი, აქვე, იყო დატანილი ინფორმაცია ფოტოგრაფისა და მისი მიღწევების შესახებ, გამოფენებზე მიღებული მედლების გამოსახულება, მისამართი. იმ პერიოდის ყველა ფოტოზე ეწერა ფრაზა "ნეგატივები შენარჩუნებულია" ან "ნეგატივები ინახება". გარკვეული პერიოდის შემდეგ, ფოტოს გადამღები პირის სურვილის შემთხვევაში ფოტოს ახლიდან ბეჭდავდნენ, ამიტომ ფოტოსტუდიები ნეგატივებს წლების განმავლობაში ინახავდნენ.

ფოტოგრაფის ოსტატობისა და ესთეტიკური ხედვის გარდა ფოტოგრაფიის პროცესში ოქრო, პლატინა და იშვიათი ლითონები, ასევე, ვერცხლისწყლის კომპონენტები, ციანიდი და ურანის გამხსნელები გამოიყენებოდა, ამიტომ, ფოტოსურათების ღირებულება თავიდან საკმაოდ მაღალი იყო და ყველას არ შეეძლო ამ ხარჯის გაღება. მაგალითად, 9x12 სმ. ფოტოსურათი თითქმის რამდენიმე ჩაის კოვზი ვერცხლი ღირდა. თუმცა, მეოცე საუკუნის დასაწყისში, ფოტოგრაფიის ტექნიკა გაუმჯობესდა, ფოტოების ღირებულება შემცირდა და ფოტოგრაფია უფრო ხელმისაწვდომი გახდა. დიდგვაროვანების გარდა ფოტოებს უკვე საშუალო ფენის წარმომადგენლებიც იღებდნენ.


მასალაში გამოყენებული ფოტოები დაცულია:

პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში (ფოტომასალა განთავსებულია ეროვნული ბიბლიოთეკის ციფრულ ბიბლიოთეკა "ივერიელში", ბმული: http://dspace.nplg.gov.ge/).

სხვა სტატიები
აფხაზეთი ერთი დიდი ღირსშესანიშნაობაა, თუმცა, ადრე თუ გვიან მასშტაბების სიმცირეს გრძნობ. ახალი ათონი რაც არ უნდა თვალწარმტაცი იყოს, ალბათ, ქალაქის ქუჩებში ბოლო გასეირნებიდან მთელი 5 წლის შემდეგაც იძულებული ვარ ვაღიარო, რომ არ მენატრება, ქალაქი სრულიად შევისწავლე. დროთა განმავლობაში მთებზე ოცნებაც ავიხდინე, რომელიც ახალგაზრდობაში მიუწვდომელი ჩანდა. შემდეგ საჭირო მანქანები შევიძინეთ და მართალია, მთა ახლაც მიზიდავს, მაგრამ საიდუმლო ამოხსნილია.
სრულად
ალბათ, სულ სხვა ამბავს მოვყვებოდი, მაგალითად, ჩემი სოფლის პაწია, თეთრად შეფეთქილ ეკლესიაზე, სადაც ყოველ მარიამობას იკრიბებიან პონტოელი ბერძნები, ან ჯავახეთზე მოგითხრობდით, ერთ, უძველეს ბაზილიკაზე, რომლის შესახებ შეიძლება არ იცოდეთ. იქნებ დაკარგულ თბილისსა და მის განძზე მომეყოლა, ან უძველეს სარიტუალო ნაგებობებზე, რომელიც ასე ბევრია ჩვენს ქვეყანაში.
სრულად






Carpet Cleaning Calgary