სპორტული ცხოვრება ცხინვალში
25 დეკემბერი, 2021
სპორტული ცხოვრება ცხინვალში ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
სპორტი ოსეთში უფრო მეტია, ვიდრე სპორტი. მსოფლიო ასპარეზზე ოსების გამარჯვების სტატისტიკა გვანახებს, რომ მათ ცოტა ვინმე თუ ჯობნის. ამიტომ ცხინვალში, ბავშვები 6 წლიდან სხვადასხვა სპორტის სახეობაზე დადიან. ყველაზე პოპულარულია თავისუფალი სტილით და ბერძნულ-რომაული ჭიდაობა. ბიჭებს მსოფლიო ჩემპიონების სახელებს არქმევდნენ. ბრძოლისთვის არ შეეძლოთ პატივი არ მიეგოთ რესპუბლიკაში, სადაც მსოფლიო სპორტისთვის არსენ ფაძაევი, სოსლან ანდიევი, არტურ ტაიმაზოვი და სხვები აღიზარდნენ. ამ სპორტის სახეობას ოსეთში ბევრი გულშემატკივარი ჰყავს. არიან მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონები, სპორტსმენები, რომლებმაც ორჯერ და სამჯერ ოლიმპიური თამაშები მოიგეს. თუ სპორტის ერთ სახეობაში ტრავმას იღებენ, არც ეს წარმოადგენს სირთულეს, სხვა სახეობას შეუძლიათ დაეუფლონ. კიდევ ერთი ეროვნული სახეობაა მკლავჭიდი.

მკლავჭიდშიც ბევრი გამარჯვებულია, თუმცა, მასშტაბებით ვერ გამოირჩევა, თუ სპორტის ამ სახეობით დაინტერესდები და ორ წელში ჩემპიონი ვერ გახდები, გამოდის შენთვის არ არის.

თუ უფრო სერიოზულად ვიმსჯელებთ, ოსეთში, არ აქვს მნიშვნელობა ჩრდილოეთია თუ სამხრეთი, ბრძოლას ყოველთვის უყურებენ, სპორტის ამ სახეობაში ოსეთის წარმომადგენელი სულ არის. მურატ გასიევმა კრივს ჯერ არნახული პოპულარობა მოუტანა, ის კრივის მსოფლიო სუპერსერიის ფინალში მოხვდა. ახალგაზრდებისთვის ერთგვარ კერპად იქცა არა მხოლოდ კრივში, არამედ როგორც სპორტსმენიც, რომელიც დამარცხებულ მოწინააღმდეგეს პატივს სცემს და დამარცხებასაც ღირსეულად იღებს. კრივით სწორედ მის გამო არაერთი ბიჭი დაინტერესდა. დღესაც კი არაერთი ახალგაზრდა Iron წარწერიანი მაისურით ვარჯიშობს. სწორედ ამ მეტსახელით მურატ გასიევი საბრძოლო მოედანზე გადიოდა.

გოგონები უფრო ტანვარჯიშით ინტერესდებიან, ზოგიერთი ცურვაზე დადის. მდედრობითი სქესის წარმომადგენლებისთვის არცთუ ისე დიდი არჩევანია. სამწუხაროდ, სამხრეთ ოსეთში ყინულის მოედანი არ არის, არც ღია და არც დახურული ტიპის. დარწმუნებულ ვარ, შესაბამისი პირობების არსებობის შემთხვევაში ფიგურულ სრიალში მშოფლიო ჩემპიონებიც გვეყოლებიან.



ბლოგს "თემის კვირეულის" ფარგლებში წარმოგიდგენთ. მიმდინარე კვირის თემაა სპორტი. სამხრეთ კავკასიის სხვადასხვა ადგილას მცხოვრები ოთხი ავტორი საკუთარ აზრებს, შთაბეჭდილებებს, მოსაზრებებს, დაუვიწყარ წუთებს, მოგონებებს გვიზიარებს. ოთხ ავტორს ერთი თემა, სხვადასხვა კუთხიდან დანახული ამბავი და სამხრეთ კავკასია აერთიანებს. ყოველ ახალ კვირას ახალ კავკასიურ ამბებს გავეცნობით (რუტინული ყოველდღიურობის მიღმა), მათ შორის, სოხუმიდან და ცხინვალიდან.

გამოყენებული ტერმინები, ტოპონიმები, გამოთქმული შეხედულებები, მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შესაძლოა, ორგანიზაციის მოსაზრებებს არ ემთხვეოდეს.

სიძულვილის ენის შემცველი, შეურაცხმყოფელი და არაეთიკური კომენტარები წაიშლება.

სხვა სტატიები
აფხაზეთი ერთი დიდი ღირსშესანიშნაობაა, თუმცა, ადრე თუ გვიან მასშტაბების სიმცირეს გრძნობ. ახალი ათონი რაც არ უნდა თვალწარმტაცი იყოს, ალბათ, ქალაქის ქუჩებში ბოლო გასეირნებიდან მთელი 5 წლის შემდეგაც იძულებული ვარ ვაღიარო, რომ არ მენატრება, ქალაქი სრულიად შევისწავლე. დროთა განმავლობაში მთებზე ოცნებაც ავიხდინე, რომელიც ახალგაზრდობაში მიუწვდომელი ჩანდა. შემდეგ საჭირო მანქანები შევიძინეთ და მართალია, მთა ახლაც მიზიდავს, მაგრამ საიდუმლო ამოხსნილია.
სრულად
ალბათ, სულ სხვა ამბავს მოვყვებოდი, მაგალითად, ჩემი სოფლის პაწია, თეთრად შეფეთქილ ეკლესიაზე, სადაც ყოველ მარიამობას იკრიბებიან პონტოელი ბერძნები, ან ჯავახეთზე მოგითხრობდით, ერთ, უძველეს ბაზილიკაზე, რომლის შესახებ შეიძლება არ იცოდეთ. იქნებ დაკარგულ თბილისსა და მის განძზე მომეყოლა, ან უძველეს სარიტუალო ნაგებობებზე, რომელიც ასე ბევრია ჩვენს ქვეყანაში.
სრულად






Carpet Cleaning Calgary