საბჭოთა კავშირში სპორტული შეჯიბრება სპარტაკიადა ტარდებოდა, რომელსაც სახელი რომში მონათა აჯანყების მეთაურის სპარტაკის სახელის მიხედვით დაერქვა. პირველი სპარტაკიადა 1928 წელს გაიმართა.
1956 წლიდან სსრკ-ის ხალხთა სპარტაკიადებს ატარებდნენ, რომლის მიზანიც იყო სპორტის განვითარების ხელშეწყობა, საბჭოთა ხალხის ყოველდღიურ ცხოვრებაში მისი დანერგვა, სპორტის გაუმჯობესებისთვის პირობების შექმნა. სპარტაკიადები ასევე, მნიშვნელოვანი იყო საბჭოთა სპორტსმენების მოსამზადებლად მთავარ საერთაშორისო ჩემპიონატებსა და ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობისთვის.
შეჯიბრება ოთხ წელიწადში ერთხელ ზაფხულსა და ზამთრში იმართებოდა.
1967 წელს IV საბჭოთა ხალხის ხალხთა სპარტაკიადა სპორტის სხვადასხვა სახეობაში ჩატარდა. მასში საბჭოთა საქართველოს სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქის ფიზკულტურული გუნდებიც მონაწილეობდნენ.
მასალაში გამოყენებული ფოტოები დაცულია:
პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში (ფოტომასალა განთავსებულია ეროვნული ბიბლიოთეკის ციფრულ ბიბლიოთეკა "ივერიელში", ბმული: http://dspace.nplg.gov.ge/).