ქუჩის მხატვრობა ცხინვალში არც ისე დიდიხნის წინ გამოჩნდა, მაგრამ ადგილობრივები უკვე უბნების განუყოფელ ნაწილად მიიჩნევენ. ყველაზე მასშტაბური ნამუშევრები მოსწავლეების გასახარად სკოლების კედლებს ამშვენებს.
წელს, ერთ-ერთი უკანასკნელი გრაფიტი მე-12 სკოლის კედელზე გააკეთეს, რომელიც კოსმონავტიკის დღისთვის შექმნეს.
ქუჩის მხატვრობა მნიშვნელოვან საკითხებსაც ეხება. გასულ წელს გაკეთებული ერთ-ერთი ნამუშევარი წითელი ტერორის დროს რეპრესირებული ოსი ინტელიგენციის ხსოვნას მიეძღვნა. ავტორებმა სტალინის ჩიბუხი გამოსახეს, მისგან ამოსული კვამლი კი ოსური ინტელიგენციის წარმომადგენელთა სახელებია.
გამოყენებული ტერმინები, ტოპონიმები, გამოთქმული შეხედულებები, მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შესაძლოა, ორგანიზაციის მოსაზრებებს არ ემთხვეოდეს.
სიძულვილის ენის შემცველი, შეურაცხმყოფელი და არაეთიკური კომენტარები წაიშლება.