იმის თქმა, რომ სომხები აქტიური სპორტული ცხოვრებით ცხოვრობენ, ერთი დიდი ტყუილი იქნებოდა. ჩვენი მშობლები სკოლის ასაკში ვარჯიშობდნენ, როდესაც გაიზარდნენ, ჯანსაღი ცხოვრების წესისთვის დრო ვეღარ გამონახეს, ოღონდ მათი სიზარმაცის ან სურვილის არ ქონის გამო არა, ეს იმ მძიმე წლების ბრალია, რომლებიც გადაიტანეს.
სასკოლო სპორტი მაშინ ბევრად საინტერესო იყო, ვიდრე ახლა. დედა მიყვებოდა, რომ ფიზკულტურა სუფთა ჰაერზე უტარდებოდათ, დედაქალაქის ცენტრალურ ქუჩებში დარბოდნენ, დიდ სასკოლო ტურნირებს ატარებდნენ. რამდენადაც მოზარდებისთვის თავშესაქცევი ამბები არც ისე დიდი მრავალფეროვნებით გამოირჩეოდა, სპორტით ერთობოდნენ.
დღეს უკვე სხვადასხვა სატრენაჟორო დარბაზი სოციალურ ქსელებში ყველა სახეობის აბონემენტის პოპულარიზებას ეწევა. ბაზარზე როგორ საერთაშორისო ცნობილი ბრენდები, ასევე, მცირე და საშუალო კომპანიები არიან წარმოდგენილები, მათი დიდი ნაწილი კონკურენტუნარიანია, რადგან მოთხოვნა მაღალია. რა თქმა უნდა, სპორტული დარბაზებს ძირითადად, ახალგაზრდები სტუმრობენ, მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებიც ასაკში არიან და საკუთარ სხეულზე ზრუნავენ. რაც შეეხება საბავშვო სპორტულ კლუბებს, ძალიან ბევრი სპორტის სახეობაა, რომელიც ბავშვებს შეგიძლიათ შეასწავლოთ, ცურვით დაწყებული და ჩინური საბრძოლო ხელოვნებით დამთავრებული.
თუმცა, არის სპორტის სახეობები, რომლებიც სომხეთში განსაკუთრებით პოპულარულია. რადგანაც სომხური ფსიქოტიპი უფრო ლიდერის თვისებებით გამოირჩევა, სპორტის გუნდურ სახეობებში არც ისე წარმატებულები ვართ. თუმცა, სომხები დანარჩენი სამყაროსგან არც ისე განსხვავებულები არიან, ფეხბურთი ისევ ნომერ პირველ თამაშად რჩება როგორც ბავშვებისთვის, ისე მოზრდილებისთვის. ვფიქრობ, ამის მიზეზი ისაა, რომ ფეხბურთი ეზოშიც თავისუფლად შეგიძლია ითამაშო. საჭიროა ბურთი, მიზანდასახული გუნდი და კარი. ასე რომ, დაწყებული შეზღუდული რესურსების მქონე ქვეყნებით და დამთავრებული განვითარებული სახელმწიფოებით, ფეხბურთს მარტივად თამაშობენ, უყურებენ და გულშემატკივრობენ. ჩვენი გუნდის პროგრესი არასტაბილურია, ზოგჯერ ჩვენი ბიჭებით ვამაყობთ, ზოგჯერ წარუმატებლობის გამო სტადიონის დატოვება ნაადრევად გვინდება. თუმცა, ვიცით, რომ მსოფლიო დონის წარმატებული ფეხბურთელების გაზრდა შეგვიძლია. სომხეთში ბავშვების უმრავლესობა ჰენრიხ მხითარიანის წარწერით მაისურს ატარებს, იმის იმედით, რომ ერთხელაც ისინიც ისეთივე წარმატებულები იქნებიან.
ბლოგს "თემის კვირეულის" ფარგლებში წარმოგიდგენთ. მიმდინარე კვირის თემაა სპორტი. სამხრეთ კავკასიის სხვადასხვა ადგილას მცხოვრები ოთხი ავტორი საკუთარ აზრებს, შთაბეჭდილებებს, მოსაზრებებს, დაუვიწყარ წუთებს, მოგონებებს გვიზიარებს. ოთხ ავტორს ერთი თემა, სხვადასხვა კუთხიდან დანახული ამბავი და სამხრეთ კავკასია აერთიანებს. ყოველ ახალ კვირას ახალ კავკასიურ ამბებს გავეცნობით (რუტინული ყოველდღიურობის მიღმა), მათ შორის, სოხუმიდან და ცხინვალიდან.
გამოყენებული ტერმინები, ტოპონიმები, გამოთქმული შეხედულებები, მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შესაძლოა, ორგანიზაციის მოსაზრებებს არ ემთხვეოდეს.
სიძულვილის ენის შემცველი, შეურაცხმყოფელი და არაეთიკური კომენტარები წაიშლება.