ცხინვალში, უკანასკნელი 2-3 წლის განმავლობაში ძალიან პოპულარია ისეთი ადგილები, საიდანაც ყავის გაყოლება შეიძლება. როგორც წესი, მანქანები ჩერდებიან ერთსა და იმავე ადგილას და გამვლელებს ცხელ სასმელს სთავაზობენ. მყიდველები ამბობენ, რომ ცხინვალი დროსთან ერთად ქუჩის ცხოვრებას უფრო მეტად ერგება, უფრო მეტად უსაფრთხო და სუფთა ხდება. ქუჩები ისეთი მტვრიანი აღარაა, როგორც ადრე.
ყავას სხვადასხვა ტიპის ადამიანი ყიდულობს, ზოგიერთს მიეჩქარება, ზოგს კი უნდა იქვე ჩამოჯდეს და ყავა აუღელვებლად დალიოს. მსგავსი ბიზნესით ძირითადად, ახალგაზრდები არიან დაკავებულები, რომლებიც ყურადღებას პიარსა და მენეჯმენტის თანამედროვე მეთოდებს აქცევენ.
მართალია, კონკურენცია დიდი არ არის, მაგრამ მომხმარებლის სასიამოვნოდ გაოცებას ყველა ცდილობს. მხოლოდ ახალგაზრდები ხვდებიან, რომ მნიშვნელობა აქვს, ყავას ერთი ჩვეულებრივი, უსახური ჭიქით დალევ თუ ჭიქით, რომელზეც პარიზის გამოსახულებაა დატანილი. არიან ისეთებიც, სანამ მომხმარებელი არ ჩანს, ჭიქებს საკუთარი ხელით საშობაო მოტივებით აფორმებენ. ნუთუ შეიძლება, რომ ასეთი ყავისთვის ახალგაზრდებს კიდევ ერთხელ არ მიაკითხო?!
გამოყენებული ტერმინები, ტოპონიმები, გამოთქმული შეხედულებები, მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შესაძლოა, ორგანიზაციის მოსაზრებებს არ ემთხვეოდეს.
სიძულვილის ენის შემცველი, შეურაცხმყოფელი და არაეთიკური კომენტარები წაიშლება.