შობის სადღესასწაულო განწყობა მხოლოდ ფილმების ყურებისას იგრძნობა, დღევანდელ რეალობაში ეს დღე არც დღესასწაულთან ასოცირდება და არც ჯადოსნობასთან. ოსეთში, წლის დასაწყისში, უცნაური დღესასწაულებისა და ცრურწმენის დრო მოდის.
31 დეკემბერს ევროპულ ახალ წელს ვხვდებით, ნაძვის ხეს ვრთავთ, "ოლივიესა" და სადღესასწაულო ოსურ ღვეზელებს ვაცხობთ და ახალ წელს ახალი იმედებით ვხვდებით. შვიდ იანვარს კი, როდესაც გარშემო ყველა შობას აღნიშნავს, ჩვენ გარდაცვლილთა სულებს პატივს მივაგებთ. ნელ-ნელა მართლმადიდებლები ამ ტრადიციას შორდებიან და შობას როგორც დღესასწაულს ისე აღნიშნავენ. აღნიშნულ საკითხზე საზოგადოების პოზიცია ერთიანი არ არის, ნაწილი მიიჩნევს, რომ შობის დღე უნდა იყოს დღესასწაული, ნაწილი ფიქრობს, რომ გარდაცვლილთა სულები მოვიხსენოთ.
სამხრეთ ოსეთში, 90-იან წლებში, შობის დღე მწუხარებითა და სევდით იყო მოცული. 32 წლის წინ, 1991 წლის იანვარში, შობის წინა ღამეს, ცხინვალში საქართველოს ტერიტორიიდან 3000 შეიარაღებული ადამიანი შეიყვანეს, რომელთა ნაწილი საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი იყო, ნაწილი ციხიდან გათავისუფლებული პატიმრები, რომლებიც მილიციელების ფორმებში იყვნენ გადაცმულები. ისინი გამვლელების უმიზეზოდ აკავებდნენ და უიარაღო მოქალაქეებს ესროდნენ.
ბლოგს "თემის კვირეულის" ფარგლებში წარმოგიდგენთ. მიმდინარე კვირის თემაა შობა. სამხრეთ კავკასიის სხვადასხვა ადგილას მცხოვრები ოთხი ავტორი საკუთარ აზრებს, შთაბეჭდილებებს, მოსაზრებებს, დაუვიწყარ წუთებს, მოგონებებს გვიზიარებს. ოთხ ავტორს ერთი თემა, სხვადასხვა კუთხიდან დანახული ამბავი და სამხრეთ კავკასია აერთიანებს. ყოველ ახალ კვირას ახალ კავკასიურ ამბებს გავეცნობით (რუტინული ყოველდღიურობის მიღმა), მათ შორის, სოხუმიდან და ცხინვალიდან.
გამოყენებული ტერმინები, ტოპონიმები, გამოთქმული შეხედულებები, მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შესაძლოა, ორგანიზაციის მოსაზრებებს არ ემთხვეოდეს.
სიძულვილის ენის შემცველი, შეურაცხმყოფელი და არაეთიკური კომენტარები წაიშლება.