ნელი ანანიანის ცხოვრებაში სურვილი ეპოვა ახალი ხერხი სამუშაოსთვის თბილი სომხური ფერებით, ტრადიციული ნიმუშებითა და ათასწლოვანი ხალიჩების ქსოვის ტექნიკით, გარდამტეხი აღმოჩნდა.
2016 წელს მან გადაწყვიტა, მენეჯერის სამუშაო ადგილი დაეტოვებინა და დიდი ოცნება აესრულებინა. ყოველთვის უნდოდა საკუთარი სახელოსნო ჰქონოდა. 6 წლის განმავლობაში ხალიჩების ქსოვის ხელოვნებას სწავლობდა და ითავისებდა.
სომხეთში, ნელიმ პატარა ბიზნესი წამოიწყო. ეს არის ადგილი, სადაც მხოლოდ ნატურალური შალის ძაფებს იყენებენ, საკუთარი ესკიზებით ხალიჩებს, პლედებსა და გობელენებს ქმნიან. ისინი არა მარტო ცდილობენ სომხური ხელოვნება შეინარჩუნონ, არამედ თითოეულ ნამუშევარს ახალი თანამედროვე სიცოცხლეც შთაბერონ.
ნელი მომხმარებელს ხელნაკეთ პროდუქციას სთავაზობს. ახალგაზრდა ქალი ხალიჩების ქსოვას სხვებსაც ასწავლის. კურსები არის იმ ადამიანებისთვისაც, რომლებსაც ხელობის შესწავლა სურთ, რომ მერე საქმეში თავად ჩაერთონ და ასევე, იმ ადამიანებისთვისაც, რომლებსაც რთული სამუშაო დღის შემდეგ განტვირთვა სურთ.
ნელი მიღწეული წარმატებებით არ კმაყოფილდება, უნდა ხალიჩების ქსოვით ტურიზმი განავითაროს და სოფელში ხალიჩების დიდი სახელოსნო გახსნას.